Monday, June 16, 2008

რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობის ფაქტს ბეჭედი დაასვა

reuters.logo

16 იანვარი 2009

მოსკოვი - რუსეთმა ბეჭედი დაასვა ორი ქართული სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობას - პარასკევს პრეზიდენტი მედვედევი მოსკოვში მათ პირველ ელჩებს ნატოს წევრები ქვეყნების ახალ წარმოამდგენლებთან ერთად შეხვდა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აგვისტოში საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ სცნო. ნატომ მოსკოვს ამ ნაბიჯის უარყოფა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა მოსთხოვა. საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს.

კრემლში პარასკევს გამართულ ღონისძიებაზე სეპარატისტული რეგიონის ელჩებს  ეპყრობოდნენ ისევე, როგორც 12 სხვა ქვეყნის, მათ შორის ნატოს წევრების, ბრიტანეთისა და ესტონეთის ელჩებს. ეს ქვეყნები მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღაიარებენ.

მედვედევმა მიიღო დიპლომატთა რწმუნების სიგელები და განაცხადა, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ორივეს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და სხვა ქვეყნებმაც იგივე უნდა გააკეთონ.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო საზოგადოების აღიარება ხელს შეუწყობს გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას კავკასიაში”-განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა აღნიშნა, რომ რუსეთს აფხაზეთთან საუკუნოვანი ურთიერთობები აკავშირებს და ის კვლავაც დაიცავს სამხრეთ ოსეთს საქართველოს აგრესიისგან.

რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთში მას შემდეგ შევიდა, რაც თბილისმა აგვისტოს დასაწყისში სეპარატისტებს შეუტია. ქართული ჯარი რეგიონიდან გამოდევნეს, ომი ევროკავშირის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდა.

”ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს მეზობლებს კონფლიქტის შემდეგ, გაჭირვებაში და ჩვენ ერთად ავაღორძინებთ რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, განვამტკიცებთ მის უსაფრთხოებას”- განაცხადა მედვედევმა.

ორიგინალი

No comments: