ადრიან ბლომფილდი
21 იანვარი 2009
შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ეძლევა რუსეთის ტერიტორიის გავლით მოამარაგოს ავღანეთში დისლოცირებული თავისი ჯარები - ურთიერთობათა დათბობის პირველი ნიშანი.
დადებული შეთანმება, რომელსაც ავღანეთში ამერიკული არმიის წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვლებას ანიჭებენ, გასული აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მხრიდან დასავლეთისადმი პოზიციის შერბილების პირველი ნიშანია.
ხუთდღიანი ომის დროს საქართველოსადმი ვაშინგტონის მხარდაჭერით განრისხებული რუსეთი იმუქრებოდა, რომ უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, რომლის გარშემოც წინასწარი შეთანხმება აპრილში, ნატოს სამიტზე შედგა.
დასავლეთზე განაწყენებულმა რუსეთმა ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობა მთლიანად შეაჩერა.
მაგრამ გენერალმა დევიდ პეტრაუსმა, ავღანეთსა და ერაყში აშშ-ს შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ ხელშეკრულებას, როგორც იქნა, ხელი მოეწერა.
შეთანხმების თანახმად შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა ექნება განახორციელოს რესურსების მიწოდება ავღანეთში ჩრდილო კორიდორის მეშვეობით, რუსეთიდან ყაზახეთისა და უზბეკეთის გავლით.
შეთანხმება ამსუბუქებს დამოკიდებულებას სახიფათო მარშრუტზე, რომელიც პაკისტანის პორტზე, ყარაჩზე გადიოდა და რომელსაც ისლამისტი მებრძოლები ხშირად ესხმიან თავს.
გარდა ამისა, ეს ფაქტი ვაშინგტონს პაკისტანის მთავრობასთან მიმართებაში დამატებით დიპლომატიურ ბერკეტებს აძლევს. პაკისტანის ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის აშშ-ს დამოკიდებულებას მის სატრანზიტო მარშრუტზე იყენებს, როგორც უპირატესობას სიტუაციაში, როდესაც მან ვერ შეძლო ”შინაური წარმოების” ტერორიზმის პრობლემის გადაწყვეტა.
მიუხედვად შეთანხმებისა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ძველებურად თბილი ურთიერთობის აღდგენა ნაკლებად სავარაუდოა. ამ თვის დასაწყისში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკას მოუწოდა ”გააცნობიეროს პოსტამერიკული სამყაროს რეალობა”.
No comments:
Post a Comment