Wednesday, June 18, 2008

ევროპაში გაზზე კონფრონტაცია გრძელდება

le_temps

რიჩარდ ვერლი

•    რუსული აირის კრიზისის გაჭიანურება ვეროკავშირის ენერგეტიკულ უძლურებას ამჟღავნებს.
•    მოსკოვისა და კიევის რკინის მკლავებში მოქცეული ევროკავშირის ჩეხეთის თავმჯდომარეობა დასუსტებულია კონფრონტაციით, რომელიც  ბევრ ევროპულ ქვეყნას მძიმე ტვირთად აწვება.


მიწვევას ვერდიქტის ფასი აქვს. შაბათს, მოსკოვმა მას შემდეგ რაც მიიღო  შეთავაზება გაზის თაობაზე უკრაინასა და ევროკავშირთან მოლაპარაკება გაემართა, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დაადასტურა, რომ ევროპას მოდებული არნახული ენერგეტიკული კრიზისის გასაღები სწორედ კრემლში დევს.

ოთხშაბათს, ბულგარეთის, სლოვაკეთისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები, რომელთა ქვეყნებიც გაზის მიწოდების შეჩერების გამო საშინლად იტანჯებიან, კიევსა და მოსკოვში გაემგზავრნენ, რათა სასწრაფოდ ადგილზე გაესაჩივრებინათ საკუთარი მოთხოვნა. სტრასბურგის ევროპული პარლამენტიდან მოშორებით კი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მარეკ ტოპოლანეკი, ევროკავშირის დროებითი პრეზიდენტი და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზო ძლივს მალავდნენ თავიანთ შეშფოთებას 1 იანვარს დაწყებული რუსულ-უკრაინული კრიზისის გახანგრძლივების გამო.

ევროკავშირმა, რომლმაც გუშინ ფაქტობრივად არ უპასუხა მოსკოვის შეთავაზებას, ტოტალური მარცხი განიცდა. ხაზი გაუსვა რა ბრიუსელის მზარდ მოუთმენლობასა და ამავე დროს საერთაშორისო თანამეგობრობის დაჟინებულ მოთხოვნაზე არგუმენტების ნაკლებობას, ჟოზე მანუელ ბაროზო სტრასბურგში ევროპარლამენტის დეპუტატების წინაშე დაიმუქრა, რომ საქმეს გასარჩევად იურიდიულ ველზე გადატანდა და იქვე განაცხადა, რომ კომისია საჩივრების წარდგენაში იმ კომპანიებსაც დაეხმარებოდა, რომლებიც მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის, გაზით მომმარაგებელ “გაზპრომს” და უკრაინულ “ნეფტოგაზს” (რომელიც ვალდებული იყო გაზი ევროპის ქვეყნებში გადაეტუმბა) უჩივლებენ. ორშაბათს, უნგრეთის გაზის კომპანია “ემფეზმა” პირველი ნაბიჯი გადადგა და “ნეფტოგაზის” წინააღმდეგ 30 მილიონამდე დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით საჩივარი შეიტანა.

ეს დავა უაღრესად პოლიტიკურია და სულაც არ ექვემდებარება სასამართლო განხილვებს, რადგან მოსკოვი და კიევი ბლოკადაზე პასუხისმგებლობას ერთამენთს აკისრებენ, კრიზისის პროვოცირება კი მოჰყვა უკრაინის უარს  გადაეხადა “გაზპრომის“ მიერ 2009 წლისთვის მოთხოვნილი ახალი ტარიფი (100 კუბური მეტრი – 250 დოლარი, 2008 წლის 179,25-ის და 2004 წელს კიდევ 100 დოლარით ნაკლები ფასის ნაცვლად). “იურიდიული ომი არაფერს მოიტანს” – ამბობს ერთი მიმომხილველი ბრიუსელიდან. უფრო მეტიც, ის რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ციმბირში მომქმედი ისეთი ნავთობკომპანიების წინააღმდეგ იმოქმედოს, როგორებიცაა “ბრიტიშ პეტროლიუმი” და ნორვეგიული “სტატოილ ჰიდრო.” მაგალითად, “ბრიტიშ პეტროლიუმის” მოსკოვური ფილიალი სექტემბერში იძულებული შეიქნა კაპიტალის განახლებისთვის გადაეხედა და მრავალჯერადი პოლიციური გამოძიებების შედეგად სამრეწველო შპიონაჟსა და საბადოების ცუდი დამუშავების ბრალდებებზე, მოსკოვის ზეწოლას დაჰყოლოდა.

ბრიუსელის მიერ ამ უქმეებზე მიღწეულ გადაწყვეტილებას - უკრაინელ და რუს ინსპექტორებთან ერთად გაზის მიწოდების ცენტრებში ევროკავშირის დამკვირვებლების დასწრების შესახებ - სადგურებში გაზის მიწოდება უნდა უზრუნველყო. მაგრამ არეულობა სწორედ სამშაბათს დაიწყო, რამაც ამ პროცესებში ევროკავშირის ჩართვის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან მოხსნა. კიევის განმარტებით, “გაზპრომს” სურდა ერთი საშინაოდ მომზადებული მილსადენის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების აღსადგენად, რაც სამხრეთში – ოდესის, ლუგანსკის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის ოლქებისა და ქვეყნის ჩრდილოეთის მთლიანად გათიშვას გამოიწვევდა. რუსულმა გიგანტმა ეს ბრალდება არაერთხელ უარყო. ის აცხადებს, რომ ამ საფელეტონო საქმეში, რომელიც საკითხის მთელი სერიოზულობის მიუხედავად, უფრო შავი სატელევიზიო სერიალების მასალად  გამოდგებოდა, უკვე მილიარდამდე დოლარი დაკარგა.

ნაბუქო “გაზპრომის” წინააღმდეგ, მეორე ბრძოლა აირისთვის
რიჩარდ ვერლი

აირის ევროპული ბლოკადა რუსეთის გვერდის ავლით აუცილებელი გაზის მიღების შესაძლებლობას აფართოებს, მაგრამ ენერგეტიკული ბრძოლის მოგება ჯერ კიდევ შორსაა.

დათოვლილი კარპატების ძირას, სიბიუს სამუშაო ოთახში, ტრანსგაზის “რუმინელი” დირექტორ-ოპერატორი იოან რუსუ, კედელზე გაკრულ რუკას ათვალიერებს და საკუთარ ფიქრებში ენერგეტიკულ ნააზრევს აჯამებს: თუკი ევროპული “ნაბუქოს” 3 300 კილომეტრიანმა მილსადენმა დღის სინათლე იხილა, კასპიის ზღვის ენერგეტიკული მარაგები 2012 წელს ევროკავშირის ქვეყნებს  დაუკავშირდება - აზერბაიჯანის ბაქოში და თურქეთის ერზრუმში არსებული განშტოებების საშუალებით.

წინასწარ ხუთ მილიარდ დოლარად შეფასებული ეს მშენებლობა, რომელიც “ტრანსგაზის” გარდა კიდევ ერთმა კონსორციუმმა უნდა აწარმოოს, რომელშიც გაერთიანებულია ვენაში ბაზირებული ხუთი კომპანია: ბოტარი (თურქეთი), RWE (გერმანია), ბულგარგაზი (ბულგარეთი), MOL (უნგრეთ-სლოვაკია) და OMY  (ავსტრია) შექმნილია მხოლოდ ერთი ობიექტური მიზეზის გამო - რაც შეიძლება სწრაფად დააღწიონ თავი რუსული გაზის მარაგების მიღებას, შესაბამისად  ტრანზიტზე “გაზპრომის” კონტროლს და სამხრეთიდან გაზი რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით მიიღონ. 

ევროპისთვის “ნაბუქო” ამ მეორე “ბრძოლაში” ყველაზე სიმბოლურ მოთამაშეს წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ხვალ ევროპა ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებას პირდაპირ შეძლებდა. ევროკომისიის მიერ ქარებისა და ზღვებისგან დაცული გეგმა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ეს პროექტი “გაზპრომთან“ მჭიდროდ დაკავშირებული ორი ევროპული ქვეყნის, იტალიისა და გერმანიის წინააღმდეგობას აწყდება.

შავსა და კასპიის ზღვებს შორის

წინააღმდეგობის ეპიცენტრი შავსა და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს. თბილისში, საქართველოში, სააკაშვილთან დაახლოებულმა მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში მოსკოვის ჯარებთან მისი ქვეყნის დამარცხების პასუხად “ნაბუქოს განხორციელება” სტრატეგიულ საბრძოლო ცხენად აქცია. ბაქოში, აზერბაიჯანის დედაქალაქში უწყვეტ ნაკადად ჩადიან ევროკავშირის ექსპერტები ჰიდროკარბონატით გაჯერებული, იმედის მომცემი შაჰდენიზის მარაგის დასაზვერად, რომელსაც 2006 წლიდან მთლიანად BP-ი და სტატოილი (ნორვეგია) იყენებენ და რომელიც მომავალი გაზსადენის პირველწყაროდ აღიქმება.

ბრიუსელში ენერგეტიკული კომისიის სამსახურის წარმომადგენელი ანდრის პიებარი 2009 წელს თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანოგლუ ბერდიმუხამედოვთან პირველ სტუმრობას აპირებს. თურქმენეთში გაზის დიდი საბადოა და ამ ქვეყნას ინდივიდუალურად შეუძლია გაზსადენის მომავლის უზრუნველყოფა.

ამ ომს თავისი მებრძოლები ჰყავს. ექსპერტები, მზვერავები, შუამავლები, მრეწველები. ანტიგაზპრომზე შეტევისთვის გამზადებულმა ჯარისკაცებმა კანადელი ადვოკატის რობერტ ამსტერდამის ბლოგზე მოიყარეს თავი, რომელიც გიგანტი “იუკოსის” დაპატიმრებული ოლიგარქის მიხეილ ხოდორკოვსკის ძველი ადვოკატი და რუსი ეკოლოგისტის გრიგორი პასკოს ახლობელია, რომელიც თავის მხრივ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი დაუძიენებელი მტერია. მათი მომმარაგებელი პერსონა, რომელიც ძირითადად ლონდონშია დაფუძნებული ჯონათან სტერნად იწოდება და რუსული გაზის ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტია; ასევე ფიანსისტი უილიამ ბროვდერი,  რომელსაც ოდესღაც რუსეთში “გაზპრომის” არასახელმწიფოებრივი აქციონერების დაცვაში კბილები გაუცვდა.

რუსები თავის მხრივ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ოლიგარქიულ ქსელს ეყრდნობიან. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური შეხვედრა ოქტომბერში გაზის აშხაბადური ფორუმის სახით თურქმენეთში ხდება, რომელსაც დიმიტრი მედვედევი და ვლადიმერ პუტინი სულ უფრო თვალწარმტაც კომერციულ შეთავაზებებს უკეთებენ, რომ ქვეყნაში “გაზპრომის” მონოპოლია შეინარჩუნონ. "რუსების ტრიბუნა სულ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ხდება” – ამბობს ერთი მონაწილე. “მათ ეს სულაც არ სჭირდებათ, მათთვის ყველაფერი გარეთ, კულისებში ან ფრანგი ბიუგის მიერ კარარის მარმარილოთი აგებულ სასახლეებში, ადგილობრივ ნომენკლატურასთან მოლაპარაკების დროს წყდება.”

ერთნიც და მეორენიც თავიანთი პაიკების გათამაშებას ცდილობენ. “თქვენ როგორ გგონიათ, რატომ სთავაზობს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დეკემბრიდან მოყოლებული თავის შუამავლობას სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბახის კონფლიქტში?” – გაგვანდო ახლახანს ვენაში ევროპისა და უშიშროების თანამშრომლობის ორგანიზაციის პასუხისმგებელმა პირმა. ამ ზონაში, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ერევანსა და ბაქოს შორის დავის საგანია, რუსეთი შესაბამისი ძალების განლაგებით და ჭადრაკული წყობით რეგიონალური გაზისთვის ბრძოლაში გაბატონებულ ადგილს დაიკავებს.
აირისთვის მეორე “ბრძოლის” პირველი ხაზი ავსტრიაში გადის. ეს ტიროლში მდებარე ბომგარტენის ტერმინალია, რომელშიც “ნაბუქოს” გაზი გაივლის თუ პროექტის მონაწილეები მის განხორციელებას მოახერხებენ. ეს ყველაფერი ვენაში ხდება, ველენშტრასეზე მდებარე სუპეროფისებში, ჰოფბურგიდან ორი ნაბიჯის მოშორებით, სადაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ექსპერტები – სადაც ყველა ეს ქვეყნაა გაერთიანებული –თავიანთ რუკებს ადგენენ და ანახლებენ.

დამთხვევა? არა

ფაქტია, რომ რამდენიმე თვის გადავადების შემდეგ რუსეთი უნდა შეწიინაღმდეგებოდა საქართველოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის მანდატის გაგრძელებას. “სულ ბოლოს მან ნოემბერში ჩრდილოეთ ოსეთის მილსადენის სამხრეთ ოსეთის მილსადენზე მიერთება გამოაცხადა.” დამთხვევაა? რა თქმა უნდა, არა. კავკასიაში ყველა ფეხის ნაბიჯზე ენერგეტიკული ჩანაფიქრი დევს.”

გაზის “სამხრეთული გზა” დანაღმული ენერგეტიკული საზღვარია. ამასთან, დიდი ბანკებისა და საუცხოო სასტუმროების სასაუბრო სალონებში ინვესტორების დასარწმუნებლად ხანჯლებით ბრძოლა მიმდინარეობს. ასევე ფინანსური კრიზიზის გამო, ჩიხში მომწყვდეული რუსეთი მაინც აგრძელებს “ნაბუქოს” საწინააღმდეგო პროექტის, South stream-ის ამოქმედებას, რომლის პრინციპული თანამონაწილე იტალიაა.

Germanium კი თავის თავზე იტვირთა North stream-ის მშენებლობა, რომლის პრეზიდენტიც ძველი კანცლერი შრიოდერი გახლავთ და რომელიც 2010 წლისთვის ბალტიის ზღვის გავლით რუსული გაზის გემრანიაში გადაქაჩვას ცდილობს.

უკანასკნელი გამოცდა

“მოსკოვი ძირითადად კობმლის არგუმენტით მოქმედებს. ნაღდი, საწვავად გამოსაყენებელი აირის დიდი მარაგი რუსეთის კონტროლს ექვემდებარება” – ამბობს ერთი ექსპერტი. შედეგი: დღევანდელი კრიზისის ფონზე ბრიუსელიდან ზეწოლა ძლიერდება, რომ დღეს ყველა პარტნიორი (როგორც უკვე საქმეში ჩართული, ისე ჩაურთველი, მათ შორის ფრანგული GDF) იმ გადაწყვეტილებამდე მივიდეს, რომ პროექტს ჩამოშორდეს. “გაზის ეს კრიზისი, უკანასკნელი გამოცდაა” – წინასწარმეტყველებს ერთი ევროპელი ფუნქციონერი. “თუ უახლოეს თვეებში ბლოკადა გაგრძელდება, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა სამხრეთის მარშრუტისთვის ბრძოლა მოიგო”.

ჩეხის უქეიფობა
რიჩარდ ვერლეი

ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, რომლებიც 7 იანვრის შემდეგ რუსული აირის მიღებას მთლიანად მოკლებულნი იყვნენ, სათანადოდ ვერ უნდა შეეფასებინათ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის მირეკ ტოპოლანეკის ოპტიმიზმი. ამ უკანასკნელმა გუშინდელ შეხვედრაზე ევროპელ დეპუტატებთან განაცხადა, რომ მას ენერგეტიკული კრიზისი ამიერიდან “მოგვარებულად” ეჩვენებოდა, რადგანაც სლოვაკიას და ბულგარეთს გაზის საკუთარი მარაგის ამოწურვის შემდეგ, მეზობლების სასწრაფო დამხარება დასჭირდებოდათ.

გაზრდილი უქეიფობის მიზეზს სლოვაკიისა და ბულგარეთის პრემირ-მინისტრების მოსკოვში გამგზავრებას, ლისაბონის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის ხელიდან გაშვებაც დაემატა, რომლის რატიფიცირებაც თავად ჩეხეთის რესპუბლიკას არასდროს მოუხდენია და რომელიც საერთო ენერგეტიკული პოლიტიკის გაფართოებას ითვალისწინებდა. წარმოადგინა რა საკუთარი, “პერსონალური” აზრი ირლანდიის 12 ივნისის რეფერენდუმით უარყოფილ ტექსტზე, ბატონმა ტოპოლანეკმა თქვა: “უფრო ცუდი იყო, ვიდრე ნიცის ხელშეკრულებაო” და დაიქადნა, რომ ამ საკითხს საკუთარი უმრავლესობით პარლამენტში ხელახლა უყრიდა კენჭს.

რატომ აღვივებენ წლის დასაწყისში შიშებს, რომ ინსტიტუციონალური ჩიხის შემთხვევაში ევროკავშირის გულში დაწყებული დაშლა ზედაპირზე ამოტივტივდება.

“აირის კრიზისი ადასტურებს, რომ მოსკოვი ყურს არ უგდებს პრაღას და სურს პირდაპირ ბრიუსელსა და ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს  ელაპარაკოს,” – ამბობს ევროპარლამენტის დეპუტატი. იანვრის თვის ენერგეტიკულ სიცრუეებს უკვე პოლიტიკური უქეიფობის დასაწყისიც დაემატა.

ორიგინალი

No comments: