12 იანვარი 2009
ორშაბათს საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ელექტროენერგიით მოვაჭრე კომპანია ინტერ რაო-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენგურის ჰიდროელექტრო სადგურის ერთობლივ კონტროლზე, რომელიც საქართველო აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვარზე მდებარეობს.
”ჩვენ მოლაპარაკებებს ვმართავთ წარმომადგენლებისგან თანაბრად დაკომპლექტებული საბჭოს შექმნაზე, რომელიც ენგურის მუშაობას წარმართავს,” განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა.
მან თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყებაზე მემორანდუმს ხელი მოეწერა თბილისში დეკემბრის დასასრულს, ამ ორ ქვეყნას შორის სამხრეთ ოსეთის გამო აგვისტოს ომის მიუხედავად. ენგურის სადგური ყოველწლიურად 4.2 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც საქართველოს ელექტრომომარაგების 45%-ს შეადგენს. თბილისსა და აფხაზეთს შორის არსებული შეთანხმებით (რეგიონი საქართველოს იურისდიქციას 1990-ანების დასაწყისში გამოეყო), ეს უკანასკნელი ამ ელექტროსადგურიდან 1.2 მილიარდ კილოვატსაათ ელექტროენერგიას იღებს.
სადგურის ხუთი გენერატორი დეფაქტო საზღვრის აფხაზურ მხარესაა, მაგრამ ენგურის დამბა ქართულ მხარეს მდებარეობს.
რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელწმიფოებად აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა და ორივე რეგიონში ათასობით სამხედრო განალაგა.
ხეთაგურმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის აქციების გადაცემის არანაირი გეგმა არ არსებობს, ”ენგურის აქციების ასივე პროცენტი საქართველოს მფლობელობაში რჩება,” თქვა მან.
ხეთაგურმა განაცხადა, რომ თუკი საბოლოო შეთანხმებას ხელი მოეწერება, რუსეთი საქართველოს აფხაზეთში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს გადაუხდის. მისი თქმით რუსეთი მზადაა ენგურის ელექტროსადგურიდან მისი სამხრეთ რეგიონებისთვის დამატებითი ელექტროენერგია შეიძინოს.
ინტერ რაო საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია.
მას საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია აქვს თბილისში, 300 მეგავატის სიმძლავრის თბოელექტროსადგური და ორი ჰიდროელექტრო სადგური თითოეული 120 მეგავატი სიმძლავრის.
გასულ თვეს ინტერ რაო-მ განაცხადა, რომ ის თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოს ტერიტორიის გავლით განახორციელებს.
ორიგინალი
Thursday, June 12, 2008
საქართველო და რუსეთი ჰიდროელექტრო სადგურზე მოლაპარაკებებს მართავენ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment