წერილები
12 ნოემბერი 2008
რედაქტორს,
აგვისტოს ომი კავკასიაში ქართველებმა დაიწყეს - 7 აგვისტოს ღამით, ყალბი საბაბით მათ მშვიდობიან მოსახლეობასა და რუს სამშვიდობოებზე შეტევა მიიტანეს.
სამშვიდობო კონტინგენტზე თავდასხმამ ჩვენ, გაეროს ქარტიის თანახმად, თავდაცვითი ქმედებების განხორციელების კანონიერი საფუძველი მოგვცა.
ეუთოს დამკვირვებლებმა იცოდნენ რა მოხდა და გადასცემდნენ ინფორმაციას ორგანიზაციის შესაბამის ინსტანციებს, მაგრამ ეს ინფორმაცია ეუთოს წევრ ქვეყნებს დაუმალეს.
მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია პირობები, რომლებსაც 4 წლის განმავლობაში ჩვენ, საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის მოსახლეობას აძლევდა. ამერიკის ადმინისტრაცია გვეუბნებოდა, რომ ის არასდროს გამოიყენებს ძალას საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტის გადასაწყვეტად.
სიმართლემ უარყო არა მხოლოდ საქართველოს განცხადებები, არამედ ვაშინგტონისა და სხვა დედაქალაქების მიერ მართული კამპანია ”რუსული აგრესიის” წინააღმდეგ.
ვიტალი ჩურკინი
რუსეთის ელჩი გაეროში
ნიუ-იორკი, 10 ნოემბერი 2008
რედაქტორს,
”მონაცემები საქართველოს განცხადებებს ომის თაობაზე ეჭვს ქვეშ აყენებს” - ეს იმის აღიარებაა, რომ არ არსებობს დასაბუთებული პასუხი საკვანძო კითხვაზე: რამ გამოიწვია რუსეთის შემოჭრა საქართველოში?
მხოლოდ საქართველო ითხოვდა დაჟინებით საერთაშორისო გამოძიებას ომის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უზრუნველყოფს მას ყველა მონაცემით, მოწმეთა ჩვენებებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპაციას განაგრძობს.
არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთი დიდი ხანია გეგმავდა საქართველოში შემოჭრას. დაბომბვები, საჰაერო სივრცის დარღვევა და ბევრი სხვა შეიარაღებული რუსული პროვოკაცია, რომლებიც აღნუსხულია შემოჭრამდე ბევრი თვით ადრე. ანდრეი ილარიონოვმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იყო მისი პრეზიდენტობის დროს, შემოჭრა აღწერა, როგორც : ”2004 წლის გაზაფხულიდან დეტალურად დაგეგმილი და მომზადებული”.
უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დამცველებმა დააფიქსირეს, რომ რუსული ჯარები შეიარაღებული ოსური მილიციის მხარდაჭერით სისტემატურად ესროდნენ ეთნიკურ ქართველებს.
მსოფლიო უფრო მეტს შეიტყობს გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების მეშვეობით, ვიდრე ფრაგმენტული ანგარიშებით, რომლებიც არასრულ მტკიცებულებებს ეფუძნება
ვასილ სიხარულიძე
საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში.
ვაშინგტონი, 7 ნოემბერი 2008
No comments:
Post a Comment