Saturday, June 21, 2008

ეუთო იმედოვნებს, რომ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთთან შეთანხმებას მოახერხებს

logo_reuters_media_us

კონორ სვინი
21 იანვარი 2009

მოსკოვი - ევროპის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის მთავარი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დარწმუნებულია - რუსეთთან შეთანხმებას მიაღწევს და საქართველოში მონიტორინგის პროცესის ჩაშლას თავიდან აიცილებს, რაც დასავლეთს ძალადობის შესაჩერებლად გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია.

საბერძნეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დორა ბაკოიანიმ მოსკოვში პირველი ვიზიტისას, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ (პოსტი როტაციულია) ჩაატრა, განაცხადა, რომ ის თავის წინადადებებს რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან განიხილავს.

”ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ქვეყანა შეცვლის თავის საბაზისო პოზიციას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას მისიასთან დაკავშირებით, ესეც საქმეა და ამის მიღწევა შესაძლებელია”- განაცხადა მან.

რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს სამხედრო მეთვალყურეთა მისიის ვადის გაგრძელებას საქართველოში გასული წლის დასასრულს, რადგან სეპარატისტული რეგიონისთვის, სამხრეთ ოსეთისთვის ცალკე მისიას მოითხოვდა.

დასავლურმა სახელმწიფოებმა არ შეასრულეს მოთხოვნა, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს სამხრეთ ოსეთის სუვერენულ სახელმწიფოდ დე ფაქტო ცნობის ტოლფასი იქნებოდა. რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარეს.

”საკითხი არ დადგება, თუ ჩვენ ფორმულას მოვიძიებთ - ჩვენ ფორმულის მოძიება შეგვიძლია - თუ ამის ნებას გამოვიჩენთ” - უთხრა ბაკოიანიმ როიტერს ლავროვთან შეხვედრის წინ მიცემულ ინტერვიუში.

მან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ცნობის საკითხი შეიძლება გადაილახოს და პარალელი გაავლო თავის ქვეყანასთან, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირის მისიაში კოსოვოში, თუმცა ათენმა არ სცნო მისი დამოუკიდებლობა სერბეთისგან.

”ჩვენ სურვილი გვქონდა და მოვიძიეთ ფორმულა, რომელმაც აბსოლუტურად ცხადყო, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ (კოსოვოს დამოუკიდებლობას), მაგრამ... კოსოვოში ყოფნის შესაძლებლობა მოგვცა” - თქვა მან.

დასავლურ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ეუთოს მისიის პატრულირებას საქართველოს კონფლიქტურ ზონაში შეუძლია  დაპირისპირების ახალი ტალღის ნაადრევი დიაგნოსტირება და ეთნიკურ ქართველთა უფლებების დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოძიება.

დასავლელი დიპლომატები თქმით, იმის გამო, რომ არ აქვთ სამხრეთ ოსეთში შესვლის შესაძლებლობა, ისინი ვერ ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება რეგიონის შიგნით. ევროკავშირის მეთვალყურეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან მისიას, რომელიც საქართველოს დე ფაქტო საზღვართან ოპერირებს, რეგიონში შესვლის ნებას არ აძლევენ.

1992 წლიდან 28 სამხედრო დამკვირვებელი ეუთოს მისიიდან საქართველოში იყო ბაზირებული. ქვეჯგუფი, რომელიც სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა, აქ ერთადერთი საერთაშორისო მისიას წარმოადგენდა.  ის იძულებული გახდება შეაჩეროს ყოველგვარი საქმიანობა, თუ მანდატს 18 თებერვლის შემდეგ არ გაუგრძელებენ.

რუსეთმა კონტრშეტევა საქართველოზე გასულ აგვისტოს წამოიწყო მას შემდეგ, რაც ქართულმა ჯარმა სცადა დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს. სამხრეთ ოსეთმა საქართველოსგან  დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ბაკოიანიმ უარი თქვა საკუთარი გეგმის დეტალების დაზუსტებაზე და განაცხადა, რომ არ სურს ამის გაკეთება, სანამ მოსკოვსა და თბილისში გარკევეულ პროგრესს არ მიაღწევს.

ორიგინალი

No comments: