Friday, September 14, 2007

ექს-მინისტრი: სააკაშვილი ” სამხრეთ ოსეთში შეჭრას გეგმავდა”

logo_reuters_media_us

ბრაიან როჰანი
14 სექტემბერი 2008

პარიზი (როიტერი) - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დიდი ხანია გეგმავდა, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რამაც რუსეთს საპასაუხო დარტყმის განხორცილება გაუდვილა-განაცხადა სააკაშვილის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

პარიზში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა, პოლიტიკურმა დევნილმა საქართველოდან, გვითხრა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც მიუძღვით გარკვეული ბრალი, რადგან ვერ მოახერხეს ამბიციების მოთოკვა იმ ადამიანისა, რომელმაც, მისი სიტყვებით, დემოკრატიული პროცესი ჩაშალა.

”სააკაშვილის პრეზიდენტობის დღეები დათვლილია”-განაცხადა მან.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებები მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი მუდმივად ამტკიცებს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და მის ქვეყანაში შემოიჭრა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებს ”ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები” გადასცა, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის ბრალეულობას, მაგრამ დეტალებზე აღარაფერი უთქვამს.

ოქრუაშვილმა, სააკაშვილის უახლოესმა მოკავშირემ, რომელიც 2004 წლიდან 2006 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, გვითხრა, რომ ის და სააკაშვილი ერთად გეგმავდნენ სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ოსეთისა და მეორე, ზღვისპირა სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დასაბრუნებლად.

”აფხაზეთი ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო, მაგრამ შემდეგ 2005 წელს გადავწყვიტეთ სამხედრო გეგმა ორივე რეგიონისკენ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისკენ, მიგვემართა”.

მის გამოსვლას სააკაშვილის მთავრობის მხრიდან რეაქცია ჯერ არ მოყოლია

სანამ თანამდებობა ეკავა, ოქრუაშვილი ომის მომხრედ ითვლებოდა, ჯარის ფორმირებას ხელმძღვანელობდა და თავისი სამშობლოს, სამხრეთ ოსეთის დაბრუნება ძალისმიერი გზით უნდოდა.

მაგრამ ინტერვიუში ის სასტიკად აკრიტიკებს სააკაშვილს, ამბობს, რომ ყველაფერი ნაჩქარევი იყო, არ არსებობდა დიპლომატიური მხარდაჭერა, არ გაითვალისწინეს რეგიონში რუსეთის გაზრდილი სამხედრო პოტენციალი.

ორმხრივი შეტევის გეგმა

”თავდაპირველ გეგმას ”ორმხრივი შეტევა” ერქვა და მიზნად ისახავდა, სამხრეთ ოსეთში შესვლას, ცხინვალის, როკის გვირაბისა და ჯავის აღებას”-ამბობს ოქრუაშვილი, ჩამოთვლის რა თანმიმდევრობით რეგიონის დედაქალაქს, მთავარ საზღვარს რუსეთთან და კიდევ ერთ საკვანძო ქალაქს.

”სააკაშვილმა მიზანში მხოლოდ ცხინვალი იმიტომ ამოიღო, რომ ეგონა, აშშ ჩაერეოდა და რუსეთის რეაქციას დიპლომატიური არხებით დაბლოკავდა, მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ აშშ-ს რეაქცია არ ჩანს, მან ჯარები როკის გვირაბისკენ დაძრა, სადაც რუსებმა შეაჩერეს.

რუსეთმა ქართველთა ცხინვალზე შეტევის საპასუხოდ როკის გვირაბიდან ჯარები და ტანკები სამხრეთ ოსეთისკენ გამოუშვა და ქართულ არმიას უკან დაახევინა. ოქრუაშვილის აზრით, ასეთი შედეგი გარდაუვალი იყო.

”2006 წლის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონდა სამხედრო წარმატების შესაძლებლობა... რუსეთმა გადააჯგუფა და გააუმჯობესა თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩრდილო კავკასიაში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ცხადია, რომ ამას ჩვენს გამო აკეთებდნენ”.

ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა ებრძანებინა რამდენიმე საკვანძო პუნქტის დაცვა, მაგრამ ”შემოუშვა რუსები, რომ კრიტიკა აეცილებინა და თავი მსხვერპლად გაესაღებინა”.

ამერიკის მთავრობა ყოველთვის ღიად ეუბნებოდა საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ ძალის გამოყენებას არ ემხრობოდა.

”როდესაც 2005 წლის მაისში პრეზიდენტ ბუშს შევხდით, პირდაპირ გვითხრეს: არ ჩაერთოთ შეიარაღებულ დაპირისპირებაში. ჩვენ სამხედრო ძალით ვერ დაგეხმარებით”.

ოქრუაშვილი 34 წლისაა, ის ევროპაში 2007 წელს გამოიქცა, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორუპციაში დაადანაშაულეს და დააპატირეს. ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პრეზიდენტს აკრიტიკებდა და დასჯა ამიტომ დაუპირეს.

მარტში, ქართულმა სასამართლომ ოქრუაშვილს დაუსწრებლად 11 წელი მიუსაჯა, მაგრამ საფრანგეთმა მას თავშესაფარი მისცა და გასულ კვირას თბილისს მის ექსტრადიციაზე უარი უთხრა.

ოქრუაშვილი ნაწილობრივ ვაშინგტონსაც ადანაშაულებს, რადგან ამერიკელები უპირობოდ უჭერდნენ მხარს სააკაშვილს მიუხედავად მისი მზარდი ავტორიტარულობისა.

”იქ არ არსებობს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები. სააკაშვილის მიერ შექმნილი ყველა ინსტიტუტი მას ექვემდებარება. იმის გამო, რომ აშშ ნაკლებად აკრიტიკებდა, მან თავს ყველაფრის უფლება მისცა”-აღნიშნა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით საქართველოს პრეზიდენტი უნდა გადადგეს, თუ არადა მას შესაძლოა პასუხისგება მოუხდეს ომის ცუდად წარმართვისათვის და ევროკავშირის მიერ ინიცირებული შეურაცხმყოფელი შეთანხმების ხელმოწერისთვის. ამ შეთანხმებამ რუსეთს, მისი სიტყვებით, ორივე რეგიონში უპირატესობა მიანიჭა.

”სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს და გადადგეს. თუ ამაზე წავა, მაშინ აღარ გასამართლდება. მაგრამ თუ გადადგომაზე უარს იტყვის მაშინ, მის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”-თქვა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის წინააღმდეგ წამოყენებულმა ბრალდებებმა, რომლებმაც თბილისში მასობრივი გამოსვლები გამოიწვია, ის ოპოზიციის სათავეში მოაქცია. ოქრუაშვილი იმედოვნებს, რომ ამ საპროტესტო ტალღის წლისთავზე პრეზიდენტის ოპონენტები კვლავ გაერთიანდებიან.

”7 ნოემბერი გამოცდა იქნება, ვნახავთ, შეძლებს თუ არა ოპოზიცია მობილიზებას”- გვითხრა ოქრუაშვილმა.

საფრანგეთის დედაქალქში, პარიზში ის იანვრიდან ცხოვრობს და სამშობლოში დაბრუნებას მალე გეგმავს.

”მე ერთ წელიწადში დავბრუნდები, თუნდაც ისევ პატიმრობა დამემუქროს. მაგრამ ამასობაში შევეცდები შესაბამისი პირობები შევქმნა. სააკაშვილის დღეები დათვლილია”.

ორიგინალი

No comments: