ხუთშაბათს ვლადიმერ პუტინი საკუთარი პოზიციის ახსნას სამი საათის განმავლობაში ცდილობდა. მის საუბარში მკაცრი ტონი და თხოვნა ერთმანეთს ცვლიდნენ.
თვეზე მეტია რუსეთმა საქართველოში ჯავშანტექნიკის კოლონები შეიყვანა. ამ ფორმით საკუთარი გავლენის სფეროს გამყარება მას არ უცდია საბჭოთა დროის შემდეგ. კრიზისის პირველივე საათებიდან შეწუხებული რუსი ლიდერები ერთსა და იმავე კითხვას სვამენ: "რატომ არის, რომ მომხდარში ყველა ჩვენ გვადანაშაულებს?”
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი პოზიცია ხუთშაბათს, სოჭში მოწვეულ სადისკუსიო კლუბ "ვალდაი"-ს წევრებთან განმარტა. შეხვედრაზე რუსეთის საკითხებში გამოცდილი ექსპერტები მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ. პუტინის გამონათქვამებში შიგა და შიგ დასავლეთის მიმართ წუხილი იგრძნობოდა - მან თქვა, რომ პრეზიდენტი ბუში მას უფრო მოსწონს, ვიდრე ბევრ ამერიკელს და თანაგრძნობაც გამოხატა, როდესაც მოითხოვა დუმილით პატივი მიეგოთ 11 სექტემბერს დაღუპულების ხსოვნისადმი.
შეეხო რა კრიტიკის ტალღას, რომელიც მის მთავრობას თავს დაატყდა, პუტინმა შეშფოთება გამოთქვა, რომ დასავლეთმა არ მიიღო რუსეთის პოზიცია – არგუმენტი, რომ ის საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზნით მოქმედებდა. როგორ უნდა ეპასუხა რუსეთს როდესაც ცხინვალში მის მშვიდობისმყოფელებს თავს ესხმოდნენ? – იკითხა მან "ჩვენ რა, "რაგატკიდან" უნდა გვესროლა?"... "ნუთუ ისინი ელოდებოდნენ, რომ ჯიბის დანის ქნევას დავიწყებდით?"
"თუ ამ შემთხვევაშიც სისხლი უნდა მოგვეწმინდა და თავი დაგვეხარა?" – გადმოსცემს მის სიტყვებს სააგენტო "ინტერფაქსი".
პუტინის თხოვნა სერიოზულად ჟღერდა. ამ კვირაში საქართველოდან ჯარების გაყვანაზე მოლაპრაკებების დროს რუსეთის დიპლომატიური ურთიერთოებები ევროპასთან ძალიან გამწვავდა. პრეზიდენტ მედვედევის გადაწყვეტილებამ, ეცნო სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, მხარდაჭრა ისეთ ძველ მოკავშირებიც კი ვერ მოიპოვა, როგორებიც არიან ჩინეთი და სერბეთი.
მაგრამ იმ დროსაც კი როდესაც მოლაპარაკების მაგიდასთან რუსეთი მტკიცეა, მის ლიდერებს, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად მათი პოზიციის გაგება ესაჭიროებათ.
ხუთშაბათს პუტინი უამრავი დაპირებებით გამოვიდა. მან თქვა, რომ რუსეთს არ აქვს "იდეოლოგიური წინააღმდეგობა" დასავლეთთან და არანაირი "იმპერიული ამბიციები" არ გააჩნია აღმოსავლეთ ევროპაში; განაცხადა, რომ იბრძვის ბირთვული არსენალების განადგურებისთვის; მოლოდინი გამოთქვა, რომ ქართველები პრეზიდენტ სააკაშვილს რუსეთის ყოველგვარი დახმარების გარეშე გადააყენებენ. რუსეთი, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, არავის წინააღმდეგ არ გამოდის.
უფრო ზუსტად, თითქმის არავის წინააღმდეგ. დასვლური მედია საშუალებების მიმართ ის გაღიზიანებას არ მალავდა.
"მაინც რამდენად ძლიერია ეს დასავლეთის პროპაგანდისტური მანქანა – თქვა მან – მართლაც რომ საოცრებაა!"
როგორც თავად ამბობს, კრიზისის საწყისს ეტაპზე, როდესაც თვალს ადევნებდა დასავლურ საინფორმაციო საშუალებებს პეკინიდან, როდესაც ოლიმპიადა იხსნებოდა, აღმოაჩინა: "აბსოლუტური სიჩუმე ეთერში, თითქოს საერთოდ არაფერი ხდებოდა! თითქოს ყველა ერთ ბრძანებას ემორჩილებოდა! გილოცავთ! ვულოცავ მათ ვინც ამას აკეთებს!"
მიმართავდა რა დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის ცნობილი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები იყვნენ, პუტინმა დაწვრილებით აღწერა საქართველოში რუსეთის ოპერაციის დაწყების პროცესი და ის ზომიერ ქმედებად შეაფასა.
პუტინმა პირველად განაცხადა ის, რომ სამხედრო ძალის გამოყენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში არასტაბილუბის ნეიტრალიზაცია ყოფილა, სადაც როგორც მან თქვა "არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზოგიერთ რესპუბლიკებში, იმ საბაბით, რომ სამხრეთ ოსეთი არ დაიცვეს, რუსეთიდან გამოყოფის საკითხი დააყენეს".
მისი თქმით, რუსეთი ისე რომ არ მოქცეულიყო როგორც მოიქცა, მას ახალი პრობლემა გაუჩნდებოდა.
როგორც ჩანს პუტინი ჯერ კიდევ გაღიზიანებულია ევროკავშირის შეფასებით, რომელმაც რუსეთის პასუხს საქართველოს ქმედებაზე "არაპროპორციული" უწოდა. პუტინის თქმით, რუსეთს არჩევანი არ ჰქონდა. მას უნდა გადაელახა კონფლიქტის ზონის საზღვრები, რადგან საჭირო იყო ქართული პოსტებისა და იარაღის არსენალების განადგურება. ეს ნაბიჯი მან მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის ქმედებებს შეადარა, როდესაც ფაშისტების დევნაში, მან საბჭოთა კავშირის საზღვრები გადალახა და ღრმად შევიდა დასავლეთ ევროპაში.
"სხვათაშორის ბერლინში მხოლოდ საბჭოთა ჯარები არ შესულან – თქვა მან – იქ იყვნენ ამერკელებიც, ფრანგებიც და ბრიტანელებიც. რატომ მივიდნენ? გაისროდნენ ცოტას საზღრებთან და მორჩა, გაჩერდებოდნენ".
ბოლო ინტერვიუსთან შედარებით, რომელიც მან CNN-ს მისცა, პუტინის პასუხები ამჯერად ზომიერი იყო და ბრაზზე მეტად გამოხატავდა წუხილს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ საუბარი სიამოვნებდა – მაგალითად, ისეთ თემაზე, როგორიც არის, ძალაუფლების გადანაწილება მასსა და მედვედევს შორის.
რუსეთის პრეზიდენტი ტრადიციულად პასუხისმგებელია საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, პრემიერ მინისტრი კი ძირითადად ეკონომიკის საკითხებს განაგებს. თუმცა სწორედ რომ პუიტინი იყო ის ადამიანი, რომელიც სამხედრო მოქმედებების წარმოდგენაზე დასაწრებად პირველი ჩავიდა კავკასიაში – ჩინეთიდან საგანგებოდ ჩაფრინდა, რომ რუს გენერლებს შეხვედროდა და რუსი დაჭრილები მოენახულებინა.
პუტინის თქმით ძალიან სამწუხაროა, რომ ეს კრიზისი მედვედევის მმართველობას დაემთხვა. პრემიერი მას ჭკვიანს და ლიბერალური შეხედულებების მქონე თანამედროვე ადამიანს უწოდებს. მან თქვა, რომ საქართველოში შეჭრაზე გადაწყვეტილება მედვედევმა მიიღო და რომ არა მისი პირდაპირი ბრძანება, ერთი ტანკიც არ დაიძვრებოდა ადგილიდან.
პუტინის განცხადებით, მედვედევს ის საკუთარ რჩევებს არასდროს თავს არ ახვევს. მან დაამატა, რომ ადრე ეკონომიკური განვითარების საკითხებს თავისი დროის 80%-ს უთმობდა, ახლა კი თითქმის სულ ამ საკითხებით არის დაკავებული.
No comments:
Post a Comment