Friday, September 7, 2007

ფრანგულის უცოდინრობამ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი გაახანგრძლივა

telegraph

პეტერ ალენი
7 სექტემბერი 2008

გასულ თვეში, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ცნობილი ხელშეკრულება დაიდო, ყველას ყურადღება ე.წ. "ბუფერულმა ზონებმა" მიიქცია. ამ ზონებს მოცემულ მომენტში რუსეთის შეიარაღებული ძალები საკმაოდ ეფექტურად აკონტროლებენ.

შეთანხმება საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის, ევროკავშირის დღევანდელი თავმჯდომარის შუამდგომლობით დაიდო. წარმატებული დიპლომატიური მანევრი მალე დაჩრდილა რუსეთის სიჯიუტემ - ის საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაზე უარს ამბობს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბერნარ კუშნერი ყვებოდა, რომ შეთანხმების ტექსტი ჯერ ფრანგულად დაიწერა და შემდეგ ითარგმნა ინგლისურად და რუსულად. როდესაც ჰკითხეს, რატომ წარმოიქმნა პრობლემები "ბუფერულ ზონებთან" დაკავშირებით, კუშნერმა უპასუხა: "ცუდი თარგმანის გამო, როგორც ყოველთვის".

საქართველოს ხუთდღიანმა ომმა აგვისტოში ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უფრო მეტი უსახლკაროდ დატოვა და დააზარალა. რუსეთმა ევროპის რუქა შეცვალა და დასავლეთთან ურთიერთობაში ახალ, სახიფათო ეტაპზე გადავიდა.

პრეზიდენტი სარკოზი ორშაბათს რუსეთში ახალ მოლაპარაკებებს იწყებს, რომელთა მიზანი მშვიდობის შენარჩუნება და გახანგრძლივებაა. როდესაც რუს კოლეგას შეხვდება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოდან ჯარების გაყვანას მოსთხოვს.

საქართველოს კონფლიქტმა ევროკავშირსა და ნატოში არსებული დაპირისიპირება სააშკარაოზე გამოიტნა - აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირის ზოგიერთმა ახალმა ქვეყანამ, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, რომლებიც რუსეთთან ხისტ პოზიციაზე ყოფნას არჩევენ, დანარჩენებში მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს.

როგორც აღმოჩნდა, კონფლიქტი იმიტომ გაგრძელდა, რომ შეთანხმების რუსულ ვერსიაში ერთი პასაჟი არასწორადაა თარგმნილი. ეს პასაჟი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოებას ეხება. ინგლისურ ვერსიაში წერია "უსაფრთხოება ორივე რეგიონ-(ში), რუსულში კი - რეგიონებ(ისთვის).

განსხვავება საბედისწეროა, რადგან სწორედ ამიტომ რუსეთს თავისი ტანკები და ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან არ გაყავს. საერთაშორისო საზოგადოებას კი აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის ისეთი უსაფრთხოება უნდა, რომელიც გამორიცხავს რუსული ჯარების განთავსებას საქართველოში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა, რომ შეთანხმებაში არსებული ფორმულირება მის ქვეყანას აგრესორად წარმოაჩენს. მან ისიც თქვა, რომ ქართულ ვერსიაში ცდომილებათა მთელი წყებაა, მაგალითად "თვის" შეცვლილია "ში"-თ.

ეს ფარსი ფრანგებისთვის, რომლებსაც მტკიცედ სჯერათ, რომ lingua franca ესმის მთელ მსოფლიოს, დიდი დარტყმაა.

რეალურად კი ფრანგული, როგორც დიპლომატიის ენა, დიდი ხანია ინგლისურმა ჩაანაცვლა. სწორედ ამიტომ ფრანგული საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მსგავსი მიზნებისთვის, სულ უფრო გამოუსადეგარი ხდება.

გასულ კვირას საფრანგეთის განათლების მინისტრმა ჰავიერ დარსომ ისიც კი თქვა, რომ ფრანგი ახალგაზრდების წარმატების საწინდარი ინგლისურის ცოდნაა.

სულ ორი წლის წინ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაკ შირაკმა, სასტიკად გაკიცხა ფრანგი ბიზნესმენების ლიდერი, რომელმაც ევროკავშირის სამიტზე სიტყვა ინგლისურად წარმოთქვა. მართლაც რადიკალური შემობრუნებაა.

ჟაკ შირაკის პოზიციას დღესაც იცავს საფრანგეთის აკადემია, რომელიც ფრანგულს საერთაშორისო ენად მიაჩნევს და რომელიც საშინლად ეწინააღმდეგება ე.წ. "ფრანგლისური" სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა "le weekend" და "le parking".

ორიგინალი

No comments: