კონსტანტ ბრანდი
6 სექტემბერი 2008
ავინიონი, საფარანგეთი - ევროკავშირმა პარასკევს საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მიოთხოვა იმის დასადგენად, თუ რომელმა მხარემ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებულ კონფლიქტზე.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელმა დევიდ მილიბენდამა და საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ გამოძიება საჭიროა იმის გასარკვევად, თუ ვინ არის დამნაშავე კონფლიქტის პროვოცირებაში და დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებები ხუთდღიანი დაპირისპირების დროს.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ ვიქნებით მიკერძოებულნი" - განაცხადა მილიბენდმა ავინიონში მიმდინარე ორდღიანი მოლაპარაკებების პირველ დღეს.
იტალია და გერმანია ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, მხარს უჭერენ გამოძიების ჩატარებას. ევროკავშირის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დამოუკიდებელი კვლევა ხელს შეუწყობს კონფლიქტურ მხარეებს შორის სიტუაციის ნორმალიზებას და პრობლემის გადაწყვეტას.
მოლაპარაკებები მიმდინარეობდა საქართველოში დამკვირვებელთა მისიის განთავსებაზეც, რომლის მეშვეობით უნდა დაჩქარდეს რუსეთის ჯარების გასვლა საქართველოდან.
"ვფიქრობ, დამკვირვებელთა პირველი ნაკადი საქართველოში სექტემბრის მეორე ნახევარში ჩავა... რამდენიმე ასეული ადამიანი" - განაცხადა შვედეთის მინისტრმა კარლ ბილდტმა.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჰავიერ სოლანამ აღნიშნა, რომ "მისია პრაქტიკულად მზადაა გასამგზავრებლად, გასარკვევია მხოლოდ როდის, როგორ და ვისი მანდატით" - თქვა მან.
ფინეთმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება პირველ რიგში მოსკოვში დელეგაციის გამგზავრებას ელოდება. მოლაპარაკებებმა ხელი უნდა შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზებას.
სოლანამ თქმით, დიპლომატიური მისია, რომელსაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს, ორშაბათს მოსკოვში მიემგზავრება. დიპლომატები შეეცდებიან დაითანხმონ რუსეთი საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონშიც, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომელთა დამოუკიდებლობა რუსეთმა გასულ კვირას ოფიციალურად აღიარა.
ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ვერ დაეთანხმებიან რუსეთის ჯარების ყოფნას სეპირატისტული რეგიონების საზღვრებს მიღმა.
სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა პირებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გატარდეს შესაბამისი ზომები საქართველოს კონფლიქტურ ადგილებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირ აღმოჩნდა.
მათ ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ კონტროლირებად "ბუფერულ ზონებში" "პოლიციის ვაკუუმმა" (როგორც ისინი უწოდებენ) არასახარბიელო ვითარება შექმნა, რაც კონკრეტული ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს.
ტომას ჰამამბერგმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა განაცხადა, რომ კონფლიქტის არეალში ადგილი აქვს ძარცვის, ადამიანთა ცემის ფაქტებს, წვავენ სახლებსაც. მისი თქმით, ყველაფერი ეს გამოწვეულია სამართლებრივი ვაკუუმით.
ჰამამბერგმა ქართული ჯარები სამხრეთ ოსეთში 7-8 სექტემბერს მიმდინარე შეჯახებისას, მშვიდობიანი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის გამო დაადანაშაულა, მანვე ბრალი დასდო რუსეთის მოკავშირე ოსურ მილიციას ქართული სოფლების დარბევისთვის და აღნიშნა, რომ რუსულმა შეტევამ აიძულა მშვიდობიანი მოსახლეობა დაეტოვებინა ქართული ქალაქი გორი.
საფრანგეთმა და აშშ-მ სამი კვირის წინ მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის როლი შეასრულეს. ევროკავშირს მიაჩნია, რომ მან მხარეთა შეთანხმების პროცესში საკვანძო პოზიცია უნდა შეინარჩუნოს.
რუსეთი ამტკიცებს, რომ როდესაც 7 ავისტოს საქართველომ ცხინვალზე შეტევა მიიტანა, მას უაცილებლად უნდა გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები სეპარატისტული რეგიონების დასაცავად - სხვა არჩევანი მას არ დაუტოვეს.

No comments:
Post a Comment