ტონი ჰალპინი მოსკოვიდან
4 სექტემბერი 2008
დიკ ჩეინიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკას საქართველოს ნატოში მიღება სურს. მან დღეს კავკასიის რესპუბლიკაში რუსეთის შეჭრას არალეგიტიმური უწოდა.
მისტერ ჩეინიმ, რომელიც დღეს საქართველოს დედაქალქში მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ჩამოვიდა, განაცხდა, რომ თვისუფალი სამყარო ვალდებულია დაუპირისპირდეს რუსეთს და "საქართველოს მხარდასაჭერად გაერთიანდეს".
მან მიხეილ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ აშშ "იღებს ვალდებულებას" საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. სწორედ მსგავსი განცხადებები განარისხებს რუსეთს. ნატოს წევრი ქვეყნები ერთმანეთს შეხვდებიან დეკემბერში და განიხილავენ საქართველოსა და უკრაინის (რომელსაც დღესვე მოგვიანებით ეწვევა მისტერ ჩეინი) განაცხადებს.
"საქართველო იქნება ჩვენი ალიანსის წევრი" - განაცხადა მისტერ ჩეინიმ თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც მას მოლაპარაკებები ჰქონდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. აზერბაიჯანსა და საქართველოს დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან მათ ტერიტორიებზე გავლით ცენტრალური აზიიდან უნდა წამოვიდეს ნავთობი და გაზი, რომელიც შეამცირებს დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგორესურსებზე.
"ამერიკა შეასრულებს თავის მოვალეობას, იმუშავებს საქართველოს ხელისუფლებასთან, სხვა მეგობრებთან და მოკავშირეებთან ჩვენი საერთო ინტერესების დასაცავად და ღირებულებების მხარდასაჭერად" - განუცხადა სააკაშვილის გვერდზე მდგომმა მისტერ ჩეინიმ ჟურნალისტებს.
"რუსეთის ქმედებებმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია და აგრეთვე გააჩინა კითხვები მისი განზრახვების თაობაზე".
საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის ჩამოსვლამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ის რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის აღსადგენად საქართველოს 1 მილიარდი დოლარით დაეხმარება. მისტერ ჩეინიმ უთხრა სააკაშვილს, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს თავის მოკავშირეს: "რადგან თქვენ უნდა გადალახოთ თქვენს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრის შედეგად მოყენებული ზიანი და ცალმხრივი, არალეგიტიმური მცდელობები თქვენი საზღვრების ძალადობრივი შეცვლისა, რაც თავისუფალმა სამყარომ ერთხმად დაგმო".
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს კავკასიაში "პრივილიგირებული ინტერესები" აქვს და ბრალი დასდო აშშ-ს ქართული "საომარო მანქანის აშენებაში".
მაგრამ დღეს კრემლმა ვერ დაიყოლია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნაწილი ეცნოთ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. მხოლოდ ნიკარაგუამ დაუჭირა მხარი რუსეთს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრებმა გააკრიტიკეს საქართველო მისი მილიტარისტული აქციისთვის, მაგრამ უკან დაიხიეს რუსეთის გადაწყვეტილებების ხელმოწერაზე. დღეს ამ ორგანიზაციას სომხეთი თავმჯდომარეობს, მასში გაერთიანებულნი არიან: რუსეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.
მისტერ ჩეინი საქართველოდან მიემგზავრება უკრაინაში, რომელიც დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პრობლემები წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს პროდასავლური ალიანსი დაიშალა.
ახლად წარმოქმნილი პოლიტიკური დაძაბულობა საფრთხეს უქმნის უკრაინის გაწევრიანებას ნატოში. მისტერ ჩეინი პრეზიდენტ იუშენკოს საკმაოდ შემაშფოთებელ ვითარებაში შეხვდება- აქ ეშინიათ, რომ რუსეთი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას პრორუსულ ყირიმში სეპარატისტული მოძრაობის სტიმულირებით შეუშლის ხელს.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმში, სევასტოპოლშია ბაზირებული. უკრაინის პარლამენტის პრორუსულად განწყობილმა წევრმა, ოპოზიციური პარტიის, რეგიონების ლიდერმა დღეს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა რეზოლუცია, სადაც მოითხოვს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენებას შავ ზღვაში აშშ-ს სამხედრო გემების არალეგალურად შემოსვლის გამო.
მას შემდეგ, რაც ახალი კანონმდებლობით პრეზიდენტის უფლებები შეიზღუდა, იუშენკოს პარტიამ "ჩვენმა უკრაინამ" დატოვა კოალიცია, რომელშიც მასთან ერთად იულია ტიმოშენკოს ბლოკიც შედიოდა. პრეზიდენტი იმუქრება, რომ დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, თუ ახალი კოალიცია 30 დღეში არ შეიქმნება.
კრიზისმა საქართველოში ხელი შეუწყო უკრაინის პროდასავლური მთავრობის კოლაფსს, რომელიც სულ ცხრა თვის წინ ჩამოყალიბდა მას შემდეგ, რაც ტიმოშენკომ და მისმა მოკავშირეებმა გასულ სექტემბერს არჩევნებში უმნიშვნელო უპირატესობით გაიმარჯვეს. იუშენკომ ტიმოშენკოს ღალატში დასდო ბრალი და განაცდახა, რომ ის ქართულ-რუსულ კრიზისში რუსეთის პოზიციებს უთანაგრძნობს. ტიმოშენკომ ეს ბრალდებები უარყო, თუმცა მისმა პარტიამ უკრაინის მიერ რუსეთის ქმედებათა დამდგმობ განცხადებას მხარი არ დაუჭირა. მისტერ იუშენკო ღიად ემხრობა საქართველოს. გასულ თვეში ”თაიმსთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ ნატოს წევრობა: "ერთადერთი გზაა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს".
მისის ტიმოშენკოს რეიტინგი მაღალა მიიწევს, იმ დროს, როცა პრეზიდენტისა-ეცემა. ტიმოშენკო ბრალს სდებს პრეზიდენტს კრიზისის გამო და აცხადებს, რომ ეს კრიზისი 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მისი რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად .
ორიგინალი
No comments:
Post a Comment