ელკე ვინდიში
7 იანავარი 2009
პრეზიდენტი და მისი ამერიკელი კოლეგა ბუში სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულებას აფორმებენ.
დასავლეთთან თანამშრომლობის გაღრმავება ზოგადად მისასალმებელია, ამბობს კახა კუკავა, საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერი. თუმცა, იმავდროულად, ქვეყანამ ”მომავალში რეჟიმის უპასუხისმგებლო და პროვოკაციული ნაბიჯები”თავიდან უნდა აიცილოს. მიხეილ სააკაშვილის თქმით სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულებას, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და მისი კოლეგა აშშ-დან კონდოლიზა რაისი პარასკევს ხელს მოაწერენ.
სააკაშვილმა მის საახალწლო სატელევიზო გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღემდე საქართველოსთვის მსგავსი ხელშეკრულება არასდროს შეუთავაზებიათ. სტრატეგიული პარტნიორობა და პირდაპირი ურთიერთობა ”მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილ ქვეყანასთან, რომელიც საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდანკიდევ უფრო ძლიერი გამოვა” საქართველოს ”აბსოლუტურად განსხვავებული რანგის ქვეყნად აქცევს.” თბილისი ”უმცროსი ძმის როლისგან” განთავისუფლდება, რათა მშვიდობიანი საშუალებებით რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებულ ბრძოლას საბოლოოდ გაუმკლავდეს.
თუმცა, ამ წინადადებას ეჭვის თვალით უყურებენ როგორც თბილისში, ასევე აჯანყებულ რეგიონებშიც, რომელთა ენებზეც სააკაშვილის სატელევიზიო გამოსვლა პარალელურ რეჟიმში ითარგმნებოდა. ვრცელდება ხმები, თითქოს საქართველოს არმია ახალ შეტევას განახორციელებს მას შემდეგ, რაც მილიონობით თანხა მის სასწრაფო რეაბილტაციას მოხმარდება. რუსეთთან აგვისტოს ომის დროს ქართულმა არმიამ მისი საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგა.
ოფიციალურად, სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი საქართველოს ნატოში გაწევრინების თემას ეფუძნება, რაც აქტუალურია, როგორც ვაშინგტონის, ასევე თბილისისთვის. აშშ დაინტერესებულია ”ძლიერი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს” არსებობაში. მისი შემდგომი ინტეგრაცია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში, საბოლოოდ კი მისი კავშირში გაწევრიანება, ორივე მხარისთვის პრიორიტეტულია.
დღემდე, ხელშეკრულების სხვა დეტალები უცნობია. თუმცა იმავდროულად, არა მხოლოდ ქართული ოპოზიცია, არამედ თავად სააკაშვილის მმართველი პარტიაც ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს, რომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე მისი საჯარო განხილვა მოხდეს. პროექტი ”პარტნიორობაზე სტრატეგიულ ქარტიას” გავს - შეთანხმებას რომელსაც ხელი დეკემბერში მოეწერა და რომელშიც კონკრეტული ვალდებულებები და ვადები არ არის განსაზღვრული.
საქართველოს, როგორც ჩანს უფრო კავშირის ტიპის შეთანხმებას სთავაზობენ. ვაშინგტონს საამისოდ მიზეზიც აქვს: საჭიროა იმ მარცხის შელამაზება, რომელიც აშშ-მ აპრილში ბუქარესტის სამიტზე განიცადა, როდესაც დასავლეთ ევროპელმა მოკავშირეებმა საქართველოს და უკრაინის ალიანსში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივას ხელი შეუშალეს.
საქართველოსთან პარტნიორული შეთანხმება, როგორც ჩანს დამატებით პრობლემას შექმნის დიმიტრი მედვედევისა და აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირველ შეხვედრაზეც, რომელზეც ლიდერებმა აშშ-რუსეთის შელახული ურთიერთობების ყველა ასპექტზე უნდა ისაუბრონ.
ორიგინალი

No comments:
Post a Comment