კინგ გატასი
იანვარი 2009
ძალიან ბევრი დაიწერა იმაზე, თუ რამდენად არაპოპულარია ჯორჯ ბუში მთელს მსოფლიოში, მაგრამ რას ვიტყვით იმ ადგილებზე, სადაც წარმავალ პრეზიდენტს პოპულარობა არ აკლდა?
ეი-ბი-სი ნიუსისა ვაშინგტონ პოსტის ოქტომბერში ჩატარებული ერთობლივი სოციულოგიური გამოკვლევის თანახმად, ის ოფისს, შინ, ამერიკაში მაქსიმალურად კრიტიკული დამოკიდულების ფონზე ტოვებს - 75%, მაგრამ შვება ჯორჯ ბუშმა შესაძლოა იმაში ჰპოვოს, რომ მსგავს განცდებს უცხოეთში ყველა არ იზიარებს.
იმ დროს, როდესაც მისთვის ნასროლი ფეხსაცმელი ერაყში პრეზიდენტის მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულების სიმბოლოდ შეიძლება მივიჩნიოთ, სამყაროს ზოგიერთ კუთხეში შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოენატრებათ.
ზოგიერთი გამოკითხვის თანახმად ის აფრიკის მოსახლეობის 80%-ს მოსწონდა, ხოლო კოსოვოში მის საპატივცემულოდ ქუჩებია სახელდებული, იმის აღსანიშნავად, რომ მან კოსოვოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.
”აშშ-ში ძირითადად მიაჩნიათ, რომ მან მთელს მსოფლიოში ამერიკისადმი ზიზღი გამოიწვია” - ამბობს პეტერ ბერკოვიჩი, კონსერვატიული ჰუვერის ინსტიტუტის თანამშრომელი.
”მაგრამ სურათი ასეთი შავ-თეთრი სულაც არ არის” - დასძენს ის.
კავშირები ისრაელთან
ადმინისტარციაში ყოფნის ბოლო დღეებში ბუშმა ისრაელს, რომელმაც ღაზას უმძიმესი დარტყმა მიაყენა, თავისი მედგარი მხარდაჭერა გამოუცხადა.
ანალიტიკოსები აშშ-ში მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ისრაელმა სამხედრო შეტევის დრო ზედმიწევნით შეარჩია და ის ბუშის გადადგომამდე სწორედ ამიტომაც წამოიწყო.
ისრაელმა იცოდა, რომ დღევანდელი პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონოდა და ნაკლებად იყო დარწმუნებული ობამას ადმინისტრაციის რეაქციაში.
აშშ-ს კავშირები ისრაელთან ყოველთვის გამოირეჩეოდა სიმტკიცით, მაგრამ ბუშის პრეზიდენტობისას ის კიდევ უფრო განმტკიცდა და იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოეკიდება ობამა ახლო აღმოსავლეთის პრობლემებს, წარმავალი პრეზიდენტი თეთრი სახლიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა ისრაელში კიდევ უფრო პატივცემულ იქნას.
”ისრაელი, ალბათ, ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ბუშს დღემდე მხურვალე აპლოდისმენტით ხვდებიან” - ამბობს ბერკოვიჩი, რომელიც ისრაელში იყო იმ დროს, როდესაც მაისში ბუში ქვეყნის დაფუძნების 60 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს დაესწრო და როდესაც მას რამდენჯერმე ფეხზე ადგომით აპლოდისმენტი მიაგებეს.
”ისრაელი სწორად აცნონიერებს, რომ ის ბოლომდე გრძნობს მათ წინაშე მდგომ გამოწვევებს. მაგრამ, ჩემის აზრით, მას პალესტინელთა სატანჯველი და პრობლემებიც ესმის. ბოლოსდაბოლოს ის იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, ვინც პალესტინური სახელმწიფოს შექმნა მოითხოვა”.
მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბუში პალესტინელთა უმეტესობას ამ კონკრეტული ფაქტის გამო დაამახსოვრდება, მით უფრო ახლა, როდესაც მისი ადმინისტრაცია მათ ცნობიერებაში ღაზაზე ისრაელის ბოლო თავდასხმებს დაუკავშირდა.
მწარე იმედგაცრუება
ზუსტად ისრაელისა და პალესტინის ტერიტორიების ჩრდილოეთით, ერთი ქვეყანაა, ლიბანი, სადაც გარკვეულ წრეებში ბუშისადმი მადლიერება ჯერ კიდევაა შენარჩუნებული, თუმცა ეს მადლიერება უკვე რამედანდმე იმედგაცრუებასთან გადახლართული.
2005 წელს პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის შემდეგ ატეხილ არეულობაში პროდასვლური ჯგუფებისადმი ადმინისტრაციის მხარდაჭერა აქ შვებითა და მადლიერებით მიიღეს.
ის, რაც ვაშინგტონში ”კედარის რევოლუციის სახელით” იყო ცნობილი, ხოლო ლიბანელთათვის ”დამოუკიდებლობის ამბოხით” ბუშმა თავისი ”თავისუფლების გეგმის” (freedom agenda) წარმატებულ რეზულტატად წარმოაჩინა.
ლიბერალურმა, ანტისირიულმა და პროდასავლურმა პოლიტიკოსებმა არჩევნებში სრული გამარჯვება მოიპოვეს და სამი ათეული წლის განმავლობაში პირველად მთავრობის ფორმირებაც მოახერხეს.
მაგრამ მწარე იმედგაცრუების ჟამი 2006 წლის ზაფხულში დადგა, როდესაც ისარელმა და ჰეზბოლას ლიბანელმა მებრძოლებმა გააფთრებული ომი წამოიწყეს. დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, მაგრამ ვაშინგტონს დიდი ხნის მანძილზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კრინტიც არ დაუძრავს.
ბედნიერი ბრბო
აფრიკა, კონტინენტი, რომელიც მსოფლიოში სწორედ იმით გამოირჩევა, რომ ბუში აქ, ალბათ ყველაზე მეტად მოენატრებათ. აფრიკაში 62 წლის ტეხასელის კრიტიკოსების ხმას მის მომხრეთა უკიდეგანო მხარდამჭერა დაჩრდილავს .
როდესაც ის, თებერვალში აფრიკას ეწვია, ყველგან აღგზნებული, ბედნიერი ბრბო ეგებებოდა.
სოციალულოგიური გამოკვლევები ადასტურებს, რომ ბუშს აფრიკაში მოსახლეობის 89% ემხრობა, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ძირითადი მოსახლეობა მუსლიმურია.
დარფურში უამრავი ადამიანი, როგორც ამბობენ, ახალშობილებს ჯორჯ ბუშს არქმევს.
”იმ დროს, როდესაც ბუშის ოპონენტები მის აფრიკულ ინიციატივებს დაბალ შეფასებას აძლევენ, სწორედ ისინი იქცევა მის ყველაზე სიცოცხლისუნარიან მემკვიდრეობად რეგიონში, რომელსაც ასე დიდხანს უგულვებელყოფდნენ ორივე პარტიის პოლიტიკოსები” - წერდა შარშან, ბოსტონ გლობში გამოქვეყნებულ სტატიაში ენდრიუ ნაციოსი, ჰუდსონის ინსტიტუტის თანამშრომელი .
ის, რომ ამერიკას აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისგან განსხვავებით, არც ერთი ომი არ უაწამოებია, ასეთ დამოკიდებულებას დიდად განსაზღვრავს.
ასე რომ აფრიკაში ბუში დაამხსოვრდებათ, როგორც ” არაბული ჩრდილოეთისა და აფრიკული სამხრეთის 20 წლიანი სამოქალაქო ომის მთავარი მშვიდობისმყოფელი”- წერდა ნაციოსი.
”დარფურის საშინელებათა გამო პირველმა განგაშის ზარი ბუშის ადმინისტრაციამ შემოკრა, იძულებით გადაადგილებულთა ბანაკებში მოხვედრილი ადამიანების გადასარჩენად ორგანიზება გაუკეთა მასობრივ ჰუმანიტარულ დახმარებას, შექმნა ინტერნაციონალური კოალიცია იმისთვის, რომ გაეროს და აფრიკის კავშირის მეშვეობით იქ სამშვიდობო ჯარები გაგზავნილიყო და წესრიგი აღედგინილიყო” - დასძინა მან.
როდესაც თებერვალში ბუში ტანზანიაში ჩავიდა, პრეზიდენტი ჯაკაია კიკვეტე მისდამი ქებაში დაიღვარა.
”სხვადასხვა ადამიანს თქვენს შესახებ და თქვენი მემკვიდრეობის შესახებ განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს”- თქვა მან -”მაგრამ აქ ტანზანიაში, ჩვენ ჩვენთვის და აფრიკისთვის ვლაპარაკობთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ და თქვენი ადმინისტრაცია ჩვენი ქვეყნისთვის კარგი მეგობრები იყავით და კარგი მეგობრები ყავით აფრიკისთვისაც”.
მტრების მიერ მონატრებული
ბუშის პოპულარობა აფრიკაში მისმა რამდენიმე გადაწყვეტილებამ განაპირობა, ესენია: აფრიკისთვის დახმარების გაზრდა, ეკონომიკური და ჯანდაცვის პროგრამები, რომლებსაც ის ამ კონტინენტზე მხარს უჭერდა.
ბუშის მმართველობისას მთლიანი უცხოური დახმარება გაორმაგდა, ხოლო აფრიკაში გაოთხმაგდა: 2001 წელს ის $1.3 მილიარდს შეადგენდა, ხოლო 2008-ში $5 მილიარდს.
დამატებით მილიარდობით დოლარი მალარიის დაძლევის პროგრამებსა და აივ/შიდისის ინფიცირებულთა დასახმარებლად, ასევე კარგი მმართველობის დასაჯილდოვებლად ჩაიდო. ეს პროგრამები უდიდეს წარმატებად განიხილებოდა.
კორი შჩეიკი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრი ბუშის მმართველობის პირველი პერიოდისას, ამბობს, რომ პრეზიდენტი ბუში მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოენატრებათ, მათ შორის არიან ისინი, ვინც იმედოვნებდა, რომ ვაშინგტონთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწევდა, ასეთია, მაგალითად, კოლუმბია, ქვეყნები, რომლებიც ახლა აღწევენ თავის ძლიერებას, მაგალითად ინდოეთი, რომელმაც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმების მიღმა ვაშინგტონთან ბირთვული თანამშრომლობის საკამათო პაქტს მოაწერა ხელი.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ის უკრაინასა და საქართველოს მოენატრებათ, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას თუ არა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას იმედოვნებდნენ. ისინიც, ალბათ მწარედ დაიტირებენ ბუშის ადმინისტრაციის წასვლას.
მაგრამ მოენატრებათ ბუში, თუ არა, რეალურად იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოიმოქმედებს ბარაკ ობამა, როგორც პრეზიდენტი.
და ბოლოს, თავისებურად ბუში ისეთ ლიდერებსაც მოენატრებათ, როგორიცაა ჰუგო ჩავესი ვენესუალადან, კუბას ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო და ირანელი მაჰმუდ აჰმადინიჯადი, რომელთაც დააკლდებათ კაცი, ვისი სიძულვილიც უყვარდათ და მოუწევთ მორიგება მის მემკვიდრესთან, კაცთან, რომლის სიყვარულსაც მთელი მსოფლიო ეტრფის.
No comments:
Post a Comment