Friday, June 20, 2008

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დასავლეთი ღაზას კონფლიქტთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა

EasyBourse

18 იანვარი 2009

ანკარა (AFP) - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, ტაიპ ერდოგანმა კვირას განაცხადა, რომ დასავლეთმა ვერ შეძლო სწრაფად რეაგირება და ღაზას სექტორში სისხლისღვრის შეჩერება, ხოლო დამოკიდებულება პრობლემისადმი აღწერა, როგორც ”ორმაგი სტანდარტები”. ბელგიაში სიტყვით გამოსვლის დროს, რომელიც თურქეთის ტელევიზიით გადაიცემოდა, ერდოგანმა გაიხსენა აგვისტოს კონფლიქტი საქართველოსადა რუსეთს შორის და დასავლეთს იმაში დასდო ბრალი, რომ ის ღაზაზე დამანგრეველი თავდასხმის შესაჩერებლად ასევე ოპერატიულად  არ ჩაერია.

”ისეთი ყურადღება, რომელიც გამოიჩინეს საქართველოსადმი, სამწუხაროდ ღაზასთან დაკავშირებით არ გამოუჩენიათ... არც შეერთებულმა შტატებმა და არც (დასავლეთ) ევროპის ქვეყნებმა” - განაცხადა მან.

”რატომ ასეთი ორმაგი სტანდარტები? რატომ ამდენად განსხვავებული ინტენსივობა?” -იკითხა ერდოგანმა.

ერდოგანმა ასევე გააკრიტიკა ისრაელი  იმის გამო, რომ, როდესაც კვირას დილით ოპერაციის ცალმხრივად შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა,  თავის 22 დღიან თავდასხმას, რომელსაც სულ ცოტა 1300 ადამიანი შეეწირა, წარმატებული უწოდა, .

”ჩვენ ვწუხვართ იმის გამო, რომ მათ დაასრულეს ის, რაც უნდოდათ” - განაცხადა ერდოგანმა

”ჩვენ ვწუხვართ იმაზე, რომ მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც უნდოდა” - განაცხადა ერდოგანმა -”დაიხოცა ბავშვები, დაიხოცა უსუსური ადამიანები. ეს არის ის, რისი გაკეთებაც გინდოდათ?”.

მან ეს განცხადება ბელგიის ქალაქ ჰასელტში, თურქ ემიგრანტებთან შეხვედრის დროს გააკეთა. ის ორშაბათს   ბრიუსელში ევროპის კავშირის ხელმძღვანელობას შეხვდება. ძირითადად მუსლიმური, არაარაბული თურქეთი, ნატოს წევრი და ისრაელის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, 1996 წლიდან მათ სამხედრო თანამშრომლობის ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

მაგრამ ერდოგანი, რომლის მმართველი პარტია პოლიტიკურ ისლამს ეფუძნება, რეგულარულად ესხმოდა თავს ისრაელს ღაზას კრიზისის დროს და კონფლიქტში ბრალს ძირითადად ებრაულ მხარეს სდებდა.

ამავე დროს, ანკარა აქტიურად შუამავლობდა ძალისხმევას, რათა ისლამური მოძრაობა ჰამასი, რომელიც აკონტროლებს ღაზას, დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას.

ორიგინალი

No comments: