ვალტერ პინკუსი
5 იანვარი 2009
თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა წარმავალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის ხიდის როლი იკისრა და მას შემდეგ, რაც თანხმობა განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელად დარჩენაზე, თავისი შეხედულებები ინტერვიუებსა და სტატიებში გამოხატა. მისი ეს მოსაზრებების ხელმეორედ გადახედვას იმსახურებს.
გეითსი CIA-ში მუშაობის დროიდან ექსპერტია რუსეთის საკითხებში და მოსკოვს ბევრად უფრო ნაკლებ საფრთხედ განიხილავს, ვიდრე აშშ-ს სამხედრო ისტებლიშმენტის ბევრი სხვა წარმომადგენელი. PBS-ს ეთერში ჩარლი როუზის შოუში მან 17 დეკემბერს რუსი ლიდერების არასანდოობაზე ილაპარაკა და გაიხსენა, როგორ შეშფოთდა 1955 წელს ჟენევაში ნიკიტა ხრუშჩოვი, როდესაც აღმოაჩინა, რომ დუაით ეიზენჰაუერის თვითმფრინავი უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი. ”იმას ვგულისხმობ, რომ ისინი თავის თანამდებობებს ჩაჭიდებულნი არიან და მათთან რთული ურთიერთობის თავიდან არიდება თითქმის შეუძლებელია”-დაასკვნა გეითსმა.
ის გვაფრთხილებს, რომ , მანამდე, სანამ ამერიკა რუსეთის მიერ ”საქართველოს ერთი ციდა არმიის განადგურების” გამო ახალი ”ცივი ომისთვის” მოემზადებას გადაწყვეტს, აშშ-მ უნდა გააცნობიეროს - მოსკოვი თავისი წარსული დამცირების კომპენსირებას ცდილობს. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მაოხერხა ჩვეულებრივ შეიარაღებათა გაუმჯობესება, მას თავისი წარსული ძლევამოსილებიდან მხოლოდ აჩრდილიღა შერჩა.
მაგრამ გეითსმა როუზს ისიც უთხრა, რომ მოსკოვთან ახალი ურთიერთობების შესაძლებლობას ხედვას. ”რუსეთი, მაგალითად, მხარს უჭერს გაეროს ახალ რეზოლუციას ავღანეთზე” - ხაზი გაუსვა გეითსმა. ”რუსეთი ძალიან წუხს ნარკოტიკებზე, რომლებიც ავღანეთიდან მოდის და მხარს უჭერს ავაღანეთში აღჭურვილობისა და ტვირთების მიწოდებისთვის ევროპელების უზრუნველყოფას ალტერნატიული მარშრუტებით”.
როგორ ხედავს გეითსი აშშ-რუსეთის მომავალ კავშირებს? ”ახალი ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა იმის განსაზღვრა იქნება, თუ რა საკითხბში უნდა დაათმობინოს რუსეთს და რა მიმართულებითაა შესაძლებელი უფრო მჭიდრო კონტაქტების დამყარება”.
გეითსისი თვალთახედვა ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ბუშისა და არჩეული პრეზიდენტის ბარაკ ობამას პოზიციებს შორის კიდევ უფრო საინტერესო გარდამავალ მიდგომას გვთავაზობს.
მაგალითად, 2004 წლის ოქტომბერში, ბუშმა განაცხადა: ”ჩვენ ტერორისტებს სამხედრო ძალით ავღანეთში, ერაყში და მათ საზღვრებს იმიტომ ვებრძვით, რომ მათ ჩვენივე ქალაქების ქუჩებში არ გადავაწყდეთ”. მიუხედავად იმისა, რომ გეითსის პროგნოზით ”მსგავსი გამოწვევები მრავალ ადგილას” შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ წერს გეითსი Foreign Affairs-ში, საუკეთესო პასუხი ამ გამოწვევებზე ის იქნება, რომ პარტნიორ მთავრობებს შესაბამისი შენაერთების შექმნაში დავეხმაროთ და თავიდან ავიცილოთ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია: ”შეერთებული შტატები, ალბათ, უახლოეს მომავალში აღარ გაიმეორებს ახალ ავღანეთსა და ერაყს, რაც რეჟიმის შეცვლასა და სახელმწიფოს მშენებლობას საომარი მოქმედებების მეშვეობით გულისხმობს” - წერს ის.
ინტერვიუში ჩარლი როუზსთან გეითსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ცივი ომის დროს ამერიკელები მათი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ სასიცოცხლო საფრთხეზე იყვნენ ფოკუსირებულნი, მაგრამ, მისი აზრით, ისლამისტური ექსტრემიზმი ”შეერთებულ შტატებისთვის და თავისუფლებისათვის მთელს მსოფლიოში ისეთ სასიცხლო საშიშროებას, როგორსაც საბჭოთა კავშირი ქმნიდა, აღარ ქმნის”.
ტერორიზმი, უთხრა გეითსმა როუზს, ”იდეოლოგიური კონფლიქტია”, ამიტომ უნდა განადგურდეს ის, ვინც შეურიგებელ პოზიციაზე დგას, მაგრამ არსებობენ კიდევ პოტენციური მტრები, რომელთა შემორიგება უნდა მოხერხდეს.
გასულ თვეში ერაყის საჰაერო ბაზაზე ვიზიტისას, შეხვედრაზე გეითსმა განაცხადა: ”ჩვენ მათი რეკრუტირების საშუალება გვაქვს... ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ ისინი ექსტრემისტების რიგებს არ მიუერთდნენ, და შედეგად გასამკლავებლად დავიტოვოთ მხოლოდ ერთი მუჭა ფანატიკოსები იმის ნაცვლად, რომ უკმაყოფილოთა დიდი ჯგუფებს და იმათ ვებრძოლოთ, ვისაც უბრალოდ ვეზიზღებით”.
პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი სტრატეგიული კომუნიკაციია. ”როგორ მოხდა, რომ ქვეყანა, სადაც შეიქმნა ფი-არი, გამოქვაბულის კაცმა კავშირების გარეშე დატოვა?” - უთხრა მან როუზს და ამით მანამდე დასმულ კითხვას გამოეხმაურა. ”ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ სტარატეგიული კავშირებისთვის საკმაო რესურსი არ გამოვყავით და პრობლემათა უმეტესობის გადაჭრა სამხედროებს მივანდეთ” - დაამატა მან.
რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს გრძელვადიან პერსპექტივაში, გეითსი Foreign Affairs-ში წერს: ”სამხედრო და სამოქალაქო ელემენტები აშშ-ს უსაფრთხოების აპარატში მოქმედებდნენ არათანაბრად და სულ უფრო მზარდი დისბალანსის პირობებში”. მან ბრალი მთლიანად დასდო ”პენსილვანია ავენიუს” - 1990-იანებში სახელმწიფო დეპარტამენტში საგარეო სამსახურების ჩინოვნიკების აყვანა შეწყვიტეს, ხოლო საერთაშორისო განვითარების სააგენტო და აშშ-ს საინფორმაციო სააგენტოები შეამცირეს და ”დაანაწევრეს”.
”მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით არსებობს უზარმაზარი შესაძლებლობანი”-განაცხადა მან ერაყში შეხვედრაზე: ”მაგრამ ამ პრობლემათა გადაწყვეტა ჩვენგან გარკვეულ კრეატიულობას მოითხოვს”. ჩემის აზრით, სწორედ ესაა ყველაზე რეალური გამოწვევა მომავალი ადმინისტრაციისთვის”.
No comments:
Post a Comment