მაშინ, როდესაც რუსეთი და ევროკავშირის ”ტროიკა”, 11 თებერვალს ერთმანეთს ძირითადად ქართული საკითხის განხილვის მიზნით ხვდებიან, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ეკატერინე ტყეშელაშვილი პარიზში ვიზიტის დროს ამ კონფლიქტში რუსეთის ქმედებებზე მკვეთრ შეფასებებს არ იშურებს.
ომიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა. 1 სექტემბერს ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს საკითხზე სამიტი შეკრიბა, რომელიც კავკასიური კონფლიქტის გადაწყვეტის გზებს ეძღვნებოდა. მაგრამ რეგიონში დღეს ირგვლივ დაძაბულობა კვლავ იგრძნობა.
ევროკავშირის ”ტროიკასა” და რუსეთს შორის შეხვედრის წინა დღეს, 11 თებერვალს, ეკატერინე ტყეშელაშვილი - საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის მისამართით მკაცრ განცხადებებს აკეთებს. ორშაბათს, 9 თებერვალს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარდ კუშნერთან შეხვედრის დროს, მან საფრანგეთს ამ მტკივნეულ საკითხზე მთელი მისი ძალისხმევის გამოყენება სთხოვა. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, საქართველოს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ 2008 წლის კონფლიქტის დაწყების მიზეზი გაიხსენა. მისი თქმით, რეგიონში კონფლიქტის გაჩაღება ობიექტურად საქართველოში პრორუსული მთავრობის დასმას და რუსეთის ფედერაციის გავლენის გაფართოებას ისახავდა მიზნად. ”ეს მდგომარეობა დღეს ბოლომდე შეფასებული არ არის,” განაცხადა ტყეშელაშვილმა.
”რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტმა მედვედევმა გააკრიტიკა,” ამბობს უშიშროების საბჭო თავმჯდომარე, ”თუ მას ლიდერის პოზიციების შეინარჩუნება სურს, პოლიტიკური წარმატება დასჭირდება,” დასძენს იგი. მნიშვნელოვანი კრიზისი, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა, ამ სექტორში მთავრობის წარმატებას ხელს ვერ შეუწყობს. ტყეშელაშვილის აზრით, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ამ სიტუაციაში პუტინს შეუძლია და რის ბერკეტებსაც ფლობს ”საბჭოთა კავშირის აღდგენა” შეიძლება იყოს, მაგრამ ქართველები ”დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას განაგრძობენ”, აღნიშნა ტყეშელაშვილმა.
ამ პერსპექტივის გათვალისწინეით ქართველმა ჩინოვნიკმა ევროკავშირს პარტნიორობის საკითხი შეახსენა, რომელიც მისი ქვეყნისთვის ყოველთვის ”პრიორიტეტული” იყო. ”საქართველოს სიახლოვე სურს ევროკავშირთან, რომლის ფასეულობებსაც იზიარებს”. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ევროკავშირთან დაახლოვება რუსეთის თვალწინ ხდება.
ამგვარად, საქართველოს უშიშროების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ევროკავშირისაგან ელოდება, რომ ეს უკანასკნელი რუსეთს ნათლად მიანიშნებს, რომ თუკი ის ექვსპუნქტიან შეთანხმებას პატივს არ სცემს, მის ქმედებას დიდი ”რეზონანსი” მოყვება. ”საფრანგეთს ევროკავშირში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება,” თქვა უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა. ბერნარ კუშნერს მან ასევე სთხოვა, რომ ამ პრობლემით საფრანგეთმა ევროპელების დაინტერესება მომავალშიც განაგრძოს.
რუსეთი ევროკავშირის ”ტროიკას” (საფრანგეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვეცია) ამ ოთხშაბათს, 11 თებერვალს ხვდება.
6 თებერვალს ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო კონტიგენტი გაზარდოს, ”შეშფოთება” გამოთქვა, ”ასეთი სახის გეგმები აგვისტოსა და სექტემბერში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება,” აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პოზიცია: ფრანგულ-რუსული საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტის, კერძოდ კი, ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების სპეციალისტმა ლაურ დეკლურმა დაწვრილებით გააანალიზა ეკა ტყეშელაშყილის გამოსვლა.
თუ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ”რუსეთის დაუძინებელი მტერია” კონფლიქტის მიზეზი რუსების ნებაში წინასწარ ყოფილა ჩადებული, ”მას სურდა უფრო მეტად ნატოს გეგმების საპირისპიროდ ემოქმედა,” ამბობს იგი, ”ვიდრე მისთვის ნაკლებად მისაღები მთავრობა ჩამოეგდო.”
ლაურ დეკლურის აზრით, რუსეთმა პატივი სცა შეთანხმების ტექსტს, მაგრამ არა იდეას. მან პატივი სცა ”შეთანხმების ნაწილს გამოსულიყო საქართველოს ტერიტორიიდან,” მაგრამ გააძლიერა თავისი მხარდაჭერა და სამხედრო ყოფნა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
”ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის არ დარღვეულა,” ამბობს ლაურ დელკური.”ჩეხეთის პრეზიდენტობა რუსეთის მიმართ უფრო ფრთხილი და ნაკლებად მიმნდობია, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტი. ცხადია დაძაბულობის შენელება რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, განსაკუთრებით მიუნჰენში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამოსვლის შემდეგ, საგრძნობია. პრეზიდენტ სარკოზისა და კანცლერ მერკელის ერთობლივი განცხადებებიც, შეიძლება ამავე გზის გაგრძელებად განვიხილოთ.
No comments:
Post a Comment