Saturday, September 15, 2007

გერმანია შუალედურ გზას ირჩევს?

herald_tribune

ჯონ ვინოკური
15 სექტემბერი 2008

როგორ ფიქრობთ, აგირჩევენ გერმანიის კანცლერად მომავალ წელს, 27 სექტემბერს, თუკი თქვენი მოწინააღმდეგეები იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ გერმანიის და ევროპის ამერიკისგან "ემანსიპაციის" მომხრე ხართ და რომ თქვენი პოლიტიკური კურსი ევროპას თანაბრად დააშორებს რუსებისა და ამერიკელებისგან?

შეიძლება, აგირჩიონ კიდეც.

პერსპექტივები საკმარისად რეალურია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერებმა იმაზე იფიქრონ, რამდენი წითელი ან შავი საღებავის დახარჯვა მოუწევთ სოციალ-დემოკრატის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის – ანგელა მერკელის კოალიციური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის - იმიჯის შესალახად. 2009 წელს შტაინმაიერი კანცლერის პოსტისთვის ქრისტიან დემოკრატიული კავშირის კანდიდატთან იბრძოლებს.

ის შესაძლებლობა, რომ გერმანია გარკვეულ შუალედურ გზას აირჩევს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, ბევრი ევროპული ქვეყნისთვის შოკის მომგვრელი იქნება. თუკი ეს პერსპექტივა რეალურად განხორციელდება, როგორც ჩანს ევროკავშირში კიდევ უფრო ღრმა ბზარი გაჩნდება, ვიდრე ეს მოხდა 2003 წელს, როდესაც ბლოკი პროამერიკულ და ანტიამერიკულ ფრაქციებად დაიყო.

ასეთ პირობებში გერმანელ "ატლანტისტებს" მართებთ გამძაფრებული ზომიერების გრძნობით იმოქმედონ, რათა ამ საშიშროებაზე ყურადღების მიპყრობა და განგაშის ზარის ზომიერად შემოკვრა შეძლონ. როგორც გერმანელ კონსერვატორთა ბანაკის სამი აქტიური წარმომადგენელი ამბობს, საქმე ის არის, რომ გერმანული ბიზნესის მსხვილ სეგმენტებს და მთლიანად მოსახლეობას, არაფერი არ აქვს რუსული მხარის მომადლიერების საწინააღმდეგო.

ზოგიერთ დეტალზე და მთელ ამ დილემაზე მოგითხრობთ:

სოციალ-დემოკრატებმა შტაინმაიერი კანდიდატად მას შემდეგ დაასახელეს, რაც 10 დღის წინ შიდაპარტიულ პუტჩში მონაწილეობა მიიღო. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მას გერჰარდ შრიოდერის დამსახურებით უბოძეს (რომელმაც, იგი, შესაძლოა, ამჯერადაც შთააგონა - ხელისუფლება ხელში ჩაეგდო). შრიოდერი – ექს-კანცლერი, რომელიც კომფორტულად მოკალათდა ფულის ქისაზე (შემოსავალზე პუტინის "გაზპრომი"-დან), გერმანიაში რუსეთის ინტერესებს ლობირებს.

ბერლინში შტაინმაიერი უშუალოდ შრიოდერის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობდა – მისი აპარატის ხელმძღვანელი იყო. იგი უფროსის იმდენად ერთგული იყო (შესაძლოა, დღემდე ასეთად რჩება), რომ წამყვანი მედია საშუალებები მას შრიოდერის მსახურთუხუცესს უწოდებდნენ.

ბოლო კვირეების განმავლობაში შტაინმაიერის ყოფილი უფროსი რუსეთის შეჭრას საქართველოში ღიად ამართლებს. შრიოდერს მიაჩნია, რომ მოცემულ კრიზისში ევროკავშირი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის "შუამავლის" როლს თამაშობს.

მის ლექსიკონში ევფემიზმები არ არის: მას შემდეგ რაც შრიოდერი, ორი კვირის წინ, ბერლინში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე, ქართულ კრიზისთან დაკავშირებით გამოვიდა, მემარცხენე ცენტრისტული Sueddeutsche Zeitung-ის კორესპოდენტი წერდა, რომ ის ისე საუბრობდა, "როგორც რუსეთის ელჩი".

გარეგნულად შტაინმაიერი ბუღალტერს მოგაგონებთ, და საერთოდაც, თუკი მის მანერებს გავითვალისწინებთ ანტიქარიზმატულია, მაგრამ ამავდროულად პოპულარობით სარგებლობს. რატომ? შესაძლებელია მისი იდეის გამო, რომლის მიხედვითაც გერმანიამ მსოფლიოში მუდმივი შუამავლის როლი უნდა შეასრულოს – ხელჩართული ბრძოლებისგან თავი განზე დაიჭიროს, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხებზე პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და შესაძლებლობის ფარგლებში არ ჩაერთოს გლობალური პოლიტიკის ისეთ ეპიზოდებში, რომლებმაც შეიძლება დასვენების გეგმები ჩაშალოს.

დღევანდელ დღეს ქრისტიან დემოკრატები დიდწილად გერმანიის ზემოთაღწერილი, მოხერხებული პოზიციის რყევას ერიდებიან, რომელიც პრინციპის რანგში აქვთ აყვანილი და რომელიც ასე აწყობს შტაინმაიერს (აღარაფერს ვამბობთ მრავალრიცხოვან გერმანელ ამომრჩეველზე).

შესაბამისად, ქრისტიან დემოკრატიული კავშირი შტაინმაიერის ნაცვლად თავს ესხმის უპირატესად შრიოდერს, რუსეთის ღია ლობისტს, რომლის, როგორც საარჩევნო კამპანიის გავლენიანი მონაწილის ლეგიტიმაციასაც სოციალ-დემოკრატები ცდილობენ.

"საქმით, შტაინმაიერმა შრიოდერის გავლენისგან განთავისუფლება ვერ შეძლო" – ამბობს კარლ თეოდორე ფონ გუტენბერგი, ქრისტიან დემოკრატების საგარეო პოლიტიკის რუპორი.

"ხოლო შრიოდერი იმით გამოირჩევა – ამტკიცებს გუტენბერგი, - რაც ყველასთვის ცხადია: მის მხარზე რუსული აქცენტით მოლაპარაკე ყვავი ზის".

მან დამაჯერებელი არგუმენტი მოიყვანა: როდესაც პეტერ შტრუკმა, ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ, შარშან გერმანიას აშშ-სთან და რუსეთთან "თანაბარი სიახლოვის" კურსისკენ მოუწოდა, შტაინმაიერი "სინონიმური გამოთქმების შერჩევას შეეცადა, რომლებსაც იგივე მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ არ ასახავდა სლოგანს "თანაბრად დაშორებული".

საინტერესოა, რომ შარშან შტაინმაიერი, შრიოდერს შესაძლოა, დაბრკოლებადაც კი თვლიდა. ჟურნალ Der Spiegel-ში, როგორც ჩანს თავად შტაინმაიერის ხელმძღვანელობით დაწერილ სტატიაში, ნათქვამია: "შტაინმაიერი თავისი დამრიგებლის, შრიოდერის კურსს რუსეთთან მიმართებაში, გაემიჯნა".

მაგრამ იქვე განმარტებული იყო, რომ ეს გამიჯვნა მხოლოდ ერთ მომენტში გამოიხატება: შტაინმაიერი, შრიოდერისგან განსხვავებით, პუტინის რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ლაპარაკობს. ამასთანავე, ნათქვამი იყო სტატიაში, შტაინმაიერს სურს "ევროკავშრი რუსეთთან უფრო აქტიურ ურთიერთობებში ჩართოს", რათა გაამყაროს მისი კონკურენტუნარიანობა "ამერიკასთან, ჩინეთთან და ინდოეთთან მეტოქეობისას".

ახლა შტაინმაიერი დაჟინებით მოითხოვს საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დაწყების მიზეზების გამოძიებას. ოპონენტები ამბობენ, რომ რუსეთსაც ზუსტად ეს უნდა – ამით მათ საჩვენებელ პროპაგანდისტულ საქმეს აჩუქებენ.

შტაინმაიერის მიერ კანცლერობის კანდიდატობის ხელში ჩაგდებასთან ერთად, სოციალ-დემოკრატები ცდილობენ შრიოდერი "გაუსნებოვნებული ელემენტის" სახით, გერმანიის პოლიტიკურ დებატებში ჩართონ: ამისთვის იგი სიტყვით გამოსვლისთვის მოიწვიეს ფორუმზე, რომელიც მომავალში ქვეყნის ენერგო საჭიროებების თემას ეხება, და რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს. ქრისტიან დემოკრატებმა განაცხადეს, რომ შრიოდერის ადგილი იქ არ არის, და მოწვევის უკან გათხოვა მოითხოვეს. ეს ყველაფერი გერმანიაში ღრმა წინააღმდეგობათა ფონზე ხდება.

სოციალ დემოკრატებს, რომლებიც სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქრისტიან დემოკრატებს დაახლოებით 10%-ით ჩამორჩებიან - აშკარად სურთ თავი "მშვიდობიანი ცხოვრების პარტიად" გამოაცხადონ, რომელიც განუხრელად დაიცავს "გერმანიის განსაკუთრებული გზის" იდეას და შრიოდერის 2002 წლის გამარჯვებას გაიმეორებს, როდესაც ის ჯორჯ ბუშმა დაჩრდილა.

მაგრამ გერმანული დაზვერვის დოკუმენტები, რომლებმაც გასულ კვირას პრესაში გაჟონა, ადასტურებენ: შტაინმაიერმა, რომელიც შრიოდერის სახელით მოქმედებდა, გერმანელ არალეგალ-აგენტებს ბაღდადში სპეციალურად მისცა უფლებამოსილება ამერიკული ძალებისთვის, რომლებიც ერაყში შეჭრისთვის ემზადებოდნენ, სტრატეგიულ ობიექტებზე დეტალური ინფორმაცია გადაეცათ.

ეს ცნობები კატასტროფულ წინააღმდეგობრიობაზე მიუთითებენ: შრიოდერის და შტაინმაიერის პოლიტიკა ყველა მხარის გულის მოგებას გულისხმობდა, მაშინ როდესაც თავს იდეალისტებად, მშვიდობისთვის მებრძოლებად და იმავდროულად ამერიკული მარწუხებიდან ევროპის განთავისუფლების მომხრეებად ასაღებდნენ.


აი კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი რეალური ფაქტი: ანგელა მერკელი, რომელიც 2005 წელს რუსულ-გერმანული გაზსადენის პროექტს აკრიტიკებდა, და აცხადებდა რომ ის ევროპაში ენერგომატარებლებზე მოსკოვის კონტროლს გააძლიერებდა, დღეს ამ პროექტის მხარდამჭერის როლში გამოდის და ყველანაირად ცდილობს თავი დააღწიოს წინადადებას საერთო ევროპული ეერგეტიკული პოლიტიკის შექმნაზე, რომელიც ევროკავშრის ერთ-ერთი მთავარი საპასუხო ზომა იქნებოდა რუსეთის საქართველოში შეჭრასა და მისი რეგიონების ანექსიაზე.


მით უფრო, როცა საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ მომავალ წელს კანცლერის არჩევისას მთავარი ფაქტორები შესაძლოა მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნა და რეფორმების კურსზე კამათი გახდეს.

ხოლო, თუკი 2009 წელს აგრესიულ რუსულ მხარეზე ვისაუბრებთ, გერმანიის პოლიტიკის მიუკერძოებელი ანალიტიკოსი იმ დასკვნამდე მივიდოდა, რომ არჩევნებზე გერმანელები ორიდან ერთ ვარიანტს მიანიჭებენ უპირატესობას: გულის მოგებას ან ჩვეულებრივ (სარფიან) ბიზნესს პოლიტიკის გარეშე.

ორიგინალი

No comments: