Tuesday, June 10, 2008

აშშ საქართველოს ურთიერთობათა გაღრმავებას სთავაზობს

ap_logo

დესმონდ ბატლერი
10 იანვარი 2009

ვაშინგტონი - საქართველო  აშშ-სთან თნამშრომლობის ახალ გეგმას მიესალმება, რაც იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაციისათვის წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ გაურკვეველია, როგორ უზრუნვლეყოფს დოკუმენტი, რომელსაც პარასკევს სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა მოაწერა ხელი, საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დაცვის უზრუნველყოფას.

მიუხედავად იმისა, რომ”ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ” ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებას ახდენს, მაგრამ მოსკოვთან შემდგომი ანტაგონიზმითაა ზღვარდადებული. ის ამავე დროს არც იმის გარანტიას ქმნის, რომ არჩეული პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 20 იანვარს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისეთივე ენთუზიაზმით დაუჭერს მხარს საქართველოს, როგორც ამას ბუშის ადმინისტრაცია აკეთებდა.

აშშ-სთან თანამშრომლობის გეგმის მონახაზი, როგორც ჩანს, იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკეს, ვერ გაათავისუფლებს მოსკოვთან დისტანცირების გამო შეშფოთებისგან.

გასულ წელს, როდესაც საქართველომ პრორუსული სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დამორჩილება სცადა, რუსული არტილერია საქართველოს დედაქალაქისკენ, თბილისისკენ დაიძრა. პეტერ ვან პრააგი, ვაშინგტონის გერმან მარშალის ფონდის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ომმა ერთი რამის დემონსტრირება მოახდინა - დასავლეთი ვერ დაიცავს საქართველოს სამხედრო ძალით.

”ეს ისევე შეესაბამება სიმართლეს დღეს, როგორც ხელმოწერამდე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელმძღვანელობას ეს ახსოვდეს”- ამბობს ის.

დოკუმენტში განსაზღვრულია ეკონომიკური, კულტურული დაუსაფრთხოებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის ფართო არეალი, ისევე, როგორც პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც საქართველომ აშშ-ს დახმარებით უნდა ჩაატაროს. მასში ხაზგასმულია აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, რაც რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღაირების ოპონირებას ნიშნავს.

ობამამ ასევე გამოხატა მხარადჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ნატოში გაწევრიანებისადმი. მაგრამ ამავე დროს ის იმ ფაქტის პირისპირ აღმოჩნდა, რომ ევროპა და კიდევ ბევრი სხვა ქვეყანა მისგან მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას მოითხოვს.

ასოშეითედ პრესთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, არსებულმა ადმინისტრაციამ დოკუმენტთან დაკავშირებით მომავალ ადმინისტრაციასთან კონსულტაცია გაიარა, თუმცა დარწმუნებული ამაში არ არის.

”წარმავალი ადმინისტრაცია არ აკეთებს არაფერს მომავალ ადმინისტრაციასთან კონსულტაციის გარეშე” - განაცხადა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელს, მათიუ ბრაიზას არ დაუზუსტებია, ვინ გაიარა კონსულტაციები ობამას გუნდთან.

”ჩვენ ყველასთან გავდივართ კონსულტაციას” - განაცხადა მან, როდესაც მომავალ ადმინისტრაციასთან საუბრებზე კითხეს.

ხელმოწერის წინ აშშ-ს და საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი ნატოში ინტეგრაციას  ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით განიხილავს. დოკუმენტში აგრეთვე ნათქვამია, რომ აშშ დაეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულყოფასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაში.

”საქართველოს ინტეგრაცია ნატოში დამოკიდებულია ქართველთა სურვილზე და მათ უნარზე შეესაბამებოდნენ ნატოს სტანდარტებს” - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე.

ვაშაძემ აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს კომისია ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ალტერნატიული და თანაბარწილი საშუალებაა.

”საქართველო მიიღებს ზუსტად იმავეს, რაც არის მაპი, მხოლოდ სხვა სახელდებით. რა განსხვავებაა? ” - თქვა ვაშაძემ-”თუ რაიმე მიმართულებით მიდიხარ, შენ შეგიძლია მანძილი ავტომანქანით გაირო, ან თვითმფრინავით, ან მატარებლით. მთავარია  დანიშნულების ადგილზე დროზე მიხვიდე”.

ორიგინალი

No comments: