Tuesday, June 3, 2008

მსოფლიო ღაზას კონფლიქტს აპროტესტებს

bbc_logo

3 იანვარი 2009

სამხედრო კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ისრაელის თავდასხმას ღაზაზე მსოფლიოში მასობრივი პროტესტი მოყვა.

გამოსვლები ჩატარდა ლონდონში, პარიზში, ბერლინში, რომში, ათენსა და აზიის რამდენიმე ქალაქში. ეს აქციები ისლამურ სამყაროში პარასკევს გამართულ მსგავს საპროტესტო აქციებს მოყვა.

უფრო ადრე ჩრდილო ისრაელში ათობით ათასმა ისრაელელმა არაბმა საპროტესტო აქციებზე დაბომბვების შეჩერება მოითხოვა.

აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კი ამ დროს ძალადობაში ჰამასს ადანაშაულებს.

მისი თქმით, ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც ირანი და სირია უჭერენ მხარს, ხოლო მისი მიზანი ისრაელის განადგურებაა.

ბუშის განცხადებით ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ღაზაში მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს იმისთვის, რომ აღიკვეთოს იარაღის კონტრაბანდა და მოხერხდეს ჰამასის გადაირაღების პრევენცია.

მანამდე ჰამასის დევნილმა ლიდერმა ხალედ მეშაალმა განაცხადა, რომ ისრაელს ”შავ-ბნელი” ბედი ელის, თუ მისი ჯარები სახმელეთო თავდასხმას წამოიწყებენ.

წინა ღამეს მისი სამხედრო მეთაური აბუ ზაქარია ალ-ჯამალი საჰაერო ბრძოლაში მოკლეს.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო AFP იტყობინება, ისრაელმა გასული კვირის შემდეგ ღაზაზე 700-ზე მეტი დარტყმა მიიტანა.

გაერო ჰუმანიტარულ კრიზისზე ალაპარაკდა. მისი აზრით,ისრაელის ჯარების მიერ მოკლული 400 პალესტინელიდან, 25%-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.

”ეს მხოლოდ დასაწყისია”

შაბათს მთელს მსოფლიოში ათასობით ადამიანმა ისრაელის ღაზაზე თავდასხმის გამო თავისი აღშფოთება საპროტესტო გამოსვლების მთელი სერიით გამოხატა.

ლონდონში პროტესტანტებმა, რომელთა შორის იყვნენ მომღერალი ანი ლენოქსი, ყოფილი მერი კენ ლივინგსტონი, ტრაფალგარის სკვერზე მარშით ჩაიარეს. ზოგიერთი სკანდირებდა: ”თავისუფალი, თავისუფალი პალესტინა”, ”ისრაელი ტერორისტია”.

გზად ბევრი შეჩერდა იმისთვის, რომ ასობით ფეხსაცმელი დაუნინგ სტრიტის კარიბჭესთვის დაეშინა, რითაც იმ ერაყელი ჟურნალისტის პროტესტს გამოეხმაურნენ, რომელმაც გასულ თვეს პრეზიდენტ ბუშს ფეხსაცმელი ესროლა.

ლინდსი ჯერმანმა, კოალიციიდან Stop the War, განაცხადა, რომ: ”ეს მხოლოდ კამპანიის დასაწყისია”.

”თუ ისრაელის ჯარები ღაზაში შეიჭრებიან, და, როგორც ჩანს ეს ასე მოხდება და თუ გაგრძელდება ბლოკადა იმ ადამიანებისა, რომლებსაც საკვებისა და მედიკამნეტების დეფიციტი აქვთ, მე ვფიქრობ, საპროტესტო ტალღა გაიზრდება” - განაცხადა მან.

ათობით ათასმა არაბმა ჩრდილო ისრაელის ქალაქ სახინიში უკვე გააპროტესტა ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვა.

დემონსტრანტები პალესტინის დროშებს აფრიალებდნენ და ისრაელის ლიდერთა დასაგმობ სლოგანებს სკანდირებდნენ: ”ღაზა არ დანებდება ტანკებს და ბულდოზერებს”, ”ნუ გეშინია, ღაზა, ჩვენ შენთან ვართ”.

წუთიანი დუმილის შემდეგ სახინის მერმა მაზენ გამაიმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი ”საერთაშორისო საზოგადოების თვალწინ ღაზაში დანაშაულს სჩადის”, მაგრამ არაფორმალურ სამხედრო შენაერთებსაც ისრაელის დაბომბვების შეწყვეტა მოსთხოვა.

ერთ-ერთმა არაბმა პოლიტიკოსმა ისრაელიდან, ჯამალ ზაჰალკამ განაცხადა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ისრაელის არაბთა უდიდესი საპროტესტო გამოსვლა იყო.

პალესტინელთა ასეთივე ფართომასშტაბიანი გამოსვლა გაიმართა ქალაქ ჰებორნში.

წინააღმდეგობა გრძელდება

ისრაელის საჰაერო და საზღვაო ძალები შაბათს განაგრძობდნენ ღაზას დაბომბვას. ერთი ადამიანი დაიღუპა მაშინ, როდესაც ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ ბეით ლაჰიაში ამერიკული ინტერნაციონალური სკოლის დიდი ნაწილი დაინგრა.

ისრაელის არტილერიამ მოგვიანებით ათამდე ყუმბარა აღმოსავლეთის ტერიტორიებს დაუშინა, განაცხადეს თვითმხილველებმა და პალესტინურმა მედიამ.

ამ დროს კი პალესტინის შეიარაღებული ფორმირებები ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებს არ წყვეტენ. ერთ-ერთი ყუმბარა უდიდეს პორტს აშდოდს მოხვდა. პორტი ღაზას საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

ისარაელის შეიარაღებული ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმა გაგრძელდება მანამდე, სანამ ჰამასი არ შეწყვეტს თავდასხმებს. ისრაელის ოთხი მოქალაქე დაიღუპა ღაზას შეიარაღებული ფორმირებების თავდასხმის გამო.

”ოპრაციის დაწყებიდან, 8 დღის განმავლობაში საჰაერო და საზღვაო ძალებმა შეტევა 40 სხვადასხვა სამიზნეზე მიიტანეს. ყველა ეს სამიზნე, რა თქმა უნდა, ჰამასთანაა დაკავშირებული” - უთხრა მან ბბს-ის. ”სკოლიდან... რაკეტებს ისროდნენ”.

ისრაელის ხელისუფლება ღაზაში ასევე სახმელეთო თავდასხმის დაწყებითაც იმუქრება. მან უკვე დაიწყო რეზერვისტების მობილიზაცია, საზღვრებთან ტანკებისა და შეიარაღებული ძალების თავმოყრა.

ბბს-ის კორესპონდენტი ახლო აღმოსავლეთში ჯერემი ბრაუნი იტყობინება, რომ მიუხედავად ერთი კვირის მანძილზე მიმდინარე საჰაერო დაბომბვებისა შეიარაღებული ფორმირებების სარაკეტო თავდასხმების შეჩერება ვერ მოხერხდა და ისრაელის მთავრობამ სახმელეთო ჯარების გამოყენებაც გადაწყვიტა.

ალ-ჯაზირას ეთერში ჰამასის პოლიტიკურმა ლიდერმა ხალედ მეშაალმა განაცხადა, რომ თუ ისრაელი ამ ნაბჯს გადადგამს ის ”სულელურ შეცდომას” დაუშვებს.

ის ისრეალის თავდასხმების დაწყების შემდეგ პირველად გამოვიდა საჯაროდ და განაცხადა, რომ ჰამასის წინააღმდეგობა გრძელდება და მისი ინფრასტრუქტურა ხელუხლებელია.

”ჩვენ ვერ შეგვაჩერებთ, ჩვენ არ დაგნებდებით და არ შევასრულებთ თქვენს პირობებს-განაცხადა მეშაალმა დამასკოში, მიმართავდა რა ისრაელს, პალესტინას და მთელ მუსლიმურ სამყაროს.

მისტერ მეშაალის თქმით, ისინი ამ ბრძოლას არ განიხილავენ, როგორც მიმართულს მხოლოდ ჰამასის წინააღმდეგ, მათი აზრით ეს მუსლიმური სამყაროს წინააღმდეგ მიმართული ომია.

ისრაელმა ჟურნალისტების ღაზაში შეშვებაზე უარი უთხრა მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესმა სასამართლომ ჟურნალისტთა შეზღუდული რაოდენობის დაშვებაზე კონფლიქტის ზონაში თანხმობა განაცხადა.

პარასკევს გაერომ განაცხადა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი ღრმავდება.

ისრაელმა გაამაკაცრა კონტროლი საზღვაო გადაზიდვებზე მას შემდეგ, რაც 2007 წლის ივნისში ჰამასმა კონტროლი თავის მოწინააღმდეგე მოძრაობას ჩამოართვა.

მას შემდეგ აქ მნიშვნელოვნად გაუარესდა ინფრასტრუქტურა და მომსახურების საბაზისო სფეროები. გაეროს მონაცემებით პოპულაციას, რომელიც 1.4 მილიონ ადამიანს ითვლის, საკუთარი თავის რჩენის საშუალება აღარ აქვს.

ორიგინალი

No comments: