Sunday, June 22, 2008

ჩეჩნეთი: რამზან კადიროვის მოწინააღმდეგეთა ტრაგიკული ბედი

le_temps 
ჟურნალისტი ტერეზ ობრეხტი ყვება თუ როგორ იქნა მოკლული ერთი ჩეჩენი ლტოლვილი ვენაში. იგივე ბედი ელოდება პრეზიდენტ რამზან კადიროვის 300 მდე სხვა მტერსაც.

ტერეზ ობრეხტი
22 იანვარი 2009

სამშაბათს 13 იანვარს, შუა დღისას 27 წლის ოჯახის მამა უმარ ისმაილოვი ლეოპოლდ შტრასეზე ვენის ერთ-ერთ გარეუბანში მიაბიჯებდა. საბაყალო საქონლის მაღაზიიდან გამოსვლისას სამმა უცნობმა მანქანიდან მას ტყვიები დაახალა და იმავე მანქანით სწრაფად მიიმალა. მაშინ, როდესაც შვეიცარია ემზადება უკან გააბრუნოს თავშეფარებული ჩეჩნები იმ მიზეზით, რომ კავკასიის ამ რესპუბლიკაში სიტუაცია ნორმალური გახდა, თავს ძალა დავატანოთ და უმარ ისმაილოვის - ომის გარემოაბათა მსხვერპლის, ერთი ჩვეულებრივი ჩეჩენის განვლილი გზა მოვხაზოთ, რომელიც მოსაკლავად იმ მომენტიდან იქნა განწირული, როდესაც პრეზიდენტ პუტინის პროტეჟე რამზან კადიროვის მეთოდები ამხილა.

ალი ისმაილოვის - მოკლულის მამის მონათხრობის მიხედვით რომელიც ავსტრიის სააგენტო OTS-მა გამოაქვეყნა, როგორც ასობით სხვა ახლაგაზრდა ჩეჩენმა, უმარმა იარაღი აიღო ხელში, საუკუნის დასასრულის დასაწყისში მეორე ჩეჩნეთის ომის დროს. 2003 წელს ის დაპატიმრებული და ცენტეროიში, რამზან კადიროვის, მაშინდელი ჩეჩნეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის სამემკვიდრეო მამულში იქნა გადაყვანილი. პატიმრობის სამი თვის განმავლობაში მას რეგულარულად აწამებდნენ ”ნიუ იორკ ტაიმსის” განცხადებით, ელექტროშოკით მას პირადად რამზან კადიროვი აწამებდა. ეს ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ უმარი სხვა მებრძოლებთან ერთად ამინისტირებული იქნა და რამზან კადიროვის პეროსნალურ მილიციაში ჩაირიცხა. თვეების განმავლობაში ის სისტემატიური რეპრესიების, წამების, ძალადობის, ექსტრა სასამართლოების განაჩენების სისრულეში მოყვანის, დაპატიმრებებისა და გატაცებების მოწმე გახდა.

2004 წელს თავის ცოლთან ერთად ავსტრიაში გაქცევა მოახერხა და შემდეგ იქ თავშესაფარი მოითხოვა, რომელიც მას მხოლოდ 2007 წელს მიენიჭა. გაქცევიდან რამდენიმე თვის შემდეგ კადიროვის პოლიციის აგენტებმა მისი მამა დედა და დეიდა დააპატიმრეს. მამა ყვება თუ როგორ აწამებდნენ მას პატიმრობის ათი თვის განმავლობაში და როგორ დაუსხლტა ხელიდან ჯალათებს დამტვრეული გვერდებისა და ჩამსხვრეული კბილების ფასად. ერთ დღეს რამზანი მამა ნათელთან ერთად ურეკავს უმარს და ეუბნება, რომ ამ უკანასკნელს მოკლავს, თუკი ის ჩეჩნეთში არ დაბრუნდება... განთავისუფლებული მამა თავის ცოლთან ერთად გარბის და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყნაში თავშესაფარს იღებს.

ერთ დღეს ალი და უმარ ისმაილოვები გადაწყვეტენ რამზან კადიროვის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანონ რუსეთის პროკურატურაში, მიუხედავად რისკისა რაც ამ მოქმედებას შეიძლება მოყოლოდა. რუსეთმა დაუგვიანებლად გამოწერა საერთაშორისო დაპატიმრების ორდერი ”ტერორისტი” უმარ ისმაილოვის დასაკავებლად, თუმცა ავსტრიამ არ დააკმაყოფილა რუსების მოთხოვნა. ერთდროულად ისმაილოვებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში შეიტანეს საბუთები, სადაც დაწვრილებით იყო მოთხრობილი კადიროვის მიერ ჩადენილი დანაშაულებების ამბავი. ამ მომენტიდან ზეწოლა გაძლიერდა.

”ნიუ იორკ ტაიმსის” მიხედვით, ვიღაც არტურ კურამაკაიევი, რომელსაც ”გადასახლებაში მყოფი ჩეჩნების სამშობლოში რეპატრიაცია” ჰქონდა დავალებული, მუდმივად უკავშირდებოდა უმარს და რამზან კადიროვის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი სარჩელის სასწრაფოდ გამოტანას ურჩევდა. ცოტა ხნის შემდეგ, თავად ეს ინდიკატორი თავის მხრივ ავსტრიას სთხოვს თავშესაფარს, და თან აცხადებს: რამზან კადიროვი 300-მდე გასანადგურებელი ჩეჩენის სიას ფლობსო. აქვე უნდა დავაზუსტოდ, რომ რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, რუსეთის სახელმწიფოს მტრებს შეუძლიათ შეუზღუდავად ცხოვრება საზღვარგარეთ, მაგრამ უმარისთვის სიტუაცია რთულდება. 2008 წლის ივნისიდან მას უთვალთავალებენ, ის ავსტრიის პოლიციას მიმართავს დასახმარებლად, მაგრამ ხარჯების საკითხიდან გამომდინარე პოლიცია მის თხოვნას არ აკმაყოფილებს. ავსტრიული ”ფალტერი სიტის” განცხადებით, ავსტრიული ხელისუფლება გაფრთხილებული იქნა ერთი რუსი აგენტის საშუალებით, რომ აპირებდნენ ჩეჩენი ლტოლვილის მოკვლას.

რამზან კადიროვი მუდმივად ატარებდა უხეში ადამიანის რეპუტაციას, რომელიც შიშის დათესვითა და სადისტური ქმედებებით ცდილობდა საკუთარი ხელისუფლების განმტკიცებას. 2006 წელს მოკლულმა ანა პოლიტკოვსკაიამ ცენტეროიში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ დასამახსოვრებელი წერილები დაწერა რამზან კადიროვის შესახებ და აღწერა, თუ როგორ აწამებდნენ იქ კადიროვის მიერ შერჩეულ მტრებს. ზუსტად სიკვდილის წინ და კადიროვის მუქარების მიუხედავად, ანა პოლიტკოვსკაია მუშაობდა წერილებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტის მილიციის ”კადიროვშჩინების” მიერ ჩადენილი წამების ფაქტებისა და დანაშაულებების გამომზეურებასთან.

მისი მკვლელობის ერთ-ერთ კვალს ჩეცნეთში მივყავართ, მაგრამ მიმდინარე სასამართლო პროცესს ნაკლები შანსი აქვს დაასახელოს ჟურნალისტის ნამდვილი მკვლელები.

ამ დროის განმავლობაში კი ჩეჩნეთის პრეზიდენტი საფუძვლიანად ანადგურებს საკუთარ მტრებს. 2006 წელს მოსკოვში, ქუჩაში დღის სინათლეზე კადიროვის სპეცნაზის მეშვეობით ლიკვიდირებულ იქნა მისი ყოფილი მოკავშირე მოვლადი ბაისაროვი, რომელიც მას განუდგა. გასულ წელს კადიროვი შეუდგა რუსეთის გმირების, მისი პოტენციური მოწინააღმდეგეების ძმები იამადიევების დევნას. ისეთივე დაუნდობელი რეპუტაციის მქონე პირებისა, როგორც თავად კადიროვია. ერთ ძმა სულიმი ”გრუს” დაქვემდებარებაში მყოფ ბატალიონს ”ვოსტოკს” ხელმძღვანელობდა, რომელიც სამხრეთ ოსეთში აგვისტოში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. სექტემბერში რუსლან იამადიევი რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი მოსკოვში მოკლეს. სულიმი ახლა რუსეთის პრესის ცნობით ჩეჩნეთში იმალება. რამდენიმე დღის წინ მისი სახლი გუდერმესში ცეცხლმა შთანთქა, მაგრამ სულიმი იქ ვერ იპოვეს. სადღაც გარკვეულ სივრცეში ის თავის ძვირფას ოცნებას ელოლიავება, რომლის მიხედვითაც ”სასწრაფოდ უნდა დაეძგეროს არამზადა კადიროვს”. ჩეჩნეთის ომი არ დამთავრებულა, მან მხოლოდ ხასიათი შეიცვალა.

ორიგინალი

No comments: