Saturday, June 21, 2008

ქართველები ისრაელს მხარს უჭერენ

jplogo.230 
ხათუნა მშვიდობაძე
21 იანვარი 2009

შობამდე ორი დღით ადრე, თბილისის მოღრუბლულ ცაზე ისრაელის დროშები ფრიალებდნენ. დაახლოებით 150 ქართველი სტუდენტი ღაზაში ისრაელის ანტიტერორისტული კამპანიის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ერთ მათგანს ხელში ეჭირა პლაკატი: ”ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს.” ისრაელის მსგავსად, საქართველო უძველესი, მაგრამ პატარა ქვეყანაა, რომელსაც მუდმივად საკუთარი თავისუფლებისთვის ბრძოლა უწევს. ქართველებს, ისევე როგორც ისრაელელებს, ესმით რა არის ომი და აცნობიერებენ იმ გლობალურ საფრთხეს, რომელიც თავისუფლებას ემუქრება.

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, რუსეთი საქართველოს ავიწროვებდა: აღვივებდა სეპარატიზმს და ტერორიზმს, აწყობდა დივერსიებს და პროვოკაციებს, ახრჩობდა ეკონომიკური ემბარგოთი. მას შემდეგ, რაც შარშან აპრილში ნატომ წევრობის საქმოქმედო გეგმის მონიჭებაზე უარი გვითხრა, კრემლმა ომისთვის მზადება დაიწყო - ლოჯისტიკის დაგეგმვა, ჯარების მომზადება და მობილიზება, ავიაიერიშებისთვის სამიზნეების შერჩევა, საზღვაო ქვეითთა გამყარება. და აგვისტოში შემოგვიტია.

თავდაპირველად მსოფლიო საქართველოს მხარეს იყო, მაგრამ დიდხანს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ბევრისთვის რთული აღმოჩნდა. რუსული ტანკებიდან და დამწვარი სახლებიდან ყურადღებამ ჩვენი პრეზიდენტის მიერ ომის პირველ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებებისკენ გადაინაცვლა.
”საქართველო”, წერდა ბარი რუბინი საერთაშორისო პრობლემების კვლევითი ცენტრიდან ”ქვეყანაა, რომელმაც იცის, თუ რას ნიშავს, როდესაც მეზობელი თავს ვერაგულად დაგესხმება, ხოლო შემდეგ იმაში დაგადანაშაულებენ, რომ საკუთარ თავს იცავს. მას ესმის მდგომარეობა, რომელშიც ისრაელი აღმოჩნდა. როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა მსოფლიომ ამაზე თვალი დახუჭა და ფაქტობრივად მისი ტერიტორიის ანექსია მოახდინა”.
თუკი ღაზაზე ინგლისურენოვანი ტელეარხების მომზადებულ რეპორტაჟებს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნებათ, თითქოს ყველაფერი 27 დეკემბერს ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმით დაიწყო. მაგრამ სტუდენტებმა, თბილისის თავისუფლების მოედნიდან, ყველაფერი უკეთ იციან. ერთ-ერთ პლაკატზე ასეთ მოწოდებას წაიკითხავდით ”შეაჩერეთ ტერორიზმი”, ისრაელიც ხომ ამას აკეთებს.

საქართველოს მსგავასად ისრაელს მშვიდად არასდროს უცხოვრია. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინიჯადი მუდმივად მისი განადგურებისკენ მოუწოდებს. ირანის მოკავშირე სირია ”ჰესბოლას” ტერორისტებს აფინანსებს, რომელიც ისრაელის ქალაქებს სამხრეთ ლიბანის მხრიდან რაკეტებით ბომბავს. სწორედ ეს გახდა 2006 წელს ლიბანში შეჭრის მიზეზი.

ქვეყნის მეორე ბოლოს, რომლის მოცულობა საქართველოს ტერიტორიის მესამედზე მცირეა, 2005 წელს ღაზას სექტორი დატოვეს ებრაელმა მცხოვრებლებმა და არმიამ. ამის შედეგად არჩევნებში იქ ჰამასელმა ტერორისტებმა გაიმარჯვეს, რომლებმაც უხეშად გაყარეს იქიდან პალესტინის ადმინისტრაცია და ისრაელსა და ეგვიპტეს შორის ტერორისტული ანკლავი შექმნეს.

წარმოიდგინეთ, რომ კენტსა და გვადალაჰარში ლონდონსა და მადრიდში მომზადებული ტერორისტები აღმოჩდნენ! ჰამასი ისრაელის განადგურების პირობას დებს. მან სამოქალაქო ობიექტებს ათასობით რაკეტა დაუშინა. ივნისში ეგვიპტის შუამავლობით ექვსთვიანი ზავის მიღწევა შესაძლებელი გახდა, მაგრამ სიტუაცია კვლავ გამწვავდა, როდესაც ჰამასმა ის დაარღვია და სარაკეტო სროლა განაახლა. ”ჩვენ მოვუწოდებდით ჰამასის ხელმძვანელობას... გთხოვთ, არ დაარღვიოთ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება” ამბობდა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი, მაგრამ ამაოდ. ისრაელი იძულებული გახდა ღაზას სექტორიდან მისი მოსახლეობის დაბომბვები აღეკვეთა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ”შეშფოთება გამოთქვა ღაზას სექტორში დაძაბულობის ესკალაციის და ისრელის უდანაშაულო მოსახლეობაზე ჰამასის მიერ მიტანილი სარაკეტო შეტევებით ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების გამო”.

”ჰამასი აქ არ არის პოპულარული, რადგან რუსეთ-საქართველოს ომის დროს მისი ხელმძღვანელობა რუსეთის აქტიური მხარდამჭერი იყო,” გვიხსნის ალექსანდრე რონდელი, საქართველოს საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ფონდის პრეზიდენტი.

გაიხსენეთ, რომ 2006 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ჰამასის ლიდერს ჰალედ მაშაალს ხვდებოდა. გარდა ამისა, რუსეთს კარგი ურთიერთობები აქვს ირანთან და სირიასთან. სწორედ მოსკოვი იცავს თეირანს სანქციისგან მისი ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ. წელს რუსები ბუშერში ატომური ელექტრო სადგურის მშენებლობის დასრულებას გეგმავენ. რუსული ფლოტი ყოფილ საბჭოთა ბაზაზე ლატაკიაში (სირია) შევიდა.

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამ ზაფხულს ბაშარ ასადს სოჭში მასპინძლობდა. სირიის პრეზიდენტმა რუსეთის თავდასხმა საქართველოზე მოიწონა.

როგორც ცოტა ხნის წინ გაზეთი ”ვედმოსტი” იუწყებოდა, რუსეთი სირიაში რაკეტების განთავსებას გეგმავს, მის მიერ ირანისთვის თანამედროვე C-300 სისტემის საზენიტო სარაკეტო დანადგარების მიყიდვის ფაქტს კი დღემდე განიხილავს, რასაც მხარეები ოფიციალურად უარყოფენ.

ისრაელი რუსეთს აფრთხილებდა, რომ სირიისa და ირანისთვის იარაღის მიწოდება ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსს დაარღვევდა, რადგან შესაძლებელი იყო იარაღი კიდევ უფრო საშიში ძალების ხელში მოხვედრილიყო. ამ საქმეთა ნაწილის გადადება ან მთლიანად შეწყვეტა შეიძლებოდა. მაგრამ მოსკოვი ირანისა და სირიის , შესაბამისად ჰესბოლასა და ჰამასის მხარდაჭერას მტკიცედ განაგრძობს.

კომერციული ინტერესი, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის სფეროში, ნაწილობრივ გასაგებს ხდის თუ რატომ უჭერს მხარს რუსეთი დემოკრატიული სამყაროსთვის საფრთხის მატარებელ ძალებს. მაგრამ როგორც ჩანს, საქმე ისაა, რომ რუსეთი მათ მხარს სწორედ მათი დემოკრატიული სამყაროსადმი მტრული განწყობის გამო უჭერს, რომლის დესტაბილიზაციის სურვილი თავად კრემლს გააჩნია.

ღაზაში ბრძოლა დემოკრატიასა და ტერორიზმს შორის მიმდინარეობს, და დამარცხების შედეგებს გაცილებით გრძელი ტრაექტორია აქვთ, ვიდრე ჰამასის რაკეტებს.

ავტორი თბილისში ცხოვრობს, იგი საქართველოს უსაფრთხოების ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.

ორიგინალი

No comments: