გერარდ ბეიკერი
21 იანვარი 2009
მომენტის ისტორიული მასშტაბი, მოვლენის უნიკალურობა და უპრეცედენტობა ყოველთვის ქმნის იმის რისკს, რომ თვითონ გზავნილი შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს. ამერიკის პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტის ფიცის დადებისას, ადამიანთა ისეთ მასაში, რომლის მსგავსსაც ვაშინგტონი არასდროს მოსწრებია, საინაუგურაციო ცერემონიალის ჩვეულ პომპეზურობასა და სიკაშკაშეში, ბრწყინვალე, მშვიდობისმოყვარე სულით განმსჭვალული საინაგურაციო მიმართვა, მაშინაც კი, თუ მას სრულყოფილი ორატორი წარმოთქვამს - ერთი საფრთხის წინაშე დგება, ის შეიძლება განსაკუთრებულმა გარემოებებმა დაჩრდილოს.
მაგრამ ეს ბარაკ ობამა იყო, ახლა უკვე პრეზიდენტი ბარაკ ობამა და, თუ ვინმეს მჭერმეტყველება შეიძლება ასეთ სიმაღლეებს შეწვდომოდა, ეს, რა თქმა უნდა სწორედ ობამა იქნებოდა.
შესაძლოა იმიტომ, რომ აშშ თაობის წინაშე მდგარ ყველაზე მძიმე გარემოებების პირისპირ აღმოჩნდა, ან შესაძლოა მისი განთქმული რიტორიკის მაგიის მომლოდინე მილიონების გამო, ამჯერად ობამას მჭერმეტყველება განსაკუთრებულ სიმაღლეებს ვერ შესწვდა.
იყო რამდენიმე ნამდვილად დასამახსოვრებელი მომენტი - არც კენედის მსგავსი და არც მარადიული ციტატები რუზველტიდან.
ობამამ მძიმე შრომა გასწია იმისთვის, რომ მისი საარჩევნო კამპანიის უდიდესი წარმოდგენების ინტონაცია და მოდულაცია შეენარჩუნებინა. იგრძნობოდა უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ გაუბედავი მინიშნება მისი გმირისა და ილინოისელი კოლეგის, ავრაამ ლინკოლნის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე.
გამოსვლის ენა დროდარო მე-19 საუკუნისას ერთმნიშვნელოვნად მოგვაგონებდა - ყველა მსგავსი ფრაზა: ” უნდა ვიცოდეთ” აშშ-ს პოლიტიკის ესა თუ ის ინტენცია და კიდევ ბიბლიური პასაჟები.
მაგრამ ობამამ ლინკოლნის სტანდარტი ვერ გაიმეორა, რაც, ალბათ, ზედმეტად რთული აღმოჩნდა. შესაძლოა ეს გამოსვლა სულაც ვერ გახდეს დასამახსოვრებელი და, ალბათ, ადამიანთა უმეტესობა რამდენიმე კვირის შემდეგ მისი სპიჩის რამდენიმე ფრაზასაც კი ვერ გაიმეორებს, საუკუნის მასშტატებებზე აღარაფერს ვიტყვით. თუ სიმართლე გინდათ, ობამას გამოსვლა არსებული რეალური გამოწვევების უსაზღვრო მასშტაბზე იყო უფრო მიმართული. ის ორ აუდიტორიას მიმართავდა: იმედიან, მაგრამ შეშფოთებულ ადამიანებს შინ და დაეჭვებულ, მაგრამ იმედით მოცულ მსმენელებს ოკეანისგადაღამა.
გლობალურ აუდიტორიას ობამამ, შესაძლოა უფრო მკვეთრადაც, ვიდრე ელოდნენ, მიანიშნა, რომ ის თავისი წინამორბედისგან განსხვავებულ გზის არჩევას აპირებს.
შენიშვნებში, რომელიც იმას მოასწავებდა, რომ სულ რამდენიმე დღეში მისგან მნიშვნელოვან პოლიტიკურ განცხადებებს მოვისმენთ, პრეზიდენტი ობამა მიანიშნებდა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ბუშის მიდგომებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.
”თავდაცვის სფეროში ყალბ არჩევანს დაცულობასა და ჩვენს იდეალებს შორს უარვყოფთ”. მომავალ რამდენიმე დღეში ის გუანტანამო ბეის დახურვის განკარგულებას გასცემს და აკრძალავს ტუსაღთა დაკითხვისას სასტიკი ზომების გამოყენებას. ”ეს იდეალები ჯერ კიდევ შუქს ფენს მსოფლიოს და მიზანშეწონილობის გამო ჩვენ მათზე უარს ვერ ვიტყვით. ხოლო იმ ადამიანებმა და მთავრობებმა, ვინც ახლა გვიყურებენ, უზარმაზარ დედაქალაქებში და ერთი ციდა სოფლებში, ისეთში, როგორშიც მამაჩემი დაიბადა, უნდა იცოდნენ, რომ ამერიკა თითოეული ერის, ყოველი კაცის, ქალის და ბავშვის მეგობარია, მათი, ვინც მომავალში ღირსებასა და მშვიდობას ეძიებს და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესებს კიდევ ერთხელ ჩავუდგეთ სათავეში”.
ობამამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ტერორისტები, რომ ამერიკა მათ აუცილებლად დაამარცხებს; იმის პირობაც დადო, რომ ერაყიდან გამოვა და ავღანეთში გამარჯვებას მოიპოვებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად, ალბათ, მაინც, ის უნდა მივიჩნიოთ, თუ როგორ განსხვავდებოდა ობამას საინაგურაციო გამოსვლის ტონი ოთხი წლის წინათ ბუშის მიერ წარმოთქმული სიტყვის ინტონაციისგან.
არ გაკეთებულა არავითარი მინიშნება იმაზე, რომ აშშ მსოფლიოში ტირანიის აღმოფხვრას აპირებს. სანაცვლოდ ობამამ ტირანები გააფრთხილა, რომ მათ ”ისტორიაში არასწორი პოზიცია აირჩიეს”.
მისი სიტყვის ძირითადი ნაწილი, იმ გამოწვევებზე ფოკუსირდა, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია ქვეყნის შიგნით წააყდება. როგორც ჩანს, ყველა ახალი პრეზიდენტი ყოველთვის არჩევს ქვეყნისთვის გადაუდებლად საჭირო ახალ მიმართულებებზე განაცხადოს მაშინაც კი, თუ ყველაფერი კარგად მიდის. მაგრამ ჯერ არავის დაუსვამს კითხვა იმ ეკონომიკური პრობლემების მასშტაბებზე, რომელთა პირისპირაც აღმოჩნდა აშშ და არც იმაზე, რომ ქვეყანამ ხელშესახებად დაკარგა რწმენა საკუთარ თავში.
ობამამ პირობა დადო, რომ მთავრობა საჯარო სივრცის სტიმულირებას სწრაფად დაიწყებს. მაგრამ მან ამერიკის მოსახლეობას მოთმინება მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ ყველაფერს ამას დრო დასჭირდება.
No comments:
Post a Comment