ეტან ბრონერი
4 იანვარი 2009
ერეზის გზაჯვარედინი, ღაზა-ისრაელის საზღვარი - აქ რამდენიმე რიგად ჩამწკრივებული ტანკები, ბრონირებული ტექნიკა და პერსონალია დაბანაკებული, მათი ნაკვალევის ჭუჭყი მთავარ გზაზე ჯერ კიდევ იკითხება. მათი სამხედროები პატარ-პატარა ჯგუფებად იყოფიან და მობილური ტელეფონებითა და პორტატიული რადიოგადამცემებით საუბრობენ. ისინი იცდიან.
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასის სარაკეტო შეტევების შესაჩერებლად ღაზას სექტორზე გამანადგურებელი საჰაერო დაბომბვების კამპანია წამოიწყო, რასაც მოჰყვა მშვიდობიანი პალესტინელების დაღუპვა და დაჭრა, მათ შორის ბავშვების.
დარტყმების არეალი და საზღვართან შეაიარაღების კონცენტრაცია, ჯერ ბუნდოვან, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას აჩენს: შესაძლებელია თუ არა სარაკეტო ცეცხლის შეჩერება თუნდაც დროის მცირე ინტერვალით მანამ, ვიდრე ჰამასი ღაზას ხელისუფლებაში რჩება? და თუკი პასუხია ”არა”, მაშინ არის თუ არა ოპერაციის რეალური მიზანი ჰამასის დამხობა, ეს რადაც არ უნდა დაჯდეს?
სამშაბათს, პარიზში ვიზიტის შემდეგ, სადაც ციპი ლივნი საფრანგეთის ხელისუფლებისთვის იმის ასახსნელად გაემგზავრა, თუ რატომ ფიქრობდა ის, რომ არ იყო დრო მოკლევადიანი ცეცხლის-შეწყვეტისთვის, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ”არანაირი ეჭვი აღარ არსებობს, რომ მანამდე, ვიდრე ღაზას ჰამასი აკონტროლებს, ეს პრობლემაა ისრაელისთვის, პრობლემაა პალესტინელებისთვის, და პრობლემაა მთელი რეგიონისთვის”.
ვიცე-პრემიერი ჰაიმ რამონი პარასკევს ისრაელის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა დაასრულოს ჰამასთან დაკავშირებული ოპერაცია, რომელიც ღაზას მართავს.
”ვფიქრობ, გვჭირდება ისე გავაკეთოთ, რომ მივაღწიოთ სიტუაციას, რომელიც არ მისცემს ჰამასს მმართვის საშუალებას,” თქვა მისტერ რამონმა პირველ არხზე. ”ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.”
არც პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს და არც თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკს ასეთი განცხადება არ გაუკეთებიათ. სინამდვილეში, მისტერ ბარაკმა თავი ისე წარმოაჩინა, თითქოს გასულ კვირას ის ღია იყო საფრანგეთის გადაწყვეტილების მისაღებად - მიღწეული ყოფილიყო 48 საათიანი ცეცხლის შეწყვეტა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განხორციელება და მშვიდობის მისაღწევად რეალური გზების ძიება დაწყებულიყო.
თუმცა, ისრაელის ლიდერებში სულ უფრო იზრდება იმის შიში, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უახლოეს მომავალში სასარგებლო იქნებოდა სამხრეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის, კერძოდ კი ყოველდღიური სარაკეტო დარტყმების შეჩერება - პრობლემა გახდებოდა ზოგადად ისრაელისთვის უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ეს ჰამასის მხარდაჭერას და მისი პოზიციის გამყარებას შეუწყობდა ხელს, ჯგუფის, რომელიც ამბობს, რომ ისრაელი უნდა განადგურდეს.
”თუკი ომი ფრედ დასრულდება, როგორც მოსალოდნელი იყო, და ისრაელი ღაზას ხელახალ ოკუპაციაში შეიზღუდება, ამით ჰამასი დიპლომატიურ აღიარებას მოიპოვებს,” წერდა პარასკევს გაზეთ Haaretz-ში ალუფ ბენი, პოლიტიკური ანალიტიკოსი. ”არ აქვს მნიშვნელობა ამას რას დაარქმევთ,” დასძინა მან, ”ჰამასი ლეგიტიმაციას მიიღებს.”
გარდა ამისა, ნებისმიერ ზავში ალბათ გათვალისწინებული იქნებოდა კომერციული აქტივობის გაზრდა ღაზასკენ ისრაელიდან და ეგვიპტიდან, რაც ჰამასის წამყვან მოთხოვნას წარმოადგენს: ეკონომიკური ბოიკოტის დასრულება და საზღვრების გახსნა. ღაზას ეკონომიკის გაუმჯობესება ჰამასის პირობებში, ამბობენ ისრაელის ლიდერები, ჰამასის აღზევებას ნიშნავს. ვაჭრობაზე უარი კი 1.5 მილიონ ღაზას მცხოვრებს სასოწარკვეთილს ტოვებს.
სინამდვილეში, მისტერ ბენის არგუმენტის უკან სწორედ ის დგას, რომ ისრაელი ჰამასის ლეგიტიმაციას ხელს მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში შეუშლის, თუკი ხელახლა მოახდენს ღაზას ოკუპაციას, საიდანაც სამი წლის წინ მისი ჯარისკაცები და კოლონისტები გამოდევნეს.
მაშინ როდესაც რეალურად ისმის საუბარი ჰამასის დამხობაზე, არავის ვისთვისაც ღაზას და პალესტინის პოლიტიკა ნაცნობია, ეს გეგემა რეალისტურად არ მიიჩნია. ჰამასმა ოთხი წლის წინ დემოკრატიულ არჩევნებში უმრავლესობით გაიმარჯვა, და ჯგუფს 15 000-დან 20 000-მდე შეიარაღებული მებრძოლი ჰყავს. გასული 18 თვის განმავლობაში მან საკუთარი ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინა, მას შემდეგ რაც შედარებით ლოიალური, დასვლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის ფატხის პარტია რამალაში გააძევა.
და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი ღაზას მცხოვრები, რომელიც უპირატესობას ფატხს ანიჭებს, ისინი ხელისუფლებაში მოსასვლელად ნაკლებად ორგანიზებულები და სუსტები არიან, იმ შემთხვევაშიც კი თუკი მათ ყოფილი კოლეგები დახმარებიან, რომლებიც დღეს რამალაში დევნაში არიან, და რომლებიც ამბობენ, რომ ასეა თუ ისე, ისინი ღაზას სექტორში ისრაელის ტანკების მხარდაჭერით არასდროს დაბრუნდებიან.
სინამდვილეში, რაც უფრო დიდხანს ბომბავს ისრაელი ღაზას, მით უფრო სუსტდება ფატხი, რადგან ეს შეიძლება აღქმული იყოს როგორც თანამშრომლობა.
ჰამასის ინფრასტრუქტურის დანგრევის სავარაუდო შედეგი შესაძლოა იყოს ქაოსი, ანათემა მიმართული არამხოლოდ ღაზას ხალხის მისამართით, არამედ იმათ მიმართაც ვისაც სამხრეთ ისრაელში მშვიდობის იმედი აქვთ.
და მაინც, ამ კამპანიაში ჯერჯერობით არ იგრძნობა, რომ ისრაელი ჰამასის სუვერენიტეტს ზოგავს ან თავს იზღუდავს სამხედრო მოქმედებებში. ის ამბობს, რომ მეჩეთი რომელიც დაანგრია იარაღის საწყობი იყო, და რომ ისლამურ უნივერსიტეტში, რომელიც მან არაერთხელ დაბომბა, ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხნები იყო მოწყობილი. მაგრამ მან ასევე ბევრი სამთავრობო შენობა გაანადგურა, რომლების სამხედრო ბუნებაზეც არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა.
”სამთავრობო შენობები ის ადგილებია საიდანაც ტერორს მხარს უჭერენ ფინანსური, ორგანიზაციული და ადამიანური რესურსებით,” განაცხადა ბენჟამენ რუთლანდმა, ისრაელის სამხედროების სპიკერმა. ”მთავრობის დიდი ნაწილი ჩართულია ტერორის აქტიურ მხარდაჭერასა და დაგეგმვაში.”
ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოდ, რომ თუკი ისრაელს ჰამასის ბოლომდე განადგურება დაგეგმილი არც აქვს, მის მიერ არჩეული თავდასხმის ტაქტიკა შესაძლოა მაინც ამ გზით წარიმართოს. და ისრაელელები შესაძლოა ასეთი რეალობის წინაშე აღმოჩდნენ: ბოლოს, თუკი ჰამასის ინფრანსტრქტურა საკმარისად დაინგრევა, ღაზას მჭიდროდ დასახლებული, დევნილებით სავსე არეალის ხელმძღვანელობა, რომლის სუსტი ეკონომიკა კიდევ უფრო გამოიფიტა ისრაელის ბოიკოტის შედეგად, ძალიან გართულდება.
ღაზას ომს საერთშორისო თანამეგობრობაც აკრიტიკებს, და არამხოლოდ იმ საშინელი კადრების გამო რაც ტელევზიებით გადაიცემა, არამედ იმ განცდის გამოც, რომ ისრაელმა მსგავს ტაქტიკას წარსულშიც მიმართა, მაგრამ უშედეგოდ.
კერძოდ, ბევრი 2006 წელს ჰესბოლას წინააღმდეგ გაჩაღებულ ლიბანის ომს იხსენებს, სადაც ისრაელმა ასევე სცადა სარკეტო დანადგარების და ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განადგურება, მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ უამრავი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ჰესბოლა კი ამ ომიდან უფრო პოპულარული და შესაძლოა უფრო ძლიერიც გამოვიდა.
მაგრამ სამხედრო სტრატეგები ამბობენ, რომ პარალელი არაზუსტია და რომ გაკვეთილი მათაც მიიღეს. ღაზა უფრო მცირე და გლუვი არეალია, ვიდრე სამხრეთ ლიბანი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ აქვს საზღვარი ისეთ ქვეყანასთან როგორიც სირიაა, საიდანაც გამუდმებით ხდებოდა მოწინააღმდეგისთვის იარაღის მიწოდება. ეგვიპტის სინაიდან ღაზამდე კონტრაბანდისტების გვირაბების განადგურებით, იარაღის საწყობების, სარაკეტო დანადგარებისა და მათი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის მოშლით ისინი წარმატებას მიაღწევენ.
ეს შეიძლება კვირეები ან თვეები გაგრძელდეს, ამტკიცებენ ისინი, მაგრამ შედეგი იქნება. თუკი ეს მართლაც ასეა, კითხვები მაინც რჩება: და რამდენი ადამიანის ფასად? და ვინ აგებს ამაზე პასუხს როდესაც ყველაფერი დასრულდება?
ორიგინალი
Wednesday, June 4, 2008
ისრაელის მიზანი: ჰამასის დამხობა, ცეცხლის შეჩერება, თუ ორივე ერთად
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment