Sunday, June 22, 2008

რუსული კრიზისი ევროპელი აირის მწარმოებლებისათვის მომგებიანი აღმოჩნდა

les_echos 
ემანუელ გრაზლანდი
22 იანვარი 2009

კონფლიქტმა უკრაინასა და რუსეთს შორის ევროპული აირის მწარმოებელ გიგანტებს შესაძლებლობა მისცა იმაზე დაბალ ფასებში შეევსოთ საკუთარი მარაგები ”spot“ ბაზრობებზე, ვიდრე ამას ”გაზპრომთან” ხელშეკრულებები ითვალისწინებდა.

რუსული აირი ევროპაში დაბრუნდა. უნგრეთის, ბულგარეთის, სლოვაკიის შემდეგ, დასავლეთ ევროპის დიდმა ქვეყნებმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გაზის მიღება განაახლეს. ობერგელბახში და მოზელში გუშინ დილით აირის გატარების სიმძლავრემ 350 გიგავატორს მიაღწია, იმ დონეს, რომელიც კრიზისის დაწყებამდე იყო დაფიქსირებული. რა ბალანსი იქნა აღრიცხული აირის მოწოდების ორკვირიანი წყვეტილობის დროს? აირის გამტარი ოპერატორებისთვის, კრიზისი ფინანსური თვალსაზრისით მაინც და მაინც ცუდი არ აღმოჩნდა.

’’გაზპრომის ” მიერ გაყიდული აირის ფასი მართლაც ინდექსირებულია ნავთობის ფასის ექვსთვიანი ცვალობადობის ფარგლებში. მაშასადამე, მისი ფასი მომარაგების შეწყვეტის მომენტში მაღალი იყო. ფრანგული ნავთობის ინსტიტუტის ” IFP” შეფასებით, ევროპაში ხანგრძლივი კონტრაქტების ფასი დეკემბრის თვეში ერთ მეგავატორზე 40 ევროს შეადგენდა, ”Spot”-ს ინგლისურ ბაზრობებზე, იგივე რაოდენობასთან მიმართებაში, საშუალოდ 20 ევროზე ცოტა მეტის საწინააღმდეგოდ.

ეს მნიშვნელოვანი სხვაობა არც კრიზისის დროს შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის კონტინენტზე, ზოგიერთ დღეებში, საკმაოდ ციოდა. 2006 წლის მოვლენების საპირისპიროდ „Spot” ბაზრობებზე აირის დაფიქსირებული ფასები ამჯერად არ გამქრალა.პირიქით, გრძელვადიანი კონტრაქტების ფასებისაგან განსხვავებით, ფასები ძველებური დარჩა. აღნიშნული მოვლენა ბევრი ფაქტორისაგან გამომდინარეობს. პირველ რიგში, ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება წლის ბოლოს, საკმაოდ სუსტი

იყო, ეკონომიკური აქტივობის შენელებისა და რბილი შემოდგომის გამო, ”48,5 მილიარდი კუბური მეტრის აირით, გაზის ევროპული მარაგები დეკემბრის ბოლოსთვის, საშუალო რაოდენობაზე დაახლოებით 10%-ით მეტი იყო”- წერს ერთ-ერთ მოხსენებაში მერილ ლუნჩი.

რუსული კრიზისი, რომელიც ამის შემდეგ აგორდა, პირველად ნედლეულზე ფასების დაცემით აღინიშნა. რუსული აირის მიწოდებების შეწყვეტამ ბირჟის ტენდენციებზე მხოლოდ შეზღუდული ეფექტი იქონია. ”არავის შეეძლო წარმოედგინა, რომ ეს სიტუაცია ასე გაჭიანურდებოდა”,- აღნიშნავს ერთი მიმომხილველი.

ნდობის დაკარგვა

დარტყმის მიუხედავად ”Spot”- ბაზრობები საკმაოდ მშვიდ მდგომარეობაში განაგრძობდნენ ფუნქციონირებას და ”EON“ “GDF-swet”-ი და სხვები , მათ შორის ”ENI”-იც თავიანთი საჭიროებისთვის აუცილებელ მარაგებს აირის საკმაოდ საინტერესო ფასებით ავსებდნენ. როდესაც”GDF suez”-ს დავუკავშირდით , მათ არ ისურვეს ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება.”აირის მწარმოებელთა დიდი ჯგუფებისთვის კრიზისში გარდატეხის მოხდენის ეფექტი, საშუალო ან პოზიტიური იყო ”- აფასებს ერთი ფინანსისტ-ანალიტიკოსი, მაგრამ ამ ოპერატორებს არ სურთ იმ აზრის დანერგვა , რომ კრიზისმა მათ მოგების საშუალება მისცა.”

პირიქით, ფსიქოლოგიურ ასპექტში ,შოკი,სულაც არ იმსახურებდა ყურადღებას. ”გაზპრომთან” 30 წლიანი ურთიერთობის ფონზე ”GDF-suez“-ი სულაც არ ელოდა მიწოდებების სრულ შეწყვეტას. 2006 წელს საზოგადოებამ დააფიქსირა გასაღების შემცირება 10%-დან 15% -მდე ერთნახევარი დღის განმავლობაში ”2009 წლის კრიზისი გამორჩეული იყო თავისი ხანგრძლივობითა და ძალადობით, ”- აღნიშნავს ფრანგული ჯგუფი. მან უნდობლობის გრძნობა დანერგა ყველა ევროპული ოპერატორის მიმართ. გასარკვევი მხოლოდ ის რჩება, მისცემს თუ არა ეს კრიზისი მათ საშუალებას ერთდროულად როგორც ფონდებსა, ასევე პოლიტიკურ მხარდამჭერებს მიაგნონ , რომ თავიანთი მომარაგება გაამრავალფეროვნონ , ”ნაბუქოს” მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ევროპის კაასპიის ზღვის აირით მომარაგებისთვისაა ჩაფიქრებული, ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ორიგინალი

No comments: