Wednesday, July 16, 2008

ობამას მოკლე თაფლობის თვე

le_temps
მეთიუ სტივენსონი
15 თბერვალი 2009

მწერალი მეთიუ სტივენსონი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს პირველი თვე მძიმე ჰქონდა, რადგან რეფორმებთან დაკავშირებით კონგრესში რესპუბლიკელების წინააღმდეგობას შეეჯახა.

უფლებამოსილებით აღჭურვილი ამერიკის ახალი პრეზიდენტები, პირველი ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვის მედიისა და კონგრესის კეთილი განწყობით სარგებლობდნენ. დროის ამ მონაკვეთში ისინი კეთილი ბიჭუნების ატმოსფეროთი იმოსებოდნენ, თეთრი სახლის კიბეებზე მოსწავლეებთან და საზეიმო სადილებზე კონგრესის წევრებთან ერთად ფოტოებს იღებდნენ.

ბარაკ ობამას შემთხვევაში კი, ეს თაფლობის თვე, მხოლოდ ერთი უქმე დასვენების დღით შეიძლება შემოიფარგლა. ნიაგარის ჩანჩქერის შეცდომით სტუმრობასთან ერთად, მას ერთ-ერთ გვირაბში შეეძლო ჩავლა, რომ ახალი ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრზე გაკეთებული კომენტარები არ მოესმინა.

თაფლობის თვის ასეთი შემცირება თავად ობამას არჩევანიდან გამომდინარეობს - მან პირველი ასი დღის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ბუნება უნდა შეცვალოს. პრეზიდენტობის დასაწყისში ფრანკლინ რუზველტიც მსგავს გზას დაადგა.

რეფორმების გასატარებლად, ობამას თითქოს უკეთესი პოზიცია უკავია. მას წარმომადგენლობით პალატასა და სენატში, დემოკრატთა უმრავლესობა ჰყავს და ამერიკული მოსახლეობის 61% მხარს უჭერს. მაშ რატომღა იყო ეს პირველი თვე მისთვის ასეთი რთული?

ამერიკული ხელისუფლების ჰიბრიდულობის გამო, აშშ-ს პრეზიდენტს შესაძლოა მრავალი სახის იმედგაცრუება მიეწეროს. მართალია, ამერიკის შეერთებული შტატები თეორიულად ფედერაციული რესპუბლიკაა, მაგრამ შტატებს დღეს არც საკმარისი ძალაუფლება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ფულიც არ აქვს. ციფრები გვიჩვენებენ, რომ კალიფორნიას საკუთარი ვალების გასტუმრება არ ძალუძს, ნიუ-იორკის შტატს კი 2009 წლისთვის 14 მილიარდიანი საბიუჯეტო დეფიციტი ემუქრება.

ფედერალური ძალაუფლება პარლამენტური სისტემისაგან შორს დგას. არადა, ობამამ პირველი დღეების უმეტესობა თავისი საპრეზიდენტო კაბინეტის წევრების შერჩევას შესწირა, თითქოს ის პრემიერ მინისტრი იყო. სხვადასხვა მდივნები, სახელმწიფო, ფინანსთა, თავდაცვის და ა. შ. აქ კანონზე სათქმელი ბევრი არაფერია. ისინი არჩეულები იქნებიან და პოლიტიკასაც გაყვებიან.

მაგალითად, ახალი სახელმწიფო მდივნის შემთხვევა. ჰილარი კლინტონი ამერიკის საგარეო პოლიტიკის წარმმართველია, რეალურად კი ის მსოფლიოს საქმეთა მაყურებელი გახდა. იმისთვის, რომ პრეზიდენტთან შეთანხმებას მიაღწიოს, მან თეთრი სახლის წევრების ხლართები უნდა გადალახოს, ფიანასთა და თავდაცვის მინისტრებს გვერდი აუაროს. ბოლოს და ბოლოს ამერიკის პრეზიდენტები თავიანთი სახელწმიფო მდივნის აზრებით დიდად დაინტერესებულები არ ყოფილან ხოლმე, რაც ობამას შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს.

კონგრესი, რომელიც ანგარიშვალდებულია საკუთარ ამომრჩევლებთან და პრეზიდენტს ანგარიშს არ აბარებს, საკუთარი წევრების ხელახლა არჩევის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ეს ამერიკული პოლიტიკის სხვა მრავალ ნიუანსსაც შეიცავს.

ეკონომიკური პოლიტიკისადმი თავისი ორგვაროვანი მიდგომით ობამამ დიდი საქმე გააკეთა. მან თავის კაბინეტში რესპუბლიკელებიც დანიშნა, მაგრამ კონგრესის რესპუბლიკელი წევრები, შორს არიან იმ აზრისგან, რომ ობაბამანიას დაემორჩილონ, რადგან თავისი საარჩევნო მომავლის, პრეზიდენტის საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის მარცხზე აგებენ პასუხს.

რესპუბლიკური პარტიის არცერთმა წარმომადგენელმა სიახლეების სასარგებლოდ - დემოკრატების მიერ წარმოდგენილ გეგმებს კრედიტების გამოყოფაზე, ასევე ეკონომიკის გადარჩენის გეგემას - ხმა არ მისცა.

მისი მანდატის შესუსტებას საგარეო პოლიტიკის დარგში, ოპოზიციის ნაწილი თავდასხმებით იმედოვნებს. როდესაც პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხის დახურვაზე ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, მას ეს სურდა თუ არა, ზოგიერთი რესპუბლიკელის აზრით, თავის თავზე აიღო, რომ მსოფლიოში ტერორისტთა თავდასხმები აღარ იქნებოდა.

მაგრამ თუკი ახლო მომავალში, სადმე ავტომობილი აფეთქდება, გნებავთ ალჟირის ბაზარში ან სადმე სხვაგან, ცხადია ობამას პოლიტიკური მტრები ამ ძალადობრივ ქმედებას გუანტანამოს ან საზღვარგარეთ მდებარე სხვა ბანაკებიდან განთავისუფლებულ ყოფილ პატიმრებს დააბრალებენ.

პრეზიდენტობის პირველ დღეებში, მეგობრებისა და მტრების ერთამენთისგან გარჩევა, ობამასგან უეჭველად ყველაზე რთული მცდელობა იყო. პირველ ხანებში ის ფიქრობდა თავის საპრეზიდენტო კამპანიის ყველაზე ლოიალურ წევრებსა და ტრადიციულ უცხოელ მეგობრებს დაყრდნობოდა. უფლებამოსილებით აღჭურვიდან რამდენიმე დღეში, უკვე რთული გახდა მისი ზოგიერთი ”მეგობარი” ადრე ბუშისა და ჩეინის გარემოცვისგან გაგრჩიათ.

ობამას არჩევის ზეიმისთვის საბანკო ინდუსტრიამ დაღუპვისგან გადარჩენილი ფედერალური სახსრების გამოყენება გადაწყვიტა, რომ მისთვის კომფორტის შეგრძნება ეწყალობებინა. კონგრესის დემოკრატებმა ხელისუფლების მიერ სასწრაფოდ სესხად მიღებული თანხები გამოიყენა, რომ სიფრთხილე შეელამაზებინა.

საზღვარგარეთ ისრაელმა ობამას უფლებამოსილება ღაზასთან დაწყებული ომით აღნიშნა. ჩინელებმა ამერიკელთა ხაზინის სიუხვე ეჭვქვეშ დააყენეს. პაკისტანელებმა უარი თქვეს თალიბებისთვის შეეტიათ. ევროპელებმა პროტესტი გამოთქვეს ამერიკელთა პროტექციონული პოლიტიკის გამო, და ობამამაც სიურპრიზების გარეშე გამოაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტის ადგილი უცხოეთში კანადა იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ორი ქვეყნის საზღვარს ხომ ნიაგარას ჩანჩქერი კვეთს.

ორიგინალი

No comments: