რორი მაკკარსი
9 იანვარი 2009
სამხედრო მოქმედებები უკვე 14 დღეა გრძელდება. ისრაელი სარაკეტო დანადგარებითა და სამხედრო ფლოტით კვლავ უტევს სამიზნეებს, ხოლო პალესტინელი შეიარაღებული რაზმები განაგრძობენ სარაკეტო დარტყმებს.
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღების მიუხედავად, რომელიც ”დაუყოვნებლივ” და ”გრძელვადიან” ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, ისრაელის ჯარი დღესაც განაგრძობს შეტევას ღაზაზე.
დღეს დილით, ღაზაში, კონფლიქტის დაწყებიდან მე-14 დღეს, ისრაელის არმიის მიერ ბეით ლაჰაიაში (ჩრდილოეთ ღაზა) ხუთსართულიან შენობაზე სარაკეტო დარტყმისას, დაიღუპა ერთი ოჯახის 7 წევრი, მათ შორის ბავშვიც იყო. ინტენსიურად იბომბება ქალაქ ღაზას გარეუბნები, ხოლო ისრაელის სამხედრო გემებმა ცეცხლი გაუხსნე ს დეირ ელ-ბალას ცენტრალურ ღაზაში.
პალესტინელთა შეირაღებული ფორმირებები განაგრძობენ ჩრდილო ისრაელის სარაკეტო დაბომბვებს. გრადის ოთხი ჭურვი ბეერ შევას მახლობლად დაეცა, ჭურვები ესროლეს აშდოდს, აშკელონსა და ოაფაკიმს. დაჭრილების შესახებ ცნობები არ ყოფილა.
უშიშროების საბჭოს 14 წევრმა ქვეყანამ რეზოლუცია სხმა მისცა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა თავი შეიკავა. რეზოლუცია ”მოუწდებს და მოითხოვს დაუყოვნებლივ, გრძელვადიან ცეცხლის შეწვეტას, დაფუძნებულს პატივისცემაზე და ისრაელის ჯარების სრულ გამოსვლას ღაზადან”.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ აშშ ”სრულად უჭერს მხარს” რეზოლუციას, მაგრამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, რადგან ისლამისტურ მოძრაობა ჰამასსა, რომელიც ღაზას აკონტროლებს და ისრაელს შორის ეგვიპტის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება. არც ჰამასი და არც ისრაელი კენჭის ყრაში მონაწილეობას არ იღებდნენ და ამიტომ გაურკვეველია როგორ მოხერხდება კონფლიქტის შეჩერება.
ისრაელის უშიშროების სამსახურის წევრები დღეს უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც იტყობინებიან, კაბინეტის მაღალი თანამდებობის პირებს შორის, იმასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს, თუ შეწყდეს ოპერაცია, უთანხმოებაა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), განაცხადეს, რომ მათ ღამით ღაზაში 50 სამიზნეზე განახორციელეს დარტყმა, მათ შორის სარაკეტო დანადგარებზე, იარაღის საწყობებზე, ჰამასის ”სამეთაურო შენობებზე” და შეიარაღებულ რაზმებზე. ”IDF განაგრძობს ოპერაციას ყველა ტერორისტისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ” - ნათქვამია დღევანდელ განცხადებაში.
გაერომ დაღუპულ პალესტინელთა რაოდენობა დაასახელა - 758 ადამიანი. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქედან 42% ქალები და ბავშვებია - 60 ქალი და 257 ბავშვი. გასული შაბათის ღამიდან, ისრაელის ინვაზიის დაწყებიდან, დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. უკვე დაშავებულია დაახლოებით 3100 პალესტინელი.
ღაზაში დაღუპულთა შორისაა უკრაინელი ქალი ოლვერა ალ-ჯარო, რომელიც ხუთშაბათს ქალაქ ღაზას აღმოსავლეთში თავის 2 წლის ვაჟთან ერთად ისრაელის ტანკიდან ნასროლმა ჭურვმა იმსხვერპლა. ის პალესტინელ ექიმზე იყო გათხოვილი, მისი ქმარმა უკრაინაში გაიარა წვრთნა და ის პირველი უცხოელია, რომელიც ღაზაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.
გუშინ ღაზაში, სამ სხვადასხვა ინციდენტში სამი ებრაელი ჯარისკაცი დაიღუპა, რის შემდეგაც ებრაელთა დანაკარგი ამ ომში 13 გაუტოლდა, აქედან 3 მშვიდობიანი მოქალაქე იყო.
”არ არსებობს დაცული ადგილი ღაზას სექტორში - არც დაცული თავშესაფრები, საზღვრები დახურულია, მშვიდობიან მოსახლეობას გაქცევის საშუალება არა აქვთ” - ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა სამსახურის ანგარიშში. აქვეა ნათქვამი,რომ გასული კვირის შემდეგ 1.5 მილიონი ღაზას მცხოვრების სამი მეოთხედი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და 800 000 მოსახლეს არ მიეწოდება გამდინარე წყალი.
გაეროს დახმარების სააგენტომ, ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ჰუმანიტარულმა სამსახურმა ღაზაში თავისი ოპერაციები გუშინ შეაჩერა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა გაეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც ჩრდილო ღაზაში საკვები მოჰქონდათ. მოგვიანებით გაეროს ნიშნების მქონე ორ ჯავშანმანქანას ებრაულმა შეიარაღებულმა ძალებმა შეუტიეს მაშინ,, როდესაც ისინი წინასწარ დაგეგმილი სამსაათიანი სამშვიდობო შეთანხმების დროს გაეროს პალესტინელი დაუპული თანამშრომლის ცხედრის გამოყვანას ცდილობდნენ.
საერთაშორისო წითელი ჯვარი ასევე აპროტესტებს ისრაელის სამხედრო ოპერაციას და აცხადებს, რომ დაშავებულთათვის სამედიცინო დახმარების დეფიციტის შექმნა, დაუშვებელია. წითელი ჯვრის ერთ-ერთი წარმომადგენელს, ასევე დაგეგმილი სამსათიანი სამშვიდობო პაუზის დროს, ებრაულმა შენაერთებმა ცეცხლი დაუშინეს.
ისრაელმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ორი დღით შესვლა აკრძალა. შეზღუდვა წუხელ ღამით დაიწყო. როგორც ჩანს, ისინი უფრთხიან საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც შეიძლება პარასკევის მლოცველებმა გამართონ. ისრაელის საგარეო საქმეთა მნისტრმა განაცხადა, რომ იქ შეიძლება დაიწყოს საპროტესტო აქციები ლიბანის მხრიდან ჩრდილო ისრაელზე განხორცილებული სარაკეტო თავდასხმების გამო, რის შედეგადაც 4 ებრაელი დაშავდა.
ისრაელმა განაცხადა, რომ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ”უმძიმესი დარღვევაა”. რეზოლუცია მიიღეს 2006 წელს ისრაელისა და ლიბანის ომის შემდეგ. ”ისრაელი მშვიდობის შენარჩუნებაზე და იარაღის კონტრაბანდის აღკვეთაზე პასუხისმგებლობას ლიბანის მთავრობას აკისრებს”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
No comments:
Post a Comment