ელენა ბედველი
15 იანვარი 2009
საქართველოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ 25 იანვრისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო, რადგან ლიდერები პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნის გარშემო უფრო დიდი გაერთიანების შექმნას ცდილობენ.
”ჩვენ აქცია გადავდეთ,” განაცხადა ეკა ბესელიამ, ოპოზიციის ყოფილი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის ადოკატმა და პარტია ”ერთიანი საქართველოსთვის” წევრმა. ”ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ სხვა პარტიებს შემოგვიერთდნენ, რათა სააკაშვილს გადადგომა ვაიძულოთ,” განუცხადა მან ჟურნალისტებს თბილისში.
სამხრეთ ოსეთის გამო რუსეთთან აგვისტოს ომის შემდეგ ოპოზიციამ პირველად დემონსტრაცია 7 ნოემბერს მოაწყო, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა და კონფლიქტში საქართველოს დამარცხებაში პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დასდო. ამ ომმა ქვეყნის ეკონომიკა 1 მილიარდი დოლარით დააზარალა. მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და მეორე სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ამ კვირაში, ოპოზიციის იურისტებმა მთავრობა აფხაზეთის საზღვარზე მდებარე ჰიდროელექტრო სადგურთან დაკავშირებული გეგმების გამო გააკრიტიკეს, მათი თქმით სადგურზე კონტროლი რუსულ OAO Inter RAO UES-ს უნდა გადასცენ, რითაც მთავრობა ომის შემდეგ ”ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ მიღებულ კანონს არღვევს.
საქართველოს ოპოზიციური ჯგუფები 2007 წლის სექტემბერში, ოქრუაშვილის დაჭერის შემდეგ გაერთიანდნენ. იმავე ნოემბერს დემონტრანტების პოლიციასთან ძლიერმა შეტაკებებმა სააკაშვილი აიძულა საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა და ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. იანვარში სააკაშვილმა ლევან გაჩეჩილაძეს მოუგო და ამის შემდეგ ოპოზიციის კოალიციაში ბზარები გაჩნდა.
”ან ოპოზიცია მიხვდა, რომ დემონსტრაციის ჩატარება უშედეგოა, მაშინ როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე რჩება, ან მათ იციან, რომ ხალხი აღარ გაყვებათ,” განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ალექსანდრე რონდელმა, თბილისში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა.
”სააკაშვილის გადაგომისკენ მოწოდება, როდესაც მათ არავითარი საკუთარი მკაფიო პოლიტიკა არ აქვთ, მიუღებელია, და ხალხმა ეს იცის,” თქვა მან.
ორიგინალი
Sunday, June 15, 2008
ქართულმა ოპოზიციამ სააკაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია გადადო, ის ერთობას ეძებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment