Monday, June 9, 2008

გაერომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო

Deutsche_Welle_Logo1

9 იანვარი 2009

გაეროს უშიშროები საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციის სამუშაო ვარიანტს, რომელშიც ღაზაში ”დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და პატივისცემაზე დაფუძნებული ცეცხლის შეწყვეტა” მოითხოვა. 14 წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა. კონდოლიზა რაისმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ ხმის მიცემისას, თავის შეიკავა. რეზოლუცია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ იყო შეთავაზებული და რომელსაც აშშ-მ და საფრანგეთმა დაუჭირეს მხარი, გაეროში არაბ და დასავლელ დიპლომატებს შორის შეთანხმება შესაძლებელი გახადა. გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი მიესალმა რეზოლუციას და განაცხადა, რომ მისი მეშვეობით გაეროს შესაძლებლობა ეძლევა კიდევ ერთხელ შევიდეს ღაზაში. გაურკვეველია რამდენად დაიცავენ ისრაელი და ჰამასი რეზოლუციის პირობებს. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ქაიროში ფრანგულ-ეგვიპტური სამშვიდობო შეთანხმების განსახილველად მოლაპარაკებებზე გაემგზავრნენ, მაგრამ შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. გეგმა, რომელიც ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკისა და მისი ფრანგი კოლეგის მიერ იყო შეთავაზებული, ძალადობის შეწყვეტას და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას ითხოვდა. გეგმის თანახმად უნდა დაწყებულიყო მოლაპარაკებები ისრაელის მიერ ღაზას ბლოკადის შეწყვეტაზეც.

ორიგინალი

No comments: