Sunday, June 15, 2008

ამერიკას თვალი საქართველოზე, როგორც ირანზე თავდასასხმელ ბაზაზე, უჭირავს

tribune_mag 
მარკუს პაპადოპულოსი
15 იანვარი 2009

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ატარებს მაღალი დონის მოლაპარაკებებს შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლებთან სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში ამერიკული ბაზების მშენებლობის შესახებ - აცხადებს საქართველოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

ნესტან კირთაძე, საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გასულ კვირას სააკაშვილმა ვაშინგტონს სამხედრო ბაზების ასაშენებლად უსასყიდლოდ ათასობის ჰექტარი მიწა შესთავაზა.

კირთაძემ თხოვნით მიმართა მათ, ვინც ამერიკაში პოლტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და გეგმავს, რომ არ ჩაითრიოს ქვეყანა ორი სუპერსახელმწიფოს დაპირისპირებაში, ის აშშ-სა და რუსეთს გულისხმობდა.

კირთაძის ბრალდებებმა ცეცხლი შეუნთო კრემლის ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ს რუსეთის ალყაში მოქცევა სურს. გარდა ამისა, რუსეთის ქორებს საბაბი მიეცათ იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისთვის ემტკიცებინათ - რუსულ არმიას უნდა დაემხო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა გასულ წელს სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომის დროს და, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელია საქართველოს პროდასვლელ ლიდერთან მიმართებაში.

საქართველოში ამერიკულ ბაზებთან წამოჭრილმა დისკუსიამ ვაშინგტონის მიერ ირანზე წინმსწრები საჰაერო თავდასხმის შესაძლებლობა კვლავ ამოატივტივა.

გასულ წელს რუსეთის წარმომადგენელმა ნატოში, დიმიტრი როგოზინმა, განაცხადა, რომ აშშ-ს სტრატეგიული მდებარეობის მქონე კავკასიის ქვეყნის გამოყენება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განსახორციელებლად უნდა.

ყურადღება მალე გადავა მომავალი პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და ვაშინგტონის პოზიციაზე საქართველოსათან და ირანთან დაკავშირებით. მან რამდენჯერმე მოითხოვა უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება ნატოში და განაცხადა, რომ რუსეთი ”21-ე საუკუნის სუპერსახელმწიფო” იქცევა, როგორც ”მე-20 საუკუნის დიქტატორული ქვეყანა”. როდესაც შარშან რუსული ტანკკები თბილისის მისადგომებთან იდგა, არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აშშ-ს პირველი პოლიტიკოსი იყო, რომელიც საქართველოს მხარდაჭერის გამოსახატად ეწვია.

ირანთან და იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება აშშ-ს მიდგომა ამ მიმართულებით ობამა წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებდა. 2004-ში ის მიანიშნებდა, რომ, როგორც ჩანს, მხარს დაუჭერს სამხედრო მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, მაგრამ შარშან საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული არც ერთი მიდგომა და, რომ ობამას ადმინისტრაცია გამოიყენებს ”ხისტ, პირდაპირ მიმართულ საპრეზიდენტო დიპლომატიას” თეირანთან, როგორც ”პროგრესის მიღწევის” საუკეთესო საშუალებას.

ორიგინალი

No comments: