Wednesday, July 16, 2008

ტელევიზიების დაპყრობა ნარატივის კონტროლისთვის

cpj 
ნინა ოგნიანოვა
15 თებერვალი 2009

მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი ლოაიალური სატელევიზიო მედიის შესაქმენლად გასაოცრად მსგავსს ტაქტიკას იყენებენ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქიტის, ცალმხრივი და ერთგვაროვანი გაშუქება სწორედ მათი ძალისხმევის შედეგი იყო.

როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის სადაო რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო აგვისტოში შეტაკება მოხდა, ბევრმა ამ მოვლენაში დაინახა ბრძოლა ”დავითი გოლიათის წინააღმდეგ,” სადაც ახალგაზრდა დემოკრატია რეფორმატორი სააკაშვილით სათავეში და ცივი გონების  ვლადიმერ პუტინის ავოტრიტარული რეჟიმი ერთმანეთს შეერკინა.

ორივე ლიდერი, მათ შორის ბევრი სხვაობის მიუხედავად, კრიტიკისადმი შეურიგებლობის დემონსტირებას და დიდ ნაციონალურ ტელევიზიებზე კონტროლის მოპოვების მტკიცე ნებას ავლენენ. იყენებენ რა ანალოგიურ ტაქტიკას, მათ ხელი შეუწყვეს მთავრობისადმი ლოიალური სატელევიზიო მედიის ჩამოყალიბებას. შედეგები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დროს გამოჩნდა, როდესაც ამ ქვეყნის ტელევიზიები ბრძოლას ცალმხრივად, მხოლოდ ერთი პოზიციიდან აღწერდნენ.

მას შემდეგ რაც სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე შეტევის ბრძანება გასცა, რუსეთმა საპასუხოდ საკუთარი არმია სეპარატისტულ რეგიონში და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზეც, ფოთსა და გორში გააგზავნა.
სამხედრო დაპირისპირებამდე, თვეების მანძილზე ეთნიკურ ოსებსა და ქართველებს შორის დაძაბულობა იყო, რასაც მოსკოვის მიერ ოსი სეპატრატისტების მხარდაჭერა და ურჩი რეგიონის დაბრუნებისთვის თბილისის აგრესიული ძალისხმევა ამძაფრებდა.

ხოლო საქართველოსა და რუსეთში საზოგადოებას კონფლიქტზე ინფორმაცია მცირედი ნიუანსებით მიეწოდებოდა, ის უყურებდნენ და ისმენდა კონტექსტს, რომელმაც სიტუაცია ბოლოს სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანა. მართლაც, ბევრი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ორი სხვადასხვა კონფლიქტი მიმდინარეობდა.

საქართველოში ნაციონალურმა არხებმა ”რუსთავი 2”-მა და საქართველოს საზოგადოებრივმა არხმა საქართველოსგან წარმოადგინეს ქვეყნაა, რომელიც რუსულ აგრესიას პასუხობდა და თავის ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. ორ სხვა სატელევიზიო სადგურს ”მზეს” და იმედს” მაშინ საინფორმაციო მაუწყებლობა არ ჰქონდა. ”კონფლიქტი გაშუქებული და აღქმული იყო როგორც ქართველი ხალხის ბრძოლა რუსული არმიის წინააღმდეგ,” თქვა თამუნა კაკულიამ, მედიის ანალიტიკოსმა ”ინტერნიუსის” თბილისის ოფისიდან. ”ტელევიზია მოვლენების მთლიან სურათს არ ასახავდა. განსაკუთრებით მმართული იყო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, როგორც სამხედროებში, ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში. საქართველოს მთავრობის და მისი ქმედებების კრიტიკის მკვეთრი დეფიციტი იგრძნობოდა.”

რუსეთში სამი მნიშვნელოვანი ნაციონალური მაუწყებელი - ”პირველი არხი”, ”როსსია” და ”ენტევე” საქართველოს აგრესორს უწოდებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთელების ეთნიკური წმენდისგან დასაცავად მოქმედებდა.
”რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია კონფლიქტის გაშუქებისას საქართველოს დისკრედიტაციას ახდენდა და რუსული მხარის მორალურ უპირატესობას ხატავდა,” გვითხრა მიშა ლიპმანმა, მოსკოვის კარნეგი ცენტრის მედია ანალიტიკოსმა.

ოლეგ პანფილოვი, მოსკოვში ექსტრემალური სიტუაციებში ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორმა, რუსეთის ტელევიზიის მუშაობას ცალმხრივი უწოდა. ”7 აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში ტელევიზიას არცერთხელ არ აუხსნია თუ როგორ მივედით კონფლიქტამდე, მისი ფესვები, ესკალაციის მიზეზი,” თქვა მან. ”იყო ასევე ცალსახად ცრუ ინფორმაციაც.”მაუწყებლები მსხვერპლზე და სამხედრო ძალების ქმედებებზე არასწორ ინფორმაციას გადასცემდნენ, ისეთს, რომელიც მთავრობის პოზიციას ემთხვეოდა”.

”ორივე მხარე პროპაგანდას ეწეოდა,” ამბობს ზვიად ფოჩხუა, თბილისში გაზეთ The Financial-ის რედაქტორი. მან და კაკულიამ ”ინტერნიუსიდან” აღნიშეს, რომ რუსულმა არმიამ ქართულ ჟურნალისტებს კონფლიქტის ზონაში შესვლა აუკრძალა, რამაც ხელი შეუწყო მოვლენების ცალმხრივ გაშუქებას.

”იმის გამო, რომ ისინი კონფლიქტის ზონაში ვერ აღწევდნენ, (ქართული) ნაციონალური არხები უცხოური მაუწყებლების თარგამანებს გადასცემდნენ,” გვითხრა კაკულიამ. ”მაგრამ როდესაც ამ უცხოურ ცნობები შეიცავდა ქართული მხარის კრიტიკას, ასეთ სეგმენტებს ისინი არ თარგმნიდნენ.”

თვეების განმავლობაში კონფლიქტის დაწყებამდე ორივე ქვეყანაში ნაციონალური არხები ისედაც მზარდ უნდობლობას კიდევ უფრო აღვივებდნენ. რუსეთის ტელევიზია ”საკაშვილს მკაცრად აკრიტიკებდა და დასცინოდა.” იმის ნაცვლად რეგიონში ეთნიკური დაპირისპირების მიზეზები გამოეკვლია, რაც მაყურებელს სიტუაციის გარკვევაში დაეხმარებოდა, სატელევიზიო ეთერს იმაზე ხარჯავდა, რომ აჩვენებდა მაგალითდ ”თუ როგორ ღეჭავდა განერვიულებული სააკაშილი ჰალსტუხს.” საქართველოში, სააკაშვილის სულ უფრო დიდ ძალისხმევას - სადაო რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში შეეყვანა - მაუწყებლები უპირობოდ მხარს უჭერდნენ.

საქართველოშიც და რუსეთშიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ნაციონალური ტელევიზიების მიერ მოხდა. ადრეულ 1990-ანებში საბჭოთა კავშირის კოლაფსის შემდეგ ბეჭდური მედიის გავლენა საგრძნობლად შემცირდა. გამოცემები, რომლებმაც სახელმწიფო სუბსიდირება დაკარგეს, არსებობას გამოწერებით, საგაზეთო ჯიხურებში გაყიდვითა და რეკლამის საშუალებით ცდილობდნენ. გარდამავალი, მძიმე ეკონომიკური ფონის პირობებში, როდესაც ხალხს ასეთი არჩევანი ჰქონდა, ან პური ეყიდა ან გაზეთი, ისინი ბუნებრივ არჩევანს აკეთებდნენ. მაშინ ტელევიზია თავისუფალი იყო.

თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ, ტელევიზია ინფორმაციის მოპოვების უპირატეს წყაროდ რჩება. რუსეთში პოპულარულ გაზეთებს 100 000-იანი ტირაჟები აქვთ. 2008 წლის ”ბიბისის” ანგარიშის თანახმად, ორკვირეული ნაციონალური დამოუკიდებელი გამოცემა ”ნოვაია გაზეტას” ტირაჟმა 170 000-ს მიაღწია, მაშინ როდესაც პრო-კრემლური ”კომსომოლსკაია პრავდას” 600 000-იანი ბრუნვა აქვს; ყოველკვირეული ”არგუმენტი ი ფაქტის” ტირაჟი 2.7 მილიონია, ამბობს ”ბიბისი” შედარებისთვის, ”პირველი არხის”, ყველაზე მაღალრეიტინგული ნაციონალური არხის მაუწყებლობა რუსეთის მოსახლეობის 98%, 142 მილიონ ადამიანს მოიცავს. ინტერნეტის მონაცემებით, საქართველოში გაზეთების ტირაჟები კიდევ უფრო მცირეა, მათ შორის პოპულარული ”კვირის პალიტრის” ტირაჟი კვირაში 50 000-ს აღწევს. ამ ციფრს ფარავს ”რუსთავი 2”, ყველაზე პოპულარული საერთო ეროვნული მაუწყებელი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 85%, 4.6 მილიონი უყურებს.

ინტერნეტის მოცვა ორივე ქვეყნაში მცირეა - 18 პროცენტი რუსეთში და 7 პროცენტი საქართველოში, 2008 წლის მედია ინდექსის მიხედვით. ეს მონაცემი საერთშორისო კვლევებისა და გაცვლითი საბჭოს, არაკომერციულმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეისწავლა.

რუსეთის ”ენტევეს” და საქართველოს ”რუსთავი 2”-ის ისტორიები ტელევიზიებზე სახელმწიფო კონტროლის ილუსტრაციას ახდენენ. ამ საკითხზე CPJ'-სთან კომენტარი არცერთმა არხმა არ გააკეთა. ერთ დროს აგრესიულ და გავლენიან არხებს დღეს სახელმწიფო, მთავრობასთან დაახლოებული პირების საშუალებით ეფექტურად აკონტროლებს.

”ენტევეს” გადაყლაპვის პროცესი რთული იყო. ყველაფერი პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ დღეებში იწყება, მაშინ, როდესაც მის რეალურ პოლიტიკურ კურსზე ხალხს ჯერ წარმოდგენა არ ჰქონდა,” ამბობს რობერ ქოლსონი ”რადიო თავისუფლების” ანალიტიკოსი. ”ეს კარგად ხსნის მისი ტიპის პოლიტიკური ფიგურების მოქმედების გზას - ისინი ჯერ იპყრობენ მედიას და შემდეგ აკონტროლებენ ნარატივს.”

”ენტევე” პოსტ-საბჭოთა ხანის დასაწყისში დაიბადა. კომპანია, რომლის მფლობელებიც იყვენენ სახელმწიფო ტელევიზიის მმართველი იგორ მალაშენკო, წამყვანი ევგენი კისილიოვი და ბანკირად გარდაქმნილი თეატრის დირექტორი ვლადიმერ გუსინსკი, კრიტიკული პოზიციით, პირდაპირი ეთერებით და ინფორმაციის ანალიზით, ძალიან პოულარული გახდა. რუსეთის ორი სხვა წამყვანი ნაციონალური ტელესადგური ”ოსტანკინო” (მოგვიანებით ცნობილი როგორც ORT, ახლა კი პირველი არხი) და RTR (ახლა ”როსსია”) - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა. ”ენტევე” იგნორირებას უკეთებდა, როგორც უინტერესო პოსტ-საბჭოთა ტელევიზიას, ასევე ქვეყნის ლიდერებს.

”ენტევეს” გავლენა კრემლში ვერ აღიქვეს. ეს იყო არხი, რომელმაც პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს, 1994 წელს დაწყებულ პირველ ჩეჩნურ ომს საზოგადოებრივი აზრი დაუპირისპირა. მაშინ როდესაც დანარჩენი ორი სახელწმიფო არხი რუსული არმიის უსახურ ქმედებებზე გამზადებულ ტექსტებს კითხულობდა, ”ენტევეს” ახალგაზრდა კორესპონდენტები პირდაპირ ეთერში მუშაობდნენ და გროზნოს კადრებს გადასცემდნენ, საფრთხეში იგდებდნენ რა საკუთარ სიცოცხლეს და ომის რეალური სურათით შოკს გვრიდნენ საზოგადოებას.

”ენტევეს” გავლენა გამოჩნდა მაშინაც, როდესაც არხი ელცინს მეორე არჩევნებში, 1996 წელს დაეხმარა. ”ენტევეს” ხელმძღვანელები მთელ დროს კანდიდატზე პოზიტიურ მაუწყებლობას ანდომებდნენ, და მისი მთავარი კონკურენტის, კომუნისტების ლიდერის, გენადი ზუგანოვის წინააღმდეგ მუშაობდნენ. ”ენტევეს” ჟურნალისტები ხვდებოდნენ, რომ მათით მანპულირებდნემ, მაგრამ ისინი ცდილობდნენ ძველი რეჟიმის დაბრუნება თავიდან აეცილებინათ, აღნიშნავენ თავიანთ 2005 წელს გამოცემულ წიგნში ”კრემლის აღორძინება” (Kremlin Rising) პიტერ ბეკერი და სუზან გლასერი. ელცინმა, რომლის პოპულარობაც ომის გამო ძალიან დაეცა, არჩევნები მოიგო.

მაგრამ ძალაუფლებას, რომელიც ”ენტევეს” 1990-იანების შუა
წლებში გააჩნდა, ის წარმატებულ, დამოუკიდებელი ხმის მქონე არხად უნდა ჩამოეყალიბებნა.

კრემლი გუსინსკის მილიონიანი ინვესტიციებით აჯილდოვებდა, რომლებსაც მის კომპანია ”მედია მოსტში” გაზის სახელწმიფო კომპანიის ”გაზპრომის” საშუალებით დებდა. 1990-იანების დასასრულს განხორციელებული ეს ინვესტიციები საბოლოო ჯამში უკვალოდ არ ჩაივლიდა: ”ენტევე”-სგან ელოდნენ, რომ ის ელცინის მიერ არჩეულ მემკვიდრეს, პუტინს საზოგადოების თვალში პოზიტიური იმიჯის შექმნაში დაეხმარებოდა.

”ენტევეს” ხელმძღავენელობამ ამაზე უარი განაცხადა. 2000 წლის 7 მაისიდან, პუტინის ინაუგირაციიდან ოთხ დღეში, ფორმიანმა შეიარაღებულმა სეცრაზმელებმა ”მედია მოსტის” სათაო ოფისში რეიდი მოაწყვეს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, რომელსაც პუტინი ერთ დროს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ საქმე ფინანსურ დარღვევებს ეხებოდა. რეიდს გუსინსკის დაპატიმრება მოჰყვა თაღლითობისა და კორუფციის ბრალდებით. მას შემდეგ რაც განთავისუფლების ფასად 2000 წელს მან ”ენტევე” და სხვა ბიზნეს აქტივები ”გაზპრომს” გადასცა, რუსეთი დატოვა და აღარ დაბრუნებულა. ალფრედ კოხი, ერთ დროს გუსინსკის ბიზნეს პარტნიორი ”გაზპრომ-მედიას” გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

ამ ექსტრაორდინარულმა ყაიმმა 2001 წელს არხის დამოუკიდებლობას ბოლო მოუღო. 3 აპრილს, ”გაზპრომმა” საინფორმაციოს ახალი დირექტორი, კოხის ბიზნესს პარტნიორი, 34 წლის ამერიკელი-რუსი ბანკირი ბორის იორდანი დანიშნა. ”ენტევეს” თანამშრომლებმა ახალი მენეჯმენტი არ ცვნეს; ჟურნალისტები ტელევიზიის ოფისში ჩაიკეტნენ და იქიდან მაუწყებლობდნენ. ბოლოს, 11 დღის შემდეგ, უშიშროების ძალებმა ტელევიზიაში რეიდი მოაწყვეს და ”ენტევე” ეთერიდან გათიშეს. 40-მდე თანამშრომელი გადადგა, აქედან 10 ჟურნალისტი და 5 საინფორმაციოს წამყვანი, ნათქვამია CPJ ანგარიშში.

დამოუკიდებელი არხი ”ენტევე” უკვე აღარ არსებობდა და ჩეჩნეთის მეორე ომი არცერთ ნაციონალურ მაუწყებლობას აღარ გაუშუქებია; კონფლიქტი იმავე მაყურებლმა დაივიწყა, რომელიც რუსეთის მთავრობას პირველი ომი შეეწყვიტას აიძულებდა. კრემლმა, სამი მთავარი არხის ეთერზე მყარი, ფარული გავლენა მოიპოვა.

აგვისტოში Russian Newsweek -ში მაიკლ ფიშმანმა და კონსტანტინ გააზმა კრემლის მაღალჩინოსნებსა და ტელევიზიის მენეჯერებს შორის არსებული კონტაქტები და მათ მიერ ეთერის ერთობლივად დაგეგმვის ფაქტები აღწერეს. ”ტელეფონით”, წერენ ფიშმანი და გააზი, ”კრემლის ხელმძღვანელები იმ დღის საინფორმაციო სურათს აწყობენ.”

”ყველაზე დიდ მაუწყებლებს კრემლი მკაცრად აკონტროლებს,” დასძენს ლიპმანი, მოსკოვის კარნეგი ცენტრიდან. ”ტელევიზიის მაღალი მენეჯმენტისა და კრემლის საერთო ძალისხმევით ისინი სრულად და ოსტატურად იმართებიან.” გასართობი პროგრამირება ნაციონალური არხებისთვის შემოსავლის კარგი წყაროა, ამდენად ტელევიზიის მენეჯერები ბედნიერები არიან რეკლამის სანაცვლოდ კრემლის ინტერესებს ემსახურონ.”

”ენტევეს” ისტორია ბევრი თავალსაზრისით ქართული ”რუსთავი 2”-ის ანალოგიურია. ”რუსთავი-2” ერთ დროს დამოუკიდებელი, გავლენიანი სატელევიზიო არხი იყო, რომელმაც ხელი შეუწყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის კორუფციული რეჟიმის დამხობას. აქაც, ტელევიზიის თანამშრომლებმა პოლიტიკური ლიდერების იგნორირება მოახდინეს.

როდესაც მთავრობაში კორუფციის მამხილებელ სიუჟეტზე გაბრაზებული უშიშროების სამინისტროს თანამშრომლები, 2001 წლის ოქტომბერში ”რუსთავი-2”-ში, თითქოს ფინანსური დარღვევების შესწავლისთვის შეიჭრნენ, ტელევიზიის თანამშრომლები შენობაში ჩაიკეტნენ და მთელი ღამის განმავლობაში პირდაპირ ეთერში მაუწყებლობდნენ. ”ენტევეს” შემთხვევისგან განსხვავებით, ”რუსთავი 2”-ის დასაცავად და რეიდის გასაპროტესტებლად ტელევიზიის შენობასთან მხარდამჭერთა ჯგუფები მივიდნენ და უშიშროების თანამშრომლებს შენობის დატოვება აიძულეს. არხზე უშედეგო შეჭრით შევარდნაძის მმართველობის დასასრულის დასაწყისი დაიწყო.

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ”რუსთავი 2”-მა  თანმიმდევრული კრიტიკულობითა და საგამოძიებო რეპორტაჟებით კიდევ უფრო მეტი გავლენა და საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა. არხმა მობილიზება გაუკეთა გამოსვლებს შვარდნაძის მთავრობის წინააღმდეგ, რასაც მშვიდობიანი, ვარდების რევოლუციის სახელით ცნობილი მოვლენები მოჰყვა. 2003 წელს შევარდნაძე გადადგა.

მაგრამ ”ენტევეს”, ასევე ”რუსთავი-2”-ის ბედიც მისმა გავლენიანობამ განსაზღვრა.

როდესაც ახალი, დასავლეთზე ორიენტირებული მთავრობა, 2004 წლის იანვარში ხელისუფლებაში მოვიდა - 36 წლის, აშშ-ში განათლებამიღებული სააკაშვილით სათავეში - ჟურნალისტებს იმედი ჰქონდათ, რომ ის ქვეყნას პროგრესისკენ წაიყვანდა, და რომ პრესის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვას გაანავითარებდა. სააკაშვილს და მასთან დაახლოებულ პირებს პრესასთან რამდენიმე-თვიანი თაფლობის თვე ჰქონდათ.

”რუსთავი 2”-ს ადმინისტრაციასთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა აკავშირებდა და უფრო მეტად იწონებდა მთავრობის ქმედებებს, ვიდრე აკრიტიკებდა. არხმა სააკაშვილის არჩევიდან ერთ თვეში დახურა პოლიტიკური თოქ-შოუ ”ღამის კურიერი.” მედიის ხელმძღვანელ პირებზე მთავრობის ზეწოლის საბაბით, პოპულარული პოლიტიკური თოქ-შოუები სხვა ნაციონალურ არხებზეც დაიხურა.

2004 წლის ზაფხულში, ”რუსთავი 2”-ის მფლობელმა ეროსი კიწმარიშვილმა არხი ხმაურის გარეშე გაყიდა, მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ ტელევიზია საჯაროდ დაადანაშაულა კორუფციული განცხადების განგებ გავრცელებაში, რომელიც მის ერთ-ერთ ნათესავს ეხებოდა. ”რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელი გავლენიანი ბიზნესმენი ქიბერ ხალვაში გახდა, რომელსაც კავშირები ჰქონდა იმ პერიოდის თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან.

არხის გაყიდვის ფაქტი კიწმარიშვილმა მხოლოდ 2008 წლის ნოემბერში ახსნა. თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ტელევიზია ზეწოლით დაათმობინა და პირობა დადო, რომ სააკაშვილს უჩივლებს. პრეზიდენტმა ბრალდებებს არ უპასუხა.

2004 წლის გაყიდვის ფაქტი საკუთრებისა და მფლობელების ცვლილებების სერიაში პირველი იყო, რამაც სათავე დაუდო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას და საბოლოოდ დააკარგვინა ”რუსთავი-2”-ს საინფორმაციო მაუწყებლის ლიდერის როლი. 2006 წლის იანვარში, ხალვაში დავით ბეჟუაშვილთან, სააკაშვილის ახლობელთან და პარლამენტის წევრთან, მედია ჰოლდინგის შექმნაზე გარიგებას დათანხმდა. ახალმა კომპანიამ, ”რუსთავი-2” ბეჟუაშვილის არხთან ”მზე”-სთან გააერთიანა.

2006 წლის ივლისში, რუსთავი 2-ის წამყვანმა ეკა ხოფერიამ ტელევიზია პროტესტის ნიშნად პირდაპირ ეთერში, საკუთარი პოლიტიკური შოუს ”თავისუფალი თემის” წაყვანის დროს დატოვა. მან განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობდა მისთვის ეკარნახა თუ ვინ უნდა მოეწვია გადაცემის სტუმრად. ”რამდენიმე მაღალჩინოსანი მთავრობიდან რეგულარულად მირეკავდა და მეუბნებოდა მომდევნო გადაცემა როგორ უნდა დამეგეგმა,” უთხრა CPJ-ს ხოფერიამ.

ერთ თვეში, ”რუსთავი -2”-დან გაანთავისუფლეს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ტაბატაძე და საინფორმაციოს ხელმძღვანელი თამარ რუხაძე. ყოველდღიური დამოუკიდებელი გაზეთის ”რეზონანსის” ცნობით, ტაბატაძეს უთახმოება ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი არველაძესთან, რომელიც ”რუსთავი-2”-ის საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრას ცდილობდა. ტაბატაძე არველაძის მეგობარმა, სარეკლამო ბიზნესში მოღვაწე კობა დავარაშვილმა შეცვალა. 6 ცნობილმა ჟურნალისტმა არხი დატოვა.

2006 წლის ნოემბერში, სააკაშვილთან უთანხმოების შემდეგ, ხალვაშმა საკუთარი წილი ნაკლებად ცნობილ კომპანიას ”ჯეოტრანსს” მიჰყიდა (მოგვიანებით კომპანიას თითქოს სახელი შეეცვალა და ეწოდა ”ჯეომედია”). ანგარიშის თანახმად, 2008 წლამდე, საკუთრება სამმა მხარემ გაიყო. ესენი არიან: ჯეომედია ჯგუფი, რომელიც მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული და მისი ხელმძღვანელების ვინაობა უცნობია; საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელსაც პრეზიდენტის ახლობელი ბეჟუაშვილი აკონტროლებს; და ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი.

”ჩვენთან მრავალფეროვნების ილუზიაა შექმნილი,” განუცხადა CPJ-ს The Financial -ის რედაქტორმა ფოჩხუამ. ”დღეს ამ სამი ნაციონალური არხის ერთმანეთისგან გარჩევის ერთადერთი საშუალება საპნის ოპერებია, რომლებსაც ისინი გადასცემენ.”

თბილისის და მოსკოვის ადმინისტრაციებს შორის, ბევრი მნიშვნელოვანი სხვაობაა, მაგრამ ისინი გამორჩეულად მსგავსს ტაქტიკას იყენებენ ჰომოგენური, პრო-სახელისუფლებო საინფორმაციო მაუწყებლობის შესაქმნელად. რეპორტიორები და მენეჯერები კულისებს მიღმა არსებულ ზეწოლაზე ჩივიან, რადგან მესაკუთრეები ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები არიან. ორივე ქვეყნაში, ორი ყველაზე თამამი ტელევიზია ცხადად პრო-სამთავრობო გახდა.

”ენტევეს” და ”რუსთავი 2”-ის ისტორიები იმით არის ანალოგიური, რომ ორივე ხელში მათსავე მთავრობებმა ჩაიგდეს. ორივე მთავრობა ამის გაკეთებას მათი რეალური პოლიტიკური მოტივაციის დამალვის გზით შეეცადა,” ამბობს რადიო თავისუფლების ანალიტიკოსი ქოლსონი. ”ენტევემ”, ისევე როგორც ”რუსთავი-2”-მა ვიდრე განადგურდებოდნენ საკუთარი დამოუკიდებლობის დისკრედიტაცია მოახდინეს. რთული იყო ამისთვის ობიექტური, დასვლური ტიპის ჟურნალისტიკა გეწოდებინა. ... მაგრამ ქვეყანაში ის მაინც იმედის სხივი იყო, ყველაზე კარგი რამ, ვიდრე სასტიკად არ ჩაახშვეს.”

ნინა ოგნიანოვამ, CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების კოორდინატორმა, ივნისში თბილისში იმოგზაურა ტელევიზიების საკუთრებისა და სიტყვის თავისუფლების საკითხების შესასწავლად.  

ორიგინალი

No comments: