Wednesday, July 16, 2008

კომპანიების შერწყმა ევროკავშირის ლობისტურ სექტორში რყევებს გამოიწვევს

logo_euobserver 
ფილიპა რუნერი
16 თებერვალი 2009
 
ბრიუსელი - საზოგადოებასთან ურთიერთობის შვედური ფირმა Kreab-ი ნიუ-იორკში არსებულ კონკურენტ კომპანიას Gavin Anderson-ს შეერწყა, რათა ბრიუსელის ლობისტურ სექტორში პოლიტიკური რყევა გამოიწვიოს.

ორშაბათს (16 თებერვალს), როდესაც კომპანიების შერწყმის თაობაზე განცხადება გაკეთდა, ცნობილი გახდა, რომ Kreab-ის მესაკუთრე Magnora ახალ კომპანიაში - Kreab Gavin Anderson, რომლის მმართველადაც Gavin Anderson CEO-ს პრეზიდენტი რიჩარდ კონსტანტი რჩება - 53% წილის მფლობელი გახდა, ამერიკული მედია ჯგუფი Omnicom-ი კი 47%-ის მფლობელია.

ახალმა გაერთიანებამ დააქორწინა Kreab-ის გავლენა სკანდინავიურ ქვეყნებსა და ჩრდილოეთ ევროპაში და Gavin Anderson-ის სერიოზული წარმომადგენლობითობა აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და ავსტრალიაში.

საქმიანი გარიგების ფარგლებში დაგეგმილია Kreab-ის პროფილის შეცვლა ევროპაში, სადაც ის ცნობილია ისეთი სუბიექტების ლობირებით, როგორებიც არიან შვედური ფინანსური ფირმა Investor, განახლებადი ენერგეტიკული წყაროს მწარმოებელი European Heat Pump Association, კრემლთან დაპირისპირებული ფიგურა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

Gavin Anderson დიდ ბრიტანეთში რუსულ ჰიდროკარბონულ გიგანტს ”გაზპრომს” წარმოადგენს, ასევე მუშაობს რუსეთის ხელისუფლებასთან იაპონიაში. Gavin Anderson-ის შვილობილი კომპანია Omnicom ჯგუფში GPlus-ი ”გაზპრომსა” და კრემლზე ბრიუსელში ზრუნავს.

ქაღალდზე, Kreab Gavin Anderson-ის ოფისს ბრიუსელში, რომელიც ევროკავშირის დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პიარ მანქანაა, არ ექნება კავშირი ფირმებთან, რომლებსაც რუსი კლიენტები ჰყავთ და Gplus-თან არ ითანამშრომლებს.

მაგრამ საქმით, Kreab Gavin Anderson-ის ზოგიერთი თანამშრომელი ღელავს, რომ მათი ახალი ბიზნესს კარტების ენერგიის განახლებაზე მომუშავე ან პრო-დემოკრატიული კონტაქტებისთვის გადაცემა ევროკავშირის ინსტიტუტებსა ან ლონდონში, ეჭვებს გამოიწვევს.

”Kreab Gavin Anderson-მა მისი კლიენტები სხვა დედაქალაქებშიც უნდა წარმოადგინოს, მათ შორის ლონდონში ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამდენად (თანამშრომლები) რისკავენ ერთ მშვენიერ დღეს ერთდროულად იყვნენ როგორც, განახლებადი ენერგეტიკული წყაროს მწარმოებლის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, ასევე რუსი მიმწოდებლების სახელით ისაუბრონ,” გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ამ გაერთიანებას შეუძლია ასევე გაართულოს კორპორატიული ურთიერთობა შვედეთის მმართველ მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიასთან Moderaterna.

Kreab-ის ძირითადი მესაკუთრე პიჟე ემილსონი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის ძველი მეგობარია. ეს უკანასკნელი 2006 წლამდე Kreab-ს თავად ხელმძღვანელობდა. Kreab Gavin Anderson-ის ბრიუსელის ოფისის ხელმძღვანელი გეორგ დანელი პარტია Moderaterna-ს ყოფილი მდივანია.

ის, რომ შვედეთში ”გაზპრომი” მგრძნობიარე თემაა, 2006 წელს გამოჩნდა, როდესაც ბატონმა ბილდტმა მის აქტივებზე Vostock Nafta-ში (რომელიც ”გაზპრომის” ნაწილის მფლობს) უარი განაცხადა, რათა თავიდან აეცილებინა ბრალდებები ინტერესთა კონფლიქტზე მის საგარეო პოლიტიკურ როლთან.

სტოკჰოლმს ჯერ არ გადაუწყვეტია მისცემს თუ არა ”გაზპრომს” ”ჩრდილოეთ ნაკადის” (Nord Stream) აშენების ნებას ბალტიის ზღვაში, შვედეთის წყლების გავლით.

ორიგინალი

No comments: