მარკ ჩემპიონი
11 სექტემბერი 2008
იქამდეც, ვიდრე გასულ თვეში მოსკოვი საქართველოში ჯარებს გაგზავნიდა, ევროპელების შეშფოთება რუსეთთან დაკავშირებით იზრდებოდა, ისევე როგორც იზრდებოდა სამხედრო ალიანსის, ნატოს მხარდაჭერა, ნათქვამია ოთხშაბათს გამოქვეყნებული ტრანსატლანტიკური განწყობების ყოველწლიურ კვლევაში.
ამერიკულმა ორგანიზაცია German Marshall Fund (GMF)-მა კვლევა 13 ქვეყანაში ჩაატარა. მასში ასახული ტენდენციები როგორც ჩანს კიდევ უფრო გამძაფრდება საქართველოს ამბების და ნოემბერში აშშ-ს ახალი პრეზიდენტის არჩევნების ფონზე, რომელიც როგორც ჩანს უფრო პოპულარული იქნება, ვიდრე ჯორჯ ბუში, ამბობს კ. ასმუსი, ტრანსატლანტიკური ცენტრის ფონდის დირექტორი ბრიუსელში.
ამერიკას და ევროპას აქვთ "შესაძლებლობა ტრანსატლანტიკურ კონსენსუსს მიაღწიონ იმ საკითხის გარშემო, რომელმაც ჩვენ 60 წლის წინ გაგვაერთიანა, ეს რუსეთი იყო", განაცხადა ასმუსმა ინტერვიუში.
GMF ბოლოს ჩატარებულმა ყოველწლიურმა კვლევამ ევროპულ საზოგადოებაში რუსეთზე შეშფოთების მკაფიო ტენდენცია გამოავლინა. ივნისში ევროკავშირის 10 ქვეყანაში გამოკითხულთა 64% განაცხადა, რომ შეწუხებულები არიან რუსეთის, როგორც ენერგომიმწოდებლის როლით. შარშან ეს მაჩვენებელი 60%-ს შეადგენდა, რაც ოდნავ აღემატება აშშ-ს მონაცემებს. 62%-მა აღნიშნა, რომ შეშფოთებული არიან რუსეთის მეზობლებთან დამოკიდებულებით, რაც შარშანდელ მონაცემებს ასევე ოდნავ აღემატება, იმ დროს როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭრის ხარისხი ხუთი საპროცენტო პუნქტით გაიზარდა 57%-მდე.
მაგრამ ტრანსატლანტიკური ალიანსის აღორძინების მთავარი შემაფერხებელი ევროკავშირის როლია, აღნიშნავს ასმუსი. ცივი ომის დროს ევროკავშირს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაზე განხილვის მანდატიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ევროკავშირმა გასულ თვეში მომხდარი რუსულ-ქართული კონფლიქტის დარეგულირებაში ლიდერის ფუნქცია იკისრა.
ევროკავშირი ცეცხლის შეწყვეტის და მომდევნო ხელშეკრულების შემუშავებაში შუამავალის როლში წარდგა. ის მოსკოვისგან საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითხოვს. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ გააორმაგებს ძალისხევას ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით, რაც რუსულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს.
მაგრამ ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს მოსკოვთან დაპირისპირებას იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთს საკუთარი გავლენის სფეროდ მიაჩნია. დასავლურად განწყობილი უკრაინელები იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ ორშაბათის სამიტზე ევროკავშირმა კიევს შესაძლო წევრობის პერსპექტივები არ შესთავაზა, აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ტარასიუკმა. "მე გულწრფელად მქონდა იმედი, რომ კავკასიაში შემქნილი სიტუაცია ევროკავშირის ამ პოზიციაზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ის შემთხვევა არ არის" – განაცხადა მან.
გერმანია ევრკავშირის არამხოლოდ ყველაზე მსხვილი ეკონომიკური სახელმწიფოა, არამედ რუსეთის მთავარ ენერგეტიკულ პარტნიორსაც წარმოადგენს. თუკი ევროკავშირს მოსკოვზე ზეწოლა დასჭირდება, ცალკეულ ქვეყნებს, როგორიც გერმანიაა, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება მოუწევთ, ატომურ ენერგეტიკაზე პროგრამების აღდგენითა და ტერმინალების აშენებით ბუნებრივი გაზის საზღვაო გზებით იმპორტისთვის, აცხადებს კატინკა ბარიში, ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის ექსპერტი რუსეთის საკითხებში. მოცემულ მომენტში ასეთ რადიკალური ქმედებებისთვის მზადყოფნის ნიშნები არ იგრძნობა.
ადრე ჩატარებული კვლევების მსგავსად, ბოლო კვლევამაც აჩვენა, რომ ევროპელები ბარაკ ობამას არჩევენ ჯონ მაკეინს. 12 ქვეყანაში, სადაც კვლევა ჩატარდა, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა 69% 26%-ის წინააღმდეგ.
თუკი სენატორი ობამა ხელისუფლებაში მოვა, ევროპელების 47%-ის აზრით ამერიკასთან ურთიერთობა გაუმჯობესდება, მაშინ როცა მსგავს პერსპექტივას ჯონ მაკკეინის შემთხვევაში ხედავს მხოლოდ 11%.
გამოკითხვაში თითოეული ქვეყნიდან ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს ქვეყნებია ბულგარეთი, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, თურქეთი და დიდი ბრიტანეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment