16 სექტემბერი 2008
თბილისი, საქართველო: საქართველომ გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთში მანამდე შევიდა, სანამ საქართველოსეპარატისტული რეგიონის წინააღმდეგ შეტევას წამოიწყებდა .
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა რუსეთის იმ განცხადებათა უარყოფას, რომლებშიც მოსკოვი საქართველოს აგრესორს უწოდებდა და საკუთარ მორალურ უპირატესობაზე მიანიშნებდა. ხუთდღიანმა ომმა გასულ თვეში ასობით ადამიანი იმსხვერპლა და უფსკრული რუსეთსა და დასავლეთს შორის გააღრმავა.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ სატელეფონო ჩანაწერში აღბეჭდილია სამხრეთ ოსეთის ორი მესაზღვრის საუბარი. ჩანაწერი ადასტურებს, რომ რუსული ტანკები და ჯარები სამხრეთ ოსეთში 7 აგვისტოს ქართული შეტევის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე შემოვიდნენ.
ეს ჩანაწერი პირველად სამშაბათს ”ნიუ-ორკ ტაიმსში” გამოქვეყნდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა შოთა უტიაშვილმა ”ასოშეითედ პრესს” ჩანაწერი მოასმენინა და თან ტექსტის ბეჭდური თარგმანიც გადასცა.
უტიაშვილმა თქვა, რომ ჩანაწერის თანახმად: ”რუსული ტანკები საქართველოში ჩვენი შეტევის დაწყებამდე 20 საათით ადრე შემოვიდნენ”.
”ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი ქმედება თავდაცვას ისახავდა მიზნად”-თქვა მან.
ჩანაწერში აღბეჭდილია ორი ოსი მესაზღვრის ხანგრძლივი საუბარი. ერთი მათგანი როკის გვირაბთან იმყოფებოდა, მეორე კი - ცხინვალში, ოსეთის დედაქალაქში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანდრეი ნესტერენკომ განაცხადა, რომ ეს: ”არასერიოზულია”.
მან თქვა, რომ ჯარების გადაადგილება ადვილად მოწმდება სატელიტის მეშვეობით, რომელთაც ნატო იყენებს ხოლმე.
ნატოს ხელმძღვანელი და 26 ელჩი სამშაბათს საქართველოში ვიზიტის განაგრძობენ. ვიზიტის მიზანია საქართველოსადმი მხარდაჭერა გამოხატვა. გარდა ამისა ნატო მოითხოვს, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს.
”მე ვიქნები მადლიერი თუ ისინი მოგვაწოდებენ სატელიტის მეშვეობით მოპოვებულ მონაცემებს ჩვენ და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას”-განაცხადა ნესტერეკომ სარკასტულად-”განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ ჩაიწერეს რაღაც, ან ვიღაცამ რაღაცა მოისმინა, არასერიოზულია”
No comments:
Post a Comment