ელენ ბერი  
12 ნოემბერი 2008
რუსეთი ეუთოს ცხინვალში დისლოცირებულ სამხედრო მეთლაყურეთა მიერ მოპოვებული მასალების გარშემო გამოძიებას მოითხოვს. მეთვალყურეები 7 აგვისტოს ღამეს, როდესაც სეპარატისტული პროვინციის დედაქალაქი იბომბებოდა იქ იმყოფებოდნენ.
The New York Times-ის 7 აგვისტოს სტატიაში საუბარია ცხინვალში მომუშავე ეუთოს სამი დამკვირვებლის მიერ ახლად გამომზეურებულ მონაცემებზე. ეუთო 1990-იანი წლების დასაწყისიდან აკვირდება კონფლიქტის ზონას საქართველოში.
სტატიაში მოთხრობილია დამკვირვებელთა მასალებზე, რომელთა თანახმად საქართველომ საარტილერიო და სარაკეტო შეტევის დროს განურჩევლად გამოიყენა ძალა. აქვეა ნათქვამი, რომ დამკვირვებლები ვერ ადასტურებენ ქართული სოფლების დაბომბვის ფაქტს 7 აგვისტოს ღამით, რასაც ქართული მხარე შეტევის გასამართლებელ მიზეზად ასახელებს.
საქართველოს ხელისუფლება აპროტესტებს მონაცემებს, ხოლო რუსეთი მათ მიესალმება.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე სტუბმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან უნდა ითანამშრომლოს ევროპის კავშირის მიერ ინიცირებულ გამოძიებასთან, რომელსაც შვეიცარია უხელმძღვანელებს და რომელმაც უნდა გაარკვიოს ომის დაწყების მიზეზები. მაგრამ მან ისიც თქვა, რომ ცხინვალში განლაგებული პატარა მისია ვერ შეიტანს საკმაო გარკვეულობას საკითხში.
”ჩემი საქმე სულაც არაა იმის შეფასება, თუ ვინ დაიწყო ომი”-განაცხადა მან პრესს-კონფერენციაზე მოსკოვში, თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრიდან ერთი დღის შემდეგ. ”ეუთო სადაზვერვო სამსახური არ არის”-დაამატა მან-”მე დებატები სიურეალისტურად მიმაჩნია. ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია-8 შეუიარაღებელი სამხედრო მეთვალყურე და დანარჩენი მსოფლიოს საიდუმლო სამსახურები”.
მან განაცხადა, რომ ომის განმავლობაში ორგანიზაციის ყოველდღიური მონაცემები და ოფიციალური განცხადებები რუსეთსაც მიეწოდებოდა, რადგან რუსეთიც ეუთოს წევრია. კონფლიქტი საქართველოში, რომელმაც რუსეთისა დასავლეთის კონფრონტაცია გამოიწვია 7 აგვისტომდე, ცხინვალზე შეტევამდე დიდი ხნით ადრე მწიფდებოდა. საქართველო ამტიკეცებს, რომ შეტევა გარდაუვალი იყო, რადგან რუსულმა ჯარმა შემოსვლა დაიწყო, მაგრამ დასავლური სადაზვერვო სამსახურები ამ მონაცემებს ვერ ადასტურებენ.
საქართველოს მთავრობა იმ გარემოებების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს, რომელიც წინ უსწრებდა აგვისტოს მოვლენებს. ქართველები ამბობენ, რომ ამით გამოაშკარავდება რუსული სამხედრო ძალების ზრდა რეგიონში და თავდასხმები ქართულ დასახლებულ ობიექტებზე.
”ყველაფერი 7 აგვისტოს არ დაწყებულა, ეს ცხადია ყველასთვის, ვინც ვითარებას იცნობს”-განაცხადა გიგა ბოკერიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ-”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კომისია ამ გარემოებებსაც შეისწავლის და ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ისევე ღიად ითანამშრომლებს კომისიასთან, როგორც ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობას”.
ეუთოს მეთვალყურეთა მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ გარდა (ფინელი მაიორი, ბელორუსი კაპიტანი და პოლონეთის მოქალაქე) იქ სხვა დამოუკიდებელი სამხედრო დამკვირვებელი არ იმყოფებოდა.
ლავროვმა სამშაბთს განაცხადა, რომ რუსეთს აინტერესებს, თუ რა მონაცემები აქვთ მეთვალყურეებს, რას წერდნენ ისინი რაპორტებში და ვის წარუდგენდნენ მათ.
”ჩვენ არავის არაფერში არ ვადანაშაულებთ”-დაამატა მან-”ძალიან შორს ვართ ამისგან. მაგრამ ვითვალისწინებთ რა საკითხის გარშემო მედიაში გაჟონილ ინფორმაციას, ჩვენ ეუთოს მუდმივ საბჭოს კითხვით მივმართეთ და გარემოებების გარკვევა ვთხოვეთ”.
ომის დასრულების მომენტიდან ეუთოს და რუსეთს მეთვალყურეთა კონფლიქტის ზონაში შესვლის გამო უთანხმოება აქვთ.
No comments:
Post a Comment