3 იანვარი 2009
დღეს ლონდონში ისრაელის საელჩოსთან დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის სისხლიანი შეტაკებები მოხდა: დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები, ფეხსაცმელები და შუშის ბოთლები დაუშინეს.
ხელკეტით შეიარაებული დაახლოებით 200 პოლიციელი პროტესტანტებს დაუპირისპირდა. მას შემდეგ, რაც ნიღბიანი ადამიანები, რომელთაც ხელში პალესტინის და ჰეზბოლას დროშები ეჭირათ, ისრაელის საელჩოს კარებთან მიიჭრნენ, რამდენიმე მათგანი პოლიციამ დაჭრა.
მანამდე ათასობით დემონსტრანტმა, რომელთა შორის იყვნენ უფლებადამცველები ბიანკა ჯაგერი და პალამენტის წევრი ჯორჯ გალოვეი - დედაქალაქს მარშით ჩაუარა, ისინი ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვას აპროტესტებდნენ.
ლონდონის საპროტესტო გამოსვლა ასახვდა ასეთსავე გამოსვლებს დიდი ბრიტანეთის სხვა ქალაქებსა და მთელს მსოფლიოში. ისინი მუსლიმურ სამყაროში პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციების გაგრძელებას წარმოადგენდა.
ლონდონში, სადაც საპროტესტო ტალღა ყველაზე მასობივი იყო, დემონსტრანტებმა, დაუნინგ სტრიტის 10 ნომერს ფეხსაცმელები დაუშინეს და ამით ერაყელი ჟურნალისტის პროტესტს გამოეხმაურნენ-მან გასულ თვეში პრეზიდენტ ბუშს პრესკონფერენციის მსვლელობისას ფეხსაცმელი ესროლა.
პოლიციის შენაერთი, რომელიც დაუნინგ სტრიტს იცავდა, იძულებული გახდა, თავი აერიდებინა ფეთქებადი ნივთიერებებისთვის, რომელიც დაუნინგ სტრიტის 10 ნომერს ესროლეს. ისინი რკინის კარიბჭესთან რამდენიმე მეტრის მოშორებით ფეთქდებოდა და მათი ხმა ვაითჰოლშიც ისმოდა.
მანამდე პიკადილიზე კიდევ რამდენიმე ქაოტური შეტაკება მოხდა, თვითმხილველთა გადმოცემით პოლიციის სპეციალურმა შენაერთებმა დემონსტრანტებს შეუტიეს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა თავის დაზიანებები მიიღო.
ასეულობით მომიტინგე მოგვიანებით ისრაელის საელჩოსთან შეიკრიბა და ისრაელს საჰაერო თავდასხმების შეწყვეტა დაუყოვნებლივ მოსთხოვა. რამდენიმემ ისრაელის დროშას ცეცხლი წაუკიდა, ამ დროს კი სხვები საელჩოს დასაცავად აღმართულ მეტალის ბარიერებზე ასვლას ცდილობდნენ.
ტრაფალგარის სკვერზე შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას ჯაგერმა არჩეულ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ღაზას კრიზისთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა მოსთხოვა.
”ადამიანები მთელს მსოფლიოში იმედით აღივსნენ მისი არჩევის გამო, ამიტომ ახლა მას უნდა მივმართოთ და ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შეწყვეტა დაუყოვნებლივ მოვთხოვოთ”-განაცხადა მან.
მომღერალი ანი ლენოქსი ყვებოდა, როგორი შოკი განიცადა, როდესაც ტელევიზიით ისრაელის თავდასხმა იხილა.
”შობიდან სულ რამდენიმე დღეში, პირველ სართულზე ჩამოვედი, ტელევიზორი ჩავრთე და დავინახე, როგორ იწვოდა სახლები, შოკი მივიღე”.
ლონდონის ყოფილმა მერმა კენ ლივინგსტონმა და ებრაელმა კომიკოსმა ალექსეი სეილმა ასევე მხარი დაუჭირეს გამოსვლებს.
სეილმა განაცხდა, რომ მისი აზრით, ებრაელთა მონაწილეობა პროტესტში ძალიან მნიშვნელოვანია.
”მე მინდა, რომ ვამაყობდე ისრაელით, მე მინდა ვამაყობდე ჩემი ხალხით, მაგრამ მე მრცხვენია” .
გაეროს ცნობით, თავდასხმების დაწყების მომენტიდან უკვე 2000-მდე პალესტინელი დაიჭა. 400-ზე მეტი დაიღუპა, 60 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთა შორის 34 ბავშვი იყო.
სამი ებრაელი მოქალაქე და ჯარისკაცი ჰამასის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ღაზას საზღვარების მიმდებარე ტერიტორიების დაბომბვის დროს დაიღუპა.
No comments:
Post a Comment