კეიტ ვეინბერგი
7 იანვარი 2009
მიხეილ, ”მიშა” სააკაშვილი პატარა, მსუბუქ თერაპიაზე დაგვთანხმდა
ცნობები პაციენტზე
სახელი: მიხეილ, ”მიშა” სააკაშვილი
ასაკი: 41
სამუშაო ადგილი: საქართველოს პრეზიდენტი
წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხა: ”საზოგადოების მტრები”- ავტორები - ბერნარ ანრი ლევი და მიშელ უელბეკი
ფილმი, რომელიც ბოლოს ნახა: შოტლანდიის ბოლო მეფე
მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც ბოლოს მოუსმინა: ნაბუკო
ბოლო კულტურული ღონისძიება, რომელსაც დაესწრო: ბალეტი ”რომეო და ჯულიეტა” ნინო ანანიაშვილის შესრულებით
პაციენტის გამოკვლევა
არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რომელ საუკუნეში არჩევდით დაბადებას?
მეოცე საუკუნის დასაწყისში, პარიზში სკოტ ფიცჯერალდთან და ერნესტ ჰემინგუეისთან ერთად. ეს იყო პერიოდი, როდესაც რომანტიზმის იდეალები, რომელიც ცვალებადებოსათან და ინტელექტუალურ ცნობისწადილთან თანაარსებობდა, ძალიან ძლიერი იყო.
როგორ განსაზღვრავდით სიყვარულის ცნებას?
სიყვარულია, როდესაც რაიმეს აკეთებ, ან იღებ გადაწყვეტილებას, რომელიც შენ საკუთარ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ იცი, რომ სიღრმისეულად მართალი ხარ.
რისი გწამთ?
თავისუფლების და კიდევ იმის, რომ ბოლოს სიკეთე აუცილებლად ამარცხებს ბოროტებას.
დაასახელეთ კლიშე, რომელსაც თქვენთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად იყენებენ
კლიშე, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ ”ფიცხია” მაშინ, როცა რეალურად ყველაზე მეტად შემეფერება გამოთქმა ”გამოიკვლიე ყველა შესაძლებლობა” (leave no stone unturned), თითოეული და ყველა გადაწყვეტილების მიღებისას
რომელ თქვენთვის საოცნებო პროფესია?
კინორეჟისორი
რა არის, კაცობრიობის ისტორიაში ისეთი, რომლის არსებობასაც არ ისურვებდით?
მასობრივი განადგურების იარაღი. გარკვეულ შემთხვევებში ეს გამოგონება საფრთხის მძევლად გვაქცევს და იმ აზრის მძევლად, რომ ერთმა მხარემ მეორის წინააღმდეგ ასეთი ტრაგიკული ძალადობა შეიძლება გამოიყენოს. რეალურად ეს ღირებულებებზე ძალის უპირატესობის დადასტურებაა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ და იმის სურვილი მიჩნდება, რომ ასეთი დესტრუქციული ძალა და საფრთხე არასდროს არსებულიყო.
რომელია ონლაინ თქვენს მიერ გაკეთებული ყველაზე დიდი აღმოჩენა?
ის, რომ შემიძლია მოვიძიო ”ოპერის მოჩვენების” ყველა ვერსია, რომელიც ოდესმე შესრულებულა
თუ საერთაშორისო ასპარეზობაზე თქვენი ქვეყნის წარმომადგენლობა გახდებოდა საჭირო, რას აირჩევდით?
ფეხბურთს, რადგან ჩემთვის ეს სპორტის ყველაზე ამაღელვებელი სახეობაა
რომელი საჯარო ფიგურაა ზედმეტად ნაქები?
დევიდ ბექჰემი
თუ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში ჩარჩებოდით, რომელ კუთხეს არჩევდით?
კავკასიის მაღალმთიან რეგიონს, რომელსაც თუშეთი ეწოდება. ეს ყველაზე ლამაზი მთიანი რეგიონია, სადაც ოდესმე ვყოფილვარ, გასაოცარი ბუნებით (ეს ეროვნული ნაკრძალია) და უნიკალური ადგილობრივი კულტურით.
ვინ არის კაცობრიობის ისტორიაში ის, რომლის გვერდზე ყოფნასაც გრძელი გადაფრენისას ისურვებდით?
ალექსანდრე სოლჟენიცინი
როგორ გინდათ, რომ დაგიმახსოვრონ?
როგორც ადამიანი, ვისაც თავისი ქვეყანა უყვარდა, მისი მსახურება ეამაყებოდა და ის ევროპული განვითარების გზას დაუბრუნა.
ჩვენი დიაგნოზი
ის რომ შეპყრობილი ხართ ენდრიუ ლლოიდ ვებერით, ცოტათი მოულოდნელია, მაგრამ იმაზე ვწუხვარ, რომ ”ოპერის აჩრდილი” მაინც ბოლომდე არ გაგითავისებიათ. თქვენს იდეალებს ვნებითა და სითამამით ეკიდებით, მაგრამ მოსაზრება, რომ სიკეთე ბოროტებას დაძლევს, ამ მუსიკალური ნაწარმოების გზავნილს არ შეესაბამება: ცხოვრება არ არის შავ-თეთრი. აქ იმაზეა ლაპარაკი, რომ ბოროტი და კეთილი პოლარულ ოპოზიციებად არ უნდა განვიხილოთ.
ჩვენი დანიშნულება
- რეკომენდებული ფილმი
Heat (1995)
ნილ მაკკოლი (რობერტ დე ნირო) მსოფლიოში საუკეთესო ქურდია, რომელსაც ღირებულებათა თავისი, მაგარი სისტემა აქვს. დეტექტივი ვინს ჰანა (ალ პაჩინო), პირველი კლასის გამომძიებელია, რომლის მანიაკალური ერთგულება საქმისადმი, მის პროფესიულ ცხოვრებას უამრავ პრობლემას უქმნის. ფილმის ისტორიული მნიშვნელობა იმაშია, რომ ეს ორი მსახიობი პირველად შეხვდა ერთამენთს გადასაღებ მოედანზე, თითოეული, მეორის სარკისებურ ანერეკლს წარმოადგენს. ფილმის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ, დე ნირო და ალ პაჩინო, ორი ბრწყინვალე გონების ადამიანი ვითარებისა გამო კანონის სხვადასხვა მახრეს აღმოჩნდა.
- რეკომენდებული წიგნები:
“ძალით ფუნდამენტალისტი” მოჰსინ ჰამიდი
წიგნის პროტაგონისტი დაბადებით პაკისტანელია, რომელმაც განათლება პრინსტონში მიიღო და ახლა ნიუ-იორკის ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი თანამშრომელია. იდენტურობის კრიზისის გამო მიზანში ადვილად ამოსაღები მათავრი გმირი, ჩანჯეზი თავის თავგადასავალს მონოლოგის სახით ამერიკელს ლაჰორში, რესტორანში უყვება. მან ლოიალობა დასავლეთისადმი აღმოსავლეთისადმი ლოიალობით შეცვალა. საინტერესოდ მოყოლილი ეს რომანი იმის სარწმუნო არგუმენტებს იძლევა, რომ ნაცრისფერის შუქ-ჩრდილების შესწავლასაც აქვს აზრი.
- რეკომენდებული მუსიკალური ნაწარმოები:
ჯადოსნური ფლეიტა, მოცარტი (ბერლინის ფილარმონია, 1997)
მოცარტის საოპერო ხელოვნების ეს შედევრი სიკეთისა და ბოროტის ერთმნიშვნელოვან დაპირისპირებას ჯადოსნური ზღაპრის ფორმით გადმოსცემს: ღამის დედოფლის ულამაზესი ქალიშვილი, პამინა ბოროტმა ზარასტრომ მოიტაცა და ის მშვენიერმა პრინცმა, ტამინომ უნდა იხსნას. მაგრამ ყველაფერი ისე როდია, როგორც ერთის შეხედვით მოჩანს, ზარასტრო ბრძენი მმართველია, ხოლო ღამის დედოფალი საკამაოდ გაქნილი ვინმე. ფინალში გუნდი ტამინოსა და პამინას მათი მორალური გამძლეობისთვის უმღერის, ხოლო მოცარტი იმას გვახსენებს, რომ ”სიკეთე” იმის ცოდნაა, თუ რა დევს სწორისა და მცდარის მიღმა.
No comments:
Post a Comment