Thursday, September 6, 2007

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობიან

logo_reuters_media_us

ინგრიდ მელანდერი
6 სექტემბერი 2008

ავინიონი, საფრანგეთი - ევროპელები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბევრს სურს, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, ჰოდა მათი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს არჩევნებთან დაკავშირებული პროგნოზებით თავი გაერთოთ.

ავინიონში მიმდინარე არაფორმალურ მოლაპარაკებებზე, რომელზეც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საკითხებს განიხილავდნენ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თავის კოლეგებს ასეთი თამაში შესთავაზა: თითოეულს ის კანდიდატი უნდა დაესახელებინა, ვინც მისი აზრით, 4 ნოემბერს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებდა.

"ფურცელს ერთმანეთს გადავცემდით... მე ჩემი ვარაუდი ჩავწერე. მგონი, ყველამ იგივე გააკეთა, არა?"- გვითხრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა შაბათის პრეს-კონფერენციაზე, მაგრამ რეზულტატები არ გაგვიმხილა.

ჰავიერ სოლანამ, მართლაც რომ დიპლომატმა, გამოაცხადა, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღიაო, რაზეც კუშნერმა შეჰყვირა: "მშიშარა!"

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაგვიდასტურა, რომ მანაც ითამაშა, მაგრამ არ გამოტყდა, რესპუბლიკელ მაკკეინს მისცა ხმა, თუ - დემოკრატ ობამას.

კუშნერმა გვითხრა, რომ მილიბენდის იდეას ყველა სიამოვნებით დაეთანხმა, რადგან რუსეთთან მძიმე გადაწყვეტილებების მიღების წინ, თამაშმა ცოტა ხნით ყველა მოადუნა და გაახალისა.

დანარჩენმა მინისტრებმა, მათ შორის ავსტრიელმა ურსულა პლასნიკმა და ლუქსემბურგელმა ჟან ასელბორნმა აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ თამაში იყო.

ორიგინალი

No comments: