პიერ ბრიანსონი
19 იანვარი 2009
2008 წლის სექტემბერში ბრიტანულ ნავთობკომპანია BP–სა და რუსი ოლიგარქების ჯგუფის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება – დავა კი საბადოზე კონტროლის განხორციელების ხელში ჩაგდების გამო მიმდინარეობდა - გონიერი კომპრომისის ნიმუშად წარმოადგინეს: სამი ახალი ”დამოუკიდებელი” პირის შეყვანა ადმინისტრაციაში ამიერიდან მისი სხვადასხვა ინტერესების გამომხატველი წევრების ორ თანაბარ ჯგუფად დაყოფას გამორიცხავდა, რაც ზუსტად ასახავდა ორ ბანაკს შორის კაპიტალის 50-50%-ზე გადანაწილებას და საბჭოს მუშაობასაც, რომელიც აქამდე პარალიზებული იყო, გააქტიურებდა.
მათი დანიშვნის შემდეგ, ოთხშაბათს, 14-ში და ხუთშაბათს 15 იანვარს, ჩვენ უკვე გავიგეთ თუ რას ნიშნავდა ადმინისტრაციაში სამი ”დამოუკიდებელი” წევრის დანიშვნა. ერთი მათგანი, ჯიმ ლენგი ბრიტანეთის საქმიანი წრეების ვეტერანია, რომელიც ახლახანს რიო-ტინტოს სამთო მაღაროს ადმინისტრაციის საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, მეორე – ალექსანდრე შოხინია, ის ელცინის მთავრობაში მინისტრი იყო, დღეს რუსეთის მეწარმეთა გაერთიანების თავმჯდომარეა.
მესამე წევრის, გერმანიის ყოფილი კანცლერის გერჰარდ შრიოდერის სახელმა BP-ის ადმინისტრაციული საბჭოს მიუკერძოებლობაზე შეიძლება ეჭვები აღძრას.
შრიოდერის პრორუსული პოზიცია და მისი კავშირები ვლადიმერ პუტინთან ჯერ კიდევ გერმანიის კანცლერობის პერიოდში კამათის საგანს წარმოადგენდა. გადადგომიდან მეორე დღეს მისმა დასახელებამ რუსული გაზსადენის ჩრდილოეთის მიმართულების ხელმძღვანელად და გერმანიის სახელით ხელმოწერილი გეგმის გამოქვეყნებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საყოველთაო გაოცება გამოიწვია. კითხვა, რომელიც ამჟამად ისმება, შემდეგი გახლავთ – შეძლებს თუ არა შრიოდერი ბრიტანულ ნავთობკომპანია BP-ის ადმინისტრაციაში ოლიგარქების მუდმივად მორიგებას და დაეხმარება თუ არა მისი პირადი მეგობრობა რუსეთის ხელმძღვანელებთან BP-ს თავი დააღწიოს შექმნილ რთულ ვითარებას.
2008 წლის სექტემბრის შეთანხმების სასწორი უკვე რუსების მხარეს გადაიხარა – მათ მმართველობის საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნას მიაღწიეს. დღეს BP უკვე აღარ არის ის კომპანია, რომელიც წარსულში იყო, მან დაკარგა მიმზიდველობა, რომელიც ერთი წლის წინ გააჩნდა, მისი აქციები ბირჟაზე 70%-ით დაეცა. მაგრამ საინტერესოა, არის თუ არა ამიერიდან მაინც ბრიტანული ჯგუფი დაცული შპიონაჟის, ფინანსური მაქცინაციების და შრომის პირობების დარღვევის ბრალდებებისგან , რომლის მსხვერპლიც იყო ის სისტემატიურად ოლიგარქებთან კონფლიქტების ყველაზე რთულ პერიოდებში.
ორიგინალი
Thursday, June 19, 2008
შეძლებს თუ არა შრიოდერი ბრიტანულ ნავთობკომპანია BP-ში სასწორის რუსების სასარგებლოდ გადახრას
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment