მეტ რობინსონი
23 იანვარი 2009
თბილისი - წამყვანმა უფლედაცვითმა ორგანიზაციამ პარასკევს რუსეთსა და საქართველოს მოუწოდა გამოიძიოს გასული წლის ომის დროს ძალის განურჩეველი გამოყენებისა და ადამიანის უფლებათა შელახვის შემთხვევები, მათ შორის შესაძლო სამხედრო დანაშაულებათა ფაქტებიც.
Human Rights Watch-მა გამოსცა 200 გვერდიანი ანგარიში, რომელშიც რუსეთის მიერ პრორუსულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე ქართველების შეტევის მოგერიების პროცესში, ხუთდღიანი ომის მიმდინარეობისას, სამოქალაქო პირებზე თავდასხმის ფაქტებია დოკუმენტირებული. სამხრეთ ოსეთი თბილისის კონტროლიდან 1990-იანი წლების დასაწყისში გამოვიდა.
ანგარიშში ასევე შევიდა ინფორმაცია სეპარატისტთა დედაქალაქზე, ცხინვალზე ქართველების მიერ სარაკეტო დანადგარების მეშვეობით განხორცილებულ შეტევაზე, ბრალდებები სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული რაზმების მიერ ჩატარებული ეთნიკური წმენდების, რუსების მიერ საცხოვრებელი შენობების დაბომბვებისა და ორივე მხარის მიერ კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.
”ორივემ, საქართველომ და რუსეთმა მათი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი დარღვევების ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება უნდა ჩაატარონ” - აღნიშნა რეჩელ დენბერმა HRW-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის სამსახურის დირექტორმა განცხადებაში, რომელიც ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა.
”Human Rights Watch-ი მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს ჩაატარონ გამოძიება და დააკისრონ პასუხისმგებლობა ძალებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით ჰუმანიტარული სამართლის დარღვევასა და სამხედრო დანაშაულებებში”.
რუსეთი და ყოფილი საბჭოთა საქართველო უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებით გამოყენებას, ან მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული მთავრობა ასევე უარყოფს იმ ფაქტს, რომ ცეცხლს უხსნიდა ეთნიკურ ქართველებს.
საქართველომ განაცხადა, რომ 228 მშვიდობიანი ქართველი მოქალაქე და 169 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპა. რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომისიის განცხადებით, მას დოკუმენტირებული აქვს 165 ოსის დაღუპვის ფაქტი, მაგრამ მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება. ომის მსვლელობისას რუსეთი, სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთა მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებდა, რომ დაღუპულია 2000 მოქალაქე. ორივე მხრიდან იძულებით გადაადგილდა 100 000-ზე ადამიანზე მეტი.
”სამხედრო დანაშაულებანი”
ცხინვალში იმ სარაკეტო დანადგარის გამოყენება, რომელსაც 20 წამში 40 ჭურვის გასროლა შეუძლია, ”აჩვენებს, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, ცხინვალზე შეტევის განხორციელებისას, სრული იგნორირება გაუკეთეს სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებს” - ნათქვამია ანგარიშში.
აქვე აღნიშნულია, რომ ბევრ შემთხვევაში რუსეთის შეიარღებულმა ძალებმა ”განურჩევლად გამოიყენეს საჰაერო, საარტილერიო და სატანკო ძალები, დახოცეს და დაჭრეს ბევრი სამოქალაქო პირი”. გარდა ამისა, რუსეთმა, როგორც საოკუპაციო ძალამ, ვერ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა.
”მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ნაცვლად, რუსულმა ჯარმა ნება დართო სამხრეთ ოსეთის შენაერთებს, რომლებიც მათ უკან მიყვებოდნენ, ეძარცვათ, გადაეწვათ ქართველთა სახლები, დაეხოცათ, ეცემათ, გაეუპატიურებინათ და დაეშინებინათ მშვიდობიანი მოქალაქეები” - განაცხადა დენბერმა.
”ასეთი გამიზნული თავდასხმები სამხედრო დანაშაულებებს მიეკუთვნება და თუ მას ფართოდ გავრცელებული, სისტემატური ხასიათი ჰქონდა, ის შესაძლოა განვიხილოთ, როგორც დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ”. ამ კატეგორიის დანაშაულებები საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს კომპეტენციის სფეროში ხვდება.
დასავლეთმა განაცხადა, რომ რუსეთის პასუხი არაპროპორციული იყო, მაგრამ სანქციების შემოღებას თავი აარიდა. რუსეთის მტკიცებით, ის ვალდებული იყო გადაელხა თავისი სამხრეთ საზღვრები, რათა დახმარებოდა საკუთარ სამშვიდობო ჯარებს და გადაერჩინა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაგანაც ბევრს რუსული პასპორტი ჰქონდა.
ოპონენტების მიერ იმაში დადანაშაულებეული საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომ დაიწყო ომი, რომელშიც ვერ გაიმარჯვებდა, აცხადებს - მან მოქმედება დაიწყო მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა შეტევა მიიტანეს ქართულ სოფლებზე, ხოლო რუსეთს იმაში სდებს ბრალს, რომ აგზავნიდა იარაღს სეპარატისტთა დასახმარებლად.
No comments:
Post a Comment