Thursday, June 5, 2008

ევროპელთა რთული მისია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობაში

le_monde
არნო ლეპარმანტიე
5 იანვარი 2009

ქაირო - ეს ჯერ არ დაწყებულა, თუმცა პირველივე ეტაპიდან მოლაპარაკებების საწარმოებლად სწორედ ეგვიპტელები შეარჩიეს. კვირას, 4 იანვარის საღამოს, ქაიროში ჩასული ბერნარ კუშნერი ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში სიძნელეების აღმოფხვრას შეეცდება.

ევროპელებმა ახლო აღმოსავლეთში ტურნეს დასაწყებად ეგვიპტე შეარჩიეს. მათ სურთ მხარში ამოუდგნენ ეგვიპტის პრეზიდენტს, ჰოსნი მუბარაკს, რომლის ქვეყანაც ერთადერთია, რომელსაც ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი აქვს მოწერილი. სხვათაშორის სწორედ ის გახლავთ დღემდე ჰამასთან მოლაპარაკებების შუამავალი. გარდა ამისა, ისრაელის აზრით, სწორედ ეგვიპტესა და ღაზას შორის გათხრილი გვირაბების მეშვეობით ხდება შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადატანა, რომლებიც ებრაელთა სახელმწიფოს უსაფრთხოებას ემუქრება.

შარმ-ელ-შეიჰში ორშაბათს შუადღისას ბატონმა მუბარაკმა უნდა უმასპინძლოს ნიკოლა სარკოზის, რამდენიმე საათის შემდეგ კი ევროპის დელეგაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარელ შვარცენბერგის ხელმძღვანელობით, რომელიც ევროკავშირის ამ საქმეთა დროებითი კოორდინატორია.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ევროპელი სტუმრებისთვის შეთავაზებულმა სადილმა (გარდა ბატონების შვარცენბერგისა და კუშნერისთვის, აგრეთვე მათი შვედი კოლეგა კარლ ბილდტისთვის და საგარეო საქმეთა კომისრის ბენიტა ფერერო ვალდნერისთვის) აჩვენა, რომ ეგვიპტე, რომელიც კონფლიქტის გადამწყვეტად არის მიჩნეული, აღნიშნულ პრობლემაში ნაწილობრივ ჩართული იყო.

ეგვიპტის თამაშში ჩართვის ერთ-ერთ მოტივად მიჩნეულია ეგვიპტიდან ღაზასთვის იარაღის მიწოდების კონტროლი. ევროპელების აზრით, თუ ეგვიპტელები დათანხმდებიან ევროპის საერთაშორისო დამკვირვებლების მისიას, ისინი სულაც არ მოისურვებენ მათ ყოფნას ეგვიპტის ტერიტორიაზე. პარიზის აზრით კი ისრაელის დაყოლიება ცეცხლის შეჩერებაზე, სწორედ იარაღით ვაჭრობის შეწყვეტაზეა დამოკიდებული.

ეგვიპტელები აცხადებენ, რომ მათ 300-მდე გვირაბი დაანგრიეს, რომელიც ეგვიპტესა და ღაზას აკავშირებდა და თუკი ისინი ბოლომდე ვერ ახორციელებენ თვალთვალს ეს ამერიკელთა ბრალია, რომლებმაც დაპირებული მასალები ეგვიპტეს სრულად არ მიაწოდეს. ეგვიპტელები ირწმუნებიან, რომ იარაღი ღაზაში ზღვის საშუალებით შედის და საჭიროა ამ ტერიტორიაზე სრულყოფილი ბლოკადის დაწესება.

ეგვიპტე მოლაპარკებების ველზე მანევრების შესაძლებლობას იმ შეზღუდვებში ხედავს, რომელიც საკუთარი მოსახლეობისგან აქვს დაწესებული და რომლებშიც ისრაელისადმი უარყოფითი დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება. ის ჰამასს ცუდი პოლიტიკით თამაშში, კონფლიქტის პროვოცირებასა და ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმაში ადანაშაულებს.

ეგვიპტელების აზრით ჰამასს სურს იმ მომენტით ისარგებლოს, რომ ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მანდატი 9 იანვარს იწურება და ამით სურს იგი პოლიტიკურად დაასუსტოს.

ეგვიპტელები მომავალში  კონფლიქტის გახანგრძლივებას წინასწრმეტყველებენ. ისინი თვლიან, რომ ისრაელი ბლოკირებული უნდა ყოფილიყო და ის ვერ შეძლებდა ჯარით ქალაქ ღაზაში შესვლას.

მრავალი ეგვიპტელი დიპლომატის აზრით, ისრაელი არ გაიყვანს ჯარს ღაზადან მრავალი კვირის განმავლობაში, ყოველშემთხვევაში 10 თებერვლის არჩევნებამდე მაინც.

ორიგინალი

No comments: