Friday, June 20, 2008

ობამა საქართველოს ლიდერს , ალბათ, ყურადღებით დააკვრიდება

logo_reuters_media_us

მეტ რობინსონი
20 იანვარი 2009

თბილისი-საქართველოს ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ლიდერთა შორისაა, რომელიც ჯორჯ ბუშის ხელისუფლებიდან წასვლის გამო უნდა წუხდეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი, რომელსაც ის სამშაბთს ადგილს დაუთმობს, იმავე გზნებით დაუჭერს მხარს თბილისს.

სააკაშვილი თავის უახლოეს დასავლელ მოკავშირეს კარგავს, ხუთ წელზე ცოტა ხანია, რაც მშვიდობიანი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ის ხელისუფლებაში მოვიდა და ბუშმა სააკაშვილი მსოფლიოში მშვიდობის გავრცელების თავისი გეგმის სარეკლამო ბიჭუნად გამოაცხადა.

ამ ურთიერთობას პირადი ხასიათი ჰქონდა.

ბუში თბილისს 2005 წლის მაისში ეწვია და საქართველოს ”თავისუფლების შუქურა” უწოდა. სააკაშვილმა ერთ-ერთ ქუჩას ბუშის სახელი დაარქვა და ერაყში 2000 ჯარისკაცი გააგზავნა.

მაშინ, როდესაც რუსეთთან აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ მისმა იმიჯმა დარტყმა მიიღო და  დემოკრატიისადმი მისი დამოკიდებულების გამო ის კრიტიკის ობიექტი გახდა, სააკაშვილს მოკავშირეები სჭირდება. ვაშინგტონი, თავის მხრივ, ვერ უგულვებელყოფს ქვეყანას, რომელიც ევროპისკენ მიმავალი ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტულ ტერიტორიას წარმოადგენს.

”არა მგონია, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ, საქართველო მატარებლის ქვეშ  შეაგდოს, მაგრამ საქართველოზე აღარ გაკეთდება აქცენტი, როგორც გარდამავლობის მოდელზე, რომლის მსგავსის ნახვასაც ისინი სხვა ქვეყნებში ისურვებდნენ” - ამბობს ჯეფრი მანკოფი, საერთაშორისო ურთიერთობების ამერიკული საბჭოს თანამშრომელი.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილმა ვერ უერთგულა დემოკრატიას. მან ჩაახშო მედია, სასამართლო და პოლიტიკური ოპოზიცია. ძალაუფლება კონცენტრირებულია  ახლო წრეში, რომელსაც დიდწილად იმაში ადანაშაულებენ, რომ ქვეყანა რუსეთთან ომში ჩათრია.

სააკაშვილი, რომელმაც ადვოკატის განათლება აშშ-ში მიიღო, უარყოფს, რომ შეზღუდა დემოკრატიული თავისუფლებანი. მან გადადგა ნაბიჯები, რომლებიც, მისი თქმით, საპრეზიდენტო ხელისუფლებას შეზღუდავს.

ბუშის ადმინისტრაცია ”დაუფიქრებლად, თვალდახუჭული უჭერდა” მხარს სააკაშვილს და მწარედ იყო იმედგაცრულებული, როდესაც საქართველომ მეამბოხე რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, ამბობს ჯეიმს ნიქსი, ლონდონის ჩეთმენ ჰაუსის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების მკვლევარი.

ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ბუშმა გარკვევით ვერ გააგებინა სააკაშვილს მისი პრივილეგიების საზღვრები, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა. საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას განუცხადა, რომ სააკაშვლის აზრით, აშშ მხარს უჭერდა მის შეტევას სამხრეთ ოსეთზე.

ახალი ადმინისტრაციას შეუძლია სააკაშვილზე უფრო დიდი ზეწოლა განახორციელოს და რეალური რეფორმების გატარება მოსთხოვის, მით უფრო გამოცოცხლებული ოპოზიციური მოძრაობის ფონზე, რომელიც ომში სააკაშვილს ადანაშაულებს.

ნიქსი ამბობს, რომ ცვლილება, რომელიც თეთრმა სახლმა შეიძლება განხორციელდესა არის ”უფრო ნიუანსირებული პოლტიკა საქართველოს მიმართ”.

”სააკაშვილმა დადო პირობა, რომ ის უფრო მაღალი სტანდარტების შესაბამისად მოიქცევა” - ამბობს ნიქსი- ”მხოლოდ ამით შეიძლება მიაღწიოს წარმატებას ახალ ადმინისტრაციასთან”.

პრივილიგირებული ინტერესები

აგვისტოში, საქართველოში ტანკებისა და ჯარის გაგზავნით, რუსეთი იმაზე მიანიშნებდა, რომ ის მზადაა დაიცვას ”პრივილიგირებული ინტერესები” თავის პოსტსაბჭოთა სამეზობლოში, რითიც ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით, რომელიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის, წინ აღუდგა.

ვაშინგტონი, ძირითადად მოსკოვის გასაღიზიანებლად, საქართველოს 1 მილიარდ დოლარსა და ომის შემდეგ დახმარებას დაპირდა, მან შავ ზღვაში საომარი ხომალდებით ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა. რუსეთმა საპასუხოდ აშშ-ს სასაზღვრო წყლებთან უამრავი გემი სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაუშვა.

ომმა გაამძაფრა განსხვავებანი ევროპის შიგნით, ნატოს გაფართოებასა და მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრაინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ობამასთვის პრიორიტეტული არ იქნება, განსაკუთრებით შეირაღების კონტროლთან, ირანთან და ავღანეთთან შედარებით - პრობლემები, რომლებთანაც დაკავშირებით ვაშინგტონს რუსეთთან თანამშრომლობა დასჭირდება.

ბუშის პოლიტიკამ აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში რუსეთთან ურთიერთობები სახიფათოდ დაძაბა-ამბობს მანკოფი.

ბუშის თეთრი სახლი აგვისტოს ომისთვის მთლიანად მოსკოვს ადანაშაულებდა. მაგრამ იმ მომენტისთვის ობამას კომენტარები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მას ”იმასთან, რაც ხდებოდა, უფრო ნიუანსირებული დამოკიდებულება ჰქონდა” - მიაჩნია მანკოფს.

”აგვისტოს ომმა ერთმნიშვნელოვნად შეახსენა ყველას, რომ რუსეთის იგნორირება არ შეიძლება”- ამბობს ის.

დასავლელმა დიპლომატებმა უარი უთხრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციებს, რომელთაც სასტიკი დარტყმა რუსეთის დამანგრეველმა პასუხმა და სააკაშვილის გადაწყვეტილებამ მიაყენა - დაეწყო საჰაერო და ქვეითი შეტევა სამხრეთ ოსეთზე, რომელიც თბილისის კონტროლიდან 1990-იანების დასაწყისში გამოვიდა.

საქართველომ ის მცირედი კონტროლიც კი დაკარგა, რომელსაც ფლობდა სამხრეთ ოსეთსა და მეორე სეპარატისტულ რეგიონზე, აფხაზეთზე. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ათობით ათას ქართველ ლტოლვილს თვალსაწიერ მომავალში შინ დაბრუნების მცირე პერსპექტივა აქვთ, ხოლო ინვესტორებზე გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა იქონია ზეგავლენა.

რამდენიმე საკვანძო მოკავშირემ გაწყვიტა კავშირი პრეზიდენტთან, ხოლო გამოცოცხლებული ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვს.

”მე ვფიქრობ, ბუშის ადმინისტრაციის წასვლა შეცვლის ქართველების შეხედულებებს სააკაშვილზე” - ამბობს მანკოფი - ”ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა მისთვის იკლებს”.

ორიგინალი

No comments: