Sunday, June 8, 2008

რუსეთი უსაფრთხოების სტრატეგიის ახალ პროექტს ამუშავებს



როჯერ მაკდერმოტი
8 იანვარი 2009

რუსეთის უშიშროების საბჭომ ახლახანს 2020 წლამდე გათვლილი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მოამზადა. პრეზიდნტმა დიმიტრი მედვედვმა ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე ბრძანება 2008 წლის ივნისში გასცა, საკითხი მოგვიანებით რუსეთის ყველა რეგიონში განიხილეს. ახალი სტრატეგიის მიხედვით დაგეგმილია: პოლიტიკური სისტემის სრულყოფა, სახელმწიფო მართვის ოპტიმიზაცია, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, როგორც რუსეთის განვითარების გარანტია გრძელვადიან პერსპექტივაში (“რია ნოვოსტი”, 2 დეკემებრი). დოკუმენტში ნათქვამია შესაძლო სამხედრო კონფლიქტებზე ენერგეტიკული რესურსების ირგვლივ; რუსეთის მონაწილეობის გაზრდაზე სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში, საკუთარ “ძალებსა” და არმიიის იმედზე ყოფნის ხაზგასმა. აშშ წარმოაჩენილია, როგორც მთავარი კონკურენტი; და ყველგან გამოყენებულია ტერმინი “აღორძინებული რუსეთი”, ამ ქვეყანაში არსებული სერიოზული ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად (“კომერსანტი”, 25 დეკემებრი).

”რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია 2020 წლამდე” - რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის ხელმძღვანელობით დაიწერა – 20 თებერვალს ფედერაციის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. პატრუშევმა ახალი სტრატეგიის მხარდაჭერაზე აქტიურად იმუშავა, შემოიარა რა 2008 წელს რუსეთის ყველა ფედერალური ოლქი. Qალაქ ბლაგოვეშჩენსკში ეროვნული უსაფრთხოების სხდომის დასრულების შემდეგ, მან განაცხადა, რომ წარმოდგენილი პროექტი პრაგმატულია და რამდენიმე კონკრეტულ ზომას ასახელებს, რომლებმაც რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების გარანტიები უნდა შექმნან.

თითქოს პატრუშევმა ტერორიზმის საფრთხის როლს რუსეთისთვის ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭა, განაცხადა რა რომ რუსეთში არსებულმა ანტიტერორისტული სისტემამ საკმარისად ეფექტურად იმუშავა. “ჩვენს ქვეყანას ტერორიზმთან ბრძოლისთვის სპეციალური სისტემა აქვს”, თქვა პატრუშევმა. მან ხაზი გაუსვა უშიშროების შესაბამის სამსახურებს, ასევე ფედერალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფაქტს. მისი თქმით, ტერორისტული აქტების რიცხვი “წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად შემცირდა.” თუმცა 2008 წლის ფართომასშტაბიანმა ტერორისტულმა აქტმა მუბაიში, რუსეთი დააფიქრა, რომ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის შემცირების მიუხედავად, ის არ გამქრალა (”იტარ-ტასი,” 1 დეკემებრი). და მაინც, სტრატეგიის პროექტში “რუსეთის საიდუმლო სამსახურების მაღალ პროფესიული თანამეგობრობა” მოხსენიებულია, როგორც რუსეთის საგარეო და საშინაო დაზვერვის უზრუნველყოფის და “საერთაშორისო ტერორიზმის, ექსტრემიზმის, ნაციონალიზმისა და ეთნიკური სეპარატიზმის საკითხებზე მომუშავე ეროვნული სტრუქტურის” განვითარების საშუალება (“კომერსანტი,” 25 დეკემებრი).

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთმა გადალახა “მე-20 საუკუნის დასასრულის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური სისტემური კრიზისის შედეგები” და “მრავალპოლუსური საერთაშორისო ურთიერთობების საშუალებით საკუთარი პოზიცია აღიდგინა”. ეს შეფასება ფაქტობრივად სტრატეგიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აშშ-ს მთავარ კონკურენტად გამოცხადების შემდეგ, დოკუმენტში იმ გზების განხილვა იწყება, რომელთა საშუალებითაც რუსეთი მომავალში საკუთარი მდგომარეობის შენარჩუნებას შეძლებს. კონკურენცია გლობალური რესურსების მმართვის სფეროში, კონფლიქტის გრძელვადიან წყაროდ არის მიჩნეული. ის დარგებიც კი გამოკვეთილია, სადაც ამ მხრივ მეტი კონფრონტაციაა მოსალოდნელი:

საერთაშორისო პოლიტიკა მსოფლიო ენერგო რესურსების მოპოვებაზე კონცენტრირდება, ახლო აღმოსავლეთის, ბარენცის ზღვის, არქტიკული რეგიონის, კასპიის ზღვის და შუა აზიის ჩათვლით. ნახშირწყალბადის რესურსებისთვის ბრძოლა, შესაძლოა საომარ კონფრონტაციამდეც მივიდეს, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს რუსეთის საზღვრებთან, მის მოკავშირეებთან ბალანსის დარღვევას და ბირთვული ქვეყნების ზრდას” (“კომერსანტი,” 25 დეკემბერი).

შემდეგი 12 წლის განმავლობაში რუსეთი სხვადასხვა კონფლიქტების წარმოქმნას ელოდება, რაც საერთაშორისო სიტუაციაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს, დაწყებული არსებული კონფლიქტებიდან ერაყში, ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში, დასრულებელი - სამხრეთ აზიითა და აფრიკის ზოგიერთი ქვეყნით. კონფლიქტის დანარჩენ წყაროებს შორის დასახელებულია ნატოს მომავალი გაფართოვება და აშშ-ს სარაკეტო თავდაცვის სისტემის განვითარება, რომელსაც რუსული ელიტა სამხრეთ კორეასა და ირანზე მეტად მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს; ახალი სტრატეგიაში ნათქვამია, რომ რუსეთი მსგავს გეგმებს წინ აღუდგება. რუსეთი “პრაგმატული საგარეო პოლიტიკის” მიმდევრად დარჩება, შეეწინააღმდეგება შეიარაღების ზრდას და სერიოზულ მხარდაჭერას აღუთქვავს ყველა მის მოკავშირეს, ყველგან. ის აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ისეთ ორგანიზაციებთან მუშაობაში, როგორებიცაა G8, G20, RIC (რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) და BRIC (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი).

ის პოზიტიურად უდგება მის მოკავშირეებს კოლექტიურ უსაფრთხოებაზე შეთანხმების ორგანიზაციის (CSTO) ფარგლებში, მაგრამ ითვალისწინებს რა იზოლაციის ფაქტს 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან ომის პერიოდში, ძირითად გათვლას საკუთარ ძალებზე, განსაკუთრებით კი საკუთარ არმიაზე აკეთებს, რომელსაც საკმარისს ფინანსურ და სხვა რესურსებს ჰპირდებია, შენარჩუნდება ბირთვული პოტენციალი (“კომერსანტი,” 25 დეკემბერი)

იმ ფონზე როდესაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს სამხრეთ კავკასიაში, ასევე რუსეთ-უკრაინის გაზზე დავაში ნავთობსადენების დაუცველობა მკაფიოდ გამოჩნდა, თავის ახალ სტრატეგიაში რუსეთი ხაზს უსვამს მისთვის ევროკავშირისკენ ენერგიის მიწოდებისთვის ალტერნატიული სატრანზიტო გზების ძიების მნიშვნელობას.

ახალ დოკუმენტში რუსეთი კბილებს აკრაჭუნებს და კიდევ ერთხელ ცდილობს საკუთარი თავისგან აღორძინებული ქვეყნის წარმოდგენას. უსაფთხოების ახალი კონცეფციის შექმნა იმ დროს ემთხვევა, როდესაც რუსული პოლიტიკური ელიტა ქვეყანაში ეკონომიკურ ვარდნის ფაქტს უარყოფდა, რასაც დღეს განიცდის. ერთი თვის განმავლობაში რუბლის ოთხჯერ დევალვაცია და ნავთობის დაბალი ფასი მსოფლიო ბაზარზე, ეჭვის საფუძველს იძლევა, შეძლებს კი რუსეთი მითითებულ ვადებში მისი გეგმების პრაქტიკულ განხორციელებას. დიდწილად ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად გაუმკლავდება რუსეთის მთავრობა საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებს. თუმცა კრემლი რიხიანად აცხადებს, რომ თუკი დასჭირდება, საკუთარ ენერგეტიკულ ინტერესებს არმიის საშუალებითაც დაიცავს; სადავო საკითხია, იმ ფონზე თუ როგორ “იცავს” რუსეთი მის ენერგეტიკულ ინტერესებს ჩრდილოეთ არქტიკის რეგიონში.

ორიგინალი

No comments: