Tuesday, September 18, 2007

რუსეთი სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უშვებს

guardian

იან ტრეინორი
18 სექტემბერი 2008

მოლაპარაკებები, რომლებიც ეუთოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა შეწყდა მას შემდეგ, რაც კრემლმა მეამბოხე რეგიონებში მეთვალყურეთა დაშვებაზე უარი განაცხადა.

დღეს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რომელიც გასულ თვეს ქართულმა ჯარებმა რუსული შეიარაღებული ძალების შემოჭრის შემდეგ დატოვეს, მოსკოვმა ეუთოს დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები არ შეუშვა.

ვენაში ეუთოს შტაბბინაში მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, განაცხადეს დიპლომატებმა, რადგან რუსეთმა გაამკაცრა თავისი პოზიცია და გამორიცხა სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ძალების განთავსების შესაძლებლობა.

ეუთოს უკვე ჰქონდა შეთანხმება 100 დამკვირვებლის გაგზავნაზე საქართველოში. მოლაპარაკაბები დაიბლოკა მას შემდეგ, რაც აშშ და ევროპელები არ დაეთანხმნენ რუსეთის პირობებს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში სულ უფრო უკომპრომისო გახდა.

მოლაპარაკებებმა, განაცხადა ეუთოს ფინელმა პრეზიდენტმა ”ვერ გამოიღო შედეგი. არ არსებობს კონსესუსის საფუძველი... მოლაპარაკებების გაგრძელებამ ვენაში აზრი დაკარგა”.

ეუთოს 8 მეთვალყურეს სქართველოში, სამხრეთ ოსეთში პატრულირების უფლება მანდატით აქვს მინიჭებული, მაგრამ ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსეთმა მათ რეგიონის საზღვრის გადალახვაზე უარი უთხრა.

ეუთოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გაეროში ნიუ-იორკში შემდეგი ორი კვირის განმავლობაში მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ პერსპექტივა მაინცდამაინც სახარბიელო არ ჩანს, ამიტომ ევროპის კავშირს საქართველოს პრობლემის გადაწყვეტაში კვლავ მთავარი როლი ენიჭება.

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კრემლს დაეთანხმა ევროკავშირის 200 მეთვალყურის გაგზავნაზე საქართველოში. ისინი დანიშნულების ადგილზე მიმდინარე თვის ბოლოს ჩავლენ. ევროკავშირმა მიიღო რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები იმის თაობაზეც, რომ დამკვირვებლები განათავსდებიან ე.წ. ”ბუფერულ ზონებში” სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე, მაგრამ არ დაიშვებიან რეგიონების შიგნით, სადაც რუსეთს 8000-მე ჯარიკაცი ყავს დატოვებული.

სარკოზის სამშვიდობო გეგმამ აშშ-სა და ნატოს ჩუმი კრიტიკა გამოიწვია, ისინი მიიჩნევენ, რომ შეთანხმება რუსეთისადმი რბილ მიდგომას ამჟღავნებს. ევროკავშირის წარმომადგენლებმა უარყვეს ეს ბრალდება. ”ევროკავშირის გარეშე რუსებს ვერ გაიყვანდით (საქართველოდან). ალტერნატივა არ არსებობს. ამერიკა პრობლემის გადწყვეტაში მონაწილეობას ვერ მიიღებს”-განაცხადეს ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა.

ევროკავშირის მისიას უხელმძღვანელებენ ფრანგი და გერმანელი დიპლომატები, გერმანია და იტალია და საფრანგეთი უფრო პრორუსული პოზიციისკენ იხრებიან, 200 მეთვალყურიდან 140 სწორედ მათ დააკომლექტეს. ბრიტანეთმა მისიისთვის მხოლოდ 20 მეთვალყურე გამოყო.

ორიგინალი

No comments: