Tuesday, September 11, 2007

კონგრესი საქართველოს საკითხზე ადმინისტრაციას უტევს

financial_times

დენიელ დომბი
11 სექტემბერი 2008

საქართველოს საკითხზე ამერიკის ადმინისტრაციის პოზიციას კონგრესი მკაცრად აკრიტიკებს. ისინი ვაშინგტონის და მოსკოვის დაძაბული ურთიერთობებით შეშფოთებული არიან.

ამ კვირის მოსმენებზე სახელმწიფო დეპარტამენტის და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, სენატორების და წარმომადგენლობითი პალატის წევრების შეკითხვების მოგერიება უხდებოდათ, ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, ამერიკის დაპირება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერპექტივებზე, თბილისის უუნარობაზე გაითვალისწინოს აშშ-ს გაფრთხილებები და ვაშინგტონის გადაწყვეტილებაზე 1 მილიარდი დოლარი გამოყოს ქვეყნისთვის, რომელმაც მის რეკომენდაციებს იგნორირება გაუკეთა.

ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ კონფლიქტის გამო რუსეთის იზოლირება "არაგონივრული" ნაბიჯია და ეჭვი გამოთქვა გასულ კვირას ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე, კონგრესიდან გაეთხოვა, უკვე განსახილველად გამზადებული ხელშეკრულება - რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შესახებ.

ის გამოვიდა წინადადებით, რომელმაც ვაშინგტონი და თბილისი შესაძლოა უხერხულ მდგომარებაში ჩააგდოს და გერმანიის მსგავსად მოითხოვა შეიქმნას კომისია, რომელიც კონფლიქტის დაწყების მიზეზებს შეისწავლის. ეს საკითხი განსაკუთრებით დელიკატურია, რადგან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მისი ძალების სამხრეთ ოსეთისკენ დაძვრა - იქ რუსული სამხედროების დისლოკაციის საპასუხოდ მოხდა.

რუსეთი კონფლიქტის პროვოცირებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა დენ ფრიდმა, რომელიც ქართული ვერსიის ნამდვილობაზე შეშფოთებას გამოხატავდა, განაცხადა, რომ ქართველები "იმ მომენტისთვის ფიქრობდნენ – ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდნენ ისინი იმ დროს – რომ მათი აზრით, რუსეთის ძალებმა რეგიონში როკის გვირაბიდან დაიწყეს შესვლა, რაც მათ გარდაუვალ საფრთხედ მიიჩნეს". ფრიდმა დაამატა: "მე ვერ გეტყვით, ეს ნამდვილად ასე იყო თუ არა".

კონგრესმენმა ედ როისმა, რესპუბლიკელმა კალიფორნიის შტატიდან, აღნიშნა: "ზოგიერთები აცხადებენ, თითქოს ნატო შემაკავებელი ფაქტორი იქნებოდა. შესაძლებელია. მაგრამ ასევე ძალიან რეალურია, რომ საქართველოს წევრობა ნატოში, სიტუაციის კიდევ უფრო გართულების მიზეზი გამხდარიყო”.

ეს ეჭვები კაპიტოლიუმის ბორცვზე, იმის მიუხედავად გაისმის, რომ რესპუბლიკელმა ჯონ მაკეინმა საქართველოს სერიოზული მხარდაჭერა გამოუცხადა. მსგავსი განწყობებია მისი დემოკრატი ოპონენტის, ბარაკ ობმას გამოსვლებშიც.

მაგრამ ეს ეჭვები უნისონშია ევროპული ქვეყნების შეშფოთებასთან, განსაკუთრებით გერმანიის: ისინი დიდი ხანია სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამერიკულ კამპანიას, და რუსეთთან თანამშრომლობის რეჟიმის შენარჩუნებას ცდილობენ.

დემოკრატმა კარლ ლევინმა, რომელიც სენატში სამხედრო ძალების კომიტეტის ხელმძღვანელია, ადმინისტრაცია არაერთგვაროვანი პოზიციების გაჟღერებაში დაადანაშაულა და კითხვა დასვა, ხომ არ განამტკიცა ნატოში შესაძლო გაწევრიანების დაპირებებმა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში ჯარები შეეყვანა, რამაც კონფლიქტის გაღვივებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა”.

ჯონ უორნერმა, რესპუბლიკური პარტიის ვეტერანმა სენატორმა აღნიშნა, რომ საბედნიეროდ საქართველო ნატოს წევრი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები კონფიქტში ჩათრეული აღმოჩნდებოდა - მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ჩინოვნიკები სააკაშვილს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ.

"რატომ უნდა მიიღოს საქართველოს მსგავსმა პატარა მეგობარმა ქვეყანამ ამხელა დახმარება, როდესაც მან იგნორირება გაუკეთა აშშ-ს ძალიან ხმამაღალ და ძალიან კონკრეტულ გაფრთხილებებს? - იკითხა დემოკრატმა კონგრესმენმა ბრედ შერმანმა. საქართველოს რეკონსტრუქციისთვის 1 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება აშშ-მ გასულ კვირას გამოაცხადა.

ორიგინალი

No comments: