Sunday, June 15, 2008

გაზის ომი: მართვის ბერკეტთან – პუტინია

observateur
ჟან გაბრიელ ფრედე
15 იანვარი 2009

კომერციული ომი უკრაინასთან, პირველ რიგში პოლიტიკური ბრძოლაა. ნავთობს და გაზს, რომელიც  რუსეთისთვის ახალი სტრატეგიული იარაღი გახდა, ის ევროპის მდგრადობის გამოსაცდელად და ყოფილ მოძმე რესპუბლიკებისთვის საკუთარი კანონების თავზე მოსახვევად იყენებს.

ხომ არ დამთავრდება გაზის კრიზისი, რომელიც თავდაპირველად საზოგადოებას სწრაფი ოპერაციის სახით წარედგინა, ომით ძალების გამოფიტვამდე? შაბათს საღამოს, 10 იანვარს, რუსეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს, ხოლო უკრაინამ პარაფირება გაუკეთა ხელშეკრულებას, რომლითაც ევროკავშირის დამკვირვებლებს (მათ შორის Suez-Gaz de France-ის ოთხ რუსს ტექნიკოსს) ნება დართეს ადგილზე შეამოწმონ უკრაინის გავლით ევროპისთვის ”გაზპრომის” ტრანზიტული მიწოდებები, რითაც ევროპის გაზით მომარაგების განახლებას თითქოს მწვანე შუქი აუნთეს. ვლადიმერ პუტინს – რომელმაც გაზის ონკანის გახსნის მთავარ მიზეზად ევროპელი დამკვირვებლების იქ ყოფნა დაასახელა და რომელიც ევროპული ქვეყნებისთვის მათ მიერ მოხმარებული გაზის 25%-ის მიწოდებას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის საშუალებით ახორციელებს, თითქოს აღარ უნდა დარჩენოდა უკრაინის ტერიტორიაზე ენერგომატარებლების ნაწილობრივი მიტაცების ეჭვი და აღარც ევროპა დაეტოვებინა ორ მეზობელ ქვეყანას შორის წარმოქმნილი კონფლიქტის მძევლად. ამ ომს, რომელიც შესაძლოა 10 დღეშიც დასრულებულიყო ეკონომიკურ-ფინანსური ინტერესებით ხსნიდნენ, მას თან პოლარული ყინვებიც ახლდა და მედიამაც გააბუქა, ის ნეიტრალურ ქვეყნებზე გავრცელდა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურ ზეწოლას განიცდიდნენ.

მაგრამ ნურას უკაცრავად! ის 10 დღეში არ დასრლებულა. მხარეებმა ხელმოწერების დაფიქსირებაც კი ვერ მოასწრეს, რომ მეორე დღესვე, დიმიტრი მედვედევმა – იმით მინაწერით აღშფოთებულმა, რომ უკრაინა ევროპული ქვეყნებისთვის განკუთვნილი გაზის მითვისებას უარყოფს – ხელშეკრულების დენონსირება მოახდინა. საბოლოოდ ხელშკრულება რუსული მხარის მიერ  მაინც მოწონებული იქნა, თუმცა ევროკავშირმა უნდა გაიგოს, რომ ამიერიდან და დიდი ხნით მსოფლიოში ახალი ”უკრაინული საკითხი” ამოტივტივდა, ისევე როგორც მე-19 საუკნეში არსებობდა”აღმოსავლეთის”  ან ”ბალკანეთის” საკითხი – ამბობს ჟურნალისტი ჟან დომინიკ ჯულიანი. მოსკოვსა და კიევს შორის არსებულმა კომერციულმა დავამ ქრონიკული ხასიათი მიიღო. 2006 წლის ზამთარში რუსული სამრეწველო გიგანტი მსგავს შანტაჟს უკვე მიმართავდა და მისი მიზეზების აღმოფხვრა იოლი არ არის. მოსკოვმა გაზის მიწოდებაზე ბლოკადა შეიძლება მოხსნას, მაგრამ ის უარს არ იტყვის მისი ყოფილი სატელიტისთვის გაზის ფასის გაზრდაზე: 1000 კუბური მეტრი – 300 ევრო (ტარიფი, რომელიც მსოფლიო ფასებთან ახლოა), 168 ევროს ნაცვლად, რომელსაც უკრაინელები აქამდე იხდიდნენ.  ქვეყნისთვის , რომელიც ნარინჯისფერი რევოლუციის ჩავარდნის შემდეგ გაკოტრებს პირასაა მისული და თავი მსოფლიო სავალუტო ფონდის სესხების საშუალებით გააქვს, ეს ტარიფის ”აუტანელი” გაძვირებაა. ”გაზპრომი” უარის თქმას არც უკრაინის 1,5 მილიარდი დოლარის ვალზე აპრებს. ამ კომპანიისთვის, რომლის საბირჟო ფასიც ბარელზე ფასის დაცემის გამო სამჯერ შემცირდა, გაზი – ოქროს საბადო გახდა და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი. რუსეთი გაზის მსოფლიო მარაგის 25% ფლობს. პუტინი არ არის მზად, რომ გაზის ეს იმპერია რუსეთისთვის ძველი გავლენის აღსადგენად არ გამოიყენოს და ამ საქმეში ის რეალური პოლიტიკის ინსტრუმენტად არ აქციოს.მოკლედ  შეიძლება ითქვას, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული გაზის ომი ახალი სახის კონფლიქტების ბრწყინავლე ილუსტრაციას წარმოდგენს, როდესაც გლობალურ მსოფლიოში მაფიის ხელში ჩავარდნილი კარტელები და მონოპოლიები (ხელში იგდებენ რა სახელმწიფოს ან მთლიანად ეუფლებიან მის ფუნქციებს) შანტაჟისა და მანიპულირების იარაღად გადაიქცევიან ხოლმე და ემსახურებიან ინტერესებს, რომლებშიც პოლიტიკა, ბიზნესი და კრიმინალი ერთადაა თავმოყრილი.

რუსული დათვი საგარეო გავლენებს საკუთარი საშინაო პოლიტიკის გავლენით პასუხობს. ის გაზის იარაღს ბერკეტად იყენებს, რომ ატლანკური უკრაინა ახლახანს ქართველების დახმარებისთვის, მხოლოდ ევროკავშირისკენ მიმართული მზერისა და მასში გაწევრიანების სურვილისთვის დასაჯოს.

როგორი შეიძლება იყოს ევროკავშირის რეაქცია? ის იმპორტირებული გაზის 40%-ს რუსეთისგან ყიდულობს და ამ რაოდენობის 80% მას უკრაინის გავლით მიეწოდება. თავდაპირველად ევროკავშირი მაყურებლის როლით შემოიფარგლა. ისარგებლა რა თავისი სტატუსით, როგორც რუსული გაზის მთავარმა მომხმარებელმა, ორივე მხარე განმარტებებისთვის ბრიუსელში მიიწვია. შემდეგ მან კონტრაქტის პირობების დაცვის მიზნით E.ON, Ruhrgas, Gaz de France და l'ENI-სთვის ბლოკადის შეწყვეტა მოითხოვა. აღნიშნულ შემთხვევაში, ევროკავშირმა ანგელა მერკელისა და გერჰარდ შრიოდერის დახმარებით, ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის პირობებში, გარკვეული სიმკაცრე გამოავლინა. გარდა ამისა, როგორც ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ჟან ლური ბურლანჟე აღნიშნავს, რომ ”გაზპრომი” ხანგრძლივ პერსპექტივაში ისევეა დამოკიდებული თავის კლიენტებზე, როგორც ისინი ”გაზპრომზე”  მოკლევადიან პერსპექტივაში.

საკმარისია თუ არა ეს პუტინის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ? კლოდ მანდილი, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ მოხსენებაში, რომელიც ჯერ კიდევ საფრანგეთის მხარის თავმჯდომარეობის დროს იქნა შედგენილი, აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის არ არსებობს გაზის მიწოდების ურთიერთდაკავშირებული ინფრასტრუქურა, რომელიც კრიზისის შემთხვევაში ამ ქვეყნებს უფრო სოლიდარული მოქმედების საშუალებას მისცემდა. ასევე არ არსებობს ერთიანი ევროპული გაზის მილი, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა მსხვილი ნაციონალური ოპერატორებისგან, რომლებიც თავის მხრივ საერთაშორისო კონსორციუმებს ექვემდებარებიან და ყველა ამ მიზეზის გამო, ”ევროკავშირი” კედელთან მიმწყვდეული აღმოჩნდა.

გაამრავალფეროვნონ საკუთარი ენერგეტიკული მარაგები და მიწოდების წყაროები? ჰოპოთეტურ პროექტ ”ნაბუქო”-ს, რომელსაც მხარს  ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს და კასპიის ზღვის ქვეყნებიდან (აზერბაიჯანი, თურქმენეთი) თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნების მომარაგებაზეა გათვლილი, წარმატების ცოტა შანსი აქვს. ის ორი რუსული პროექტის Nord Stream-ის (ბალტიის ძღვის გავლით გერმანია) და South Stream–ის (შავი ზღვის გავლით ბულგარეთი-იტალია-ავსრია) შორის არის ჩაჭედილი. და რადგან ევროკავშირს რუსული გაზის გარეშე არსებობა არ შეუძლია, ალბათ ”გაზპრომთან” და მის სახალხო აქციონერ რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციას ჯობს თავი აარიდოს - მძინარე დათვმა თუ გაიღვიძა, მან შესაძლოა ტყის განადგურება დაიწყოს.

ორიგინალი

No comments: