Tuesday, June 17, 2008

არის სააკაშვილი საქართველოსთვის გამოსადექი კაცი 2009 წელს?

telegraph_logo

სარა მარკუსი
17 იანვარი 2009

2009 წელი არსად არ იქნება იოლი, ყველა ქვეყანას გლობალური ვირუსის წყალობით ცხოვრება თავისებურად გაურთულდება. მაგრამ საქართველოსთვის ეს წელი კიდევ უფრო რთული და ალბათ, გადამწყვეტი გახდება.

2008 წელი ქვეყანამ ასე დაასრულა: ორ სეპარატისტულ რეგიონს ქვეყნის დედაქალაქი თბილისი კარგა ხანს ვეღარ მისწვდება, ამ ტერიტორიების ნაწილს, რომელიც საქართველოში შედიოდა, ახლა რუსული ჯარი აკონტროლებს; მოსახლეობა იმედგაცრუებულია, მისი პრეზიდენტი მნიშვნელოვნად დისკრედიტებული; უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, ხოლო საკვანძო საწარმოო სექტორები: ტურიზმი, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა გადარჩენისთვის იბრძვიან.

მიუხედავად მუდმივი მოთქმისა, არსებობს იმის ნიშნები, რომ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია, როგორც ლიდერების, ასევე რესურსების პოტენციალი საიმისოდ, რომ 2009 წელს ვითარების სტაბილიზება მოახდინოს, გლობალურ კონტექსტში საკუთარი თავის პოზიციონირება უკეთ შეძლოს.

სტაბილურობა 2009 წელს საქართველოსთვის საკვანძო სიტყვა გახდება. რეალური ეკონომიკური პროგრესისა და ტერიტორიული მთლიანობის იმედი აქ არ არსებობს. მაგრამ ორივე ამ მიმართულებით სტაბილურობის მიღწევა სავსებით შესაძლებელია - სეპარატისტულ რეგიონებს ფრთხილად უნდა მოეპყრან, ვალუტას უნდა დაეხმარონ, სამუშაო ადგილები შეიძლება შეიქმნან ინფრასტრუქტურის ორგანიზებითა და 4.5 მილიარდი დახმარებით, რომელსაც საქართველოს დაპირდნენ, თუ  ამ თანხებს კარგად მოიხმარენ.

ეკონომიკური სტაბილურობისა და რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზაციის გარეშე საქართველო, ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი მოქმედი დემოკრატიისა და კეთილდღეობისკენ, მაგრამ რომელიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მაინც ყველაზე პროგრესული და ლიბერალურია (რა თქმა უნდა, სამი ბალსტიისპირული რესპუბლიკის მერე), უკუსვლას დაიწყებს, რაც მისთვის დამანგრეველი იქნება.

სწორედ ამიტომ ბევრს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, როგორ შეძლებს საქართველო ასე ძვირფასი სტაბილურობის მიღწევას სააკაშვილის მსგვასი ფიცხი კაცის ხელში? პასუხი კი ასეთია: დადგა დრო, როდესაც იარლიყი ”ფიცხი” უნდა გადაიხედოს. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციებში ჩართვა საშინელი შეცდომა იყო, მაგრამ სისულელე იქნებოდა აგვისტოს მოვლენებისთვის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დადანაშაულება და რუსეთის მიერ მოწყობილი პროვიკაციების დავიწყება.

ომი ცალკე საკითხია, მაგრამ ოფისში ყოფნის ხუთი წლის მანძილზე სააკაშვილმა კონკრეტული, პოზიტიური ცვლილებები მოუტანა თავის ქვეყანას. ის შეებრძოლა რეგიონისთვის დამახასიათებელ კორუპციას. მან უცხოური ინვესტიციების შთამბეჭდავი რაოდენობა მოიზიდა. მან დაამკვიდრა მეწარმეობის სული და შექმნა სამუშაო ადგილები და შემოსავლები. 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის მიერ გაუდაბურებულ ქვეყანას, მან  ალტერნატიული მომავლის იმედი  მისცა.

მოცემულ მომენტში არ არსებობს მეორე ასეთი ფიგურა, ვისაც საქართველოს გაყვანა სამშვიდობოს ასე უნდოდეს ან შესაბამისი ხედვა ჰქონდეს. სახელდება მხოლოდ ორი სერიოზული კონკურენტი, ირაკლი ალასანია, გაეროს ყოფილი ელჩი, რომელიც, როგორც ლიდერი არავის გამოუცდია და რომელსაც ზოგადად მცირე გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, მას პრეზიდენტობის სურვილი არ გამოუთქვამს. მეორე კონკურენტი ნინო ბურჯანაძეა, სააკაშვილის ყოფილი მეგობარი, რომელმაც ჯერ ვერ შეძლო თავის გარშემო გახლეჩილი ოპოზიციის გაერთიანება და ვერც ის აჩვენა, რომ ქვეყნის მართვისთვის საჭირო დინამიზმი ან იდეები რეალურად აქვს.

სააკაშვილი არასრულყოფილი და კომპრომეტირებული ლიდერია. ის ჩქარობს, და მისი აშკარა რწმენა იმაში, რომ ”სახელმწიფო თვითონაა” ('L'Etat, c'est Moi') ერთ რამეს განაპირობებს - ის ხშირად ძირს უთხრის დემოკრატიას, რომელისთვისაც იბრძვის.

ირონია იმაშია, რომ სწორედ ომით მოტანილმა უბედურებამ შექმნა პოტენციალი, რომელსაც შეუძლია სააკაშვილი ურყევი თვითდარწმუნებისგან იხსნას. მისი ქმედებების საშინაო და საგარეო კრიტიკამ ის იძულებული გახადა თვალი გაესწორებინა საკუთარი შეცდომებისთვის და მის ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დეფიციტისთვის.

მას შემდეგ, რაც ნატოში გაწევრიანებაზე უარი უთხრეს და ნატომ ღიად განაცხადა, რომ ის ელოდება პროგრესს დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, პრეზიდენტმა უამრავი ცვლილება წამოიწყო, მათ შორისაა: პრეზიდენტთან მიმართებაში პარლამენტის უფლებამოსილებების გაფართოვება, მედიისთვის უფრო მეტი თავისუფლების მინიჭება, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა და საკუთრების უფლებების განმტკიცება.

შინ ზეწოლა სააკაშვილზე გრძელდება, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ზეწოლის შინაარსი ქმნის პრობლემებს.  ოპოზიცია სრულიად მართალია, როდესაც პრეზიდენტს ომთან,  2007 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების ავტორიტარულ დარბევასთან, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების სიცოცხლისუნარიანობასათან დაკავშირებით უსვამს კითხვებს.

მაგრამ ისინი არასწორნი არიან, როდესაც პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ და როდესაც ამის დაპირებას იძლევიან. ეს არაკონსტრუქციულია. როგორც ჩანს, სააკაშვილის გადაყენება ოპოზიციის ერთადერთი მიზანია. შეიძლება ასეთი კითხვაც კი გაჩნდეს,  ღვთის გულისთვის, რა უნდა ქნან,  თუ ამას მართლაც მიაღწევენ.

თუ ისინი სააკაშვილით არ იქნებიან შეპყრობილნი და ამის ნაცვლად ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეზე ფოკუსირდებიან, ისინი მართლაც ეფექტურ ოპოზიციურ ძალად მოგვევლინებიან, ვინც პრეზიდენტს იდეებით და პოტენციალით აიძულებს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდოს საქმეს.

იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიონ, მათ არა ვადამდელი საპრეზიდენტო, არამედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა მოითხოვონ, ის, რასაც აქამდე სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე და ახლა ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ითხოვდა.

არსებული პარლამენტს ცოცხალი დემოკრატიის ნიმუშს ძნელად უწოდებ: 134 ადგილიდან 119 პრომთავრობულ პარტიას ეკუთვნის, ხოლო 16 ოპოზიციურმა დეპუტატმა, რომელმაც ბოლო არჩევნებში ადგილები მოიპოვა უარი თქვა მათზე იმის საფუძველზე, რომ არჩევნები გაყალბებით ჩატარდა. საერთაშორისო დამკვირვებლებმა მართლაც დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ თავის შეიკავეს მისი უკანონოდ გამოცხადებისგან.

უფრო დაბალანსებული პარლამენტის არჩევა მართლაც განამტკიცებს პრეზიდენტისადმი ნდობას შინაც და უცხოეთშიც, ის იქნება დასტური დემოკრატიული პროცესების გაღრმავებისა და ის უკეთ მოახერხებს საპარლამენტო კონტროლის დაწესებას პრეზიდენტის ავტოკრატულ მიდრეკილებებზე.

უნდა ვაღიარო , რომ სააკაშვილის გამორიცხავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მაგრამ თუ ის ასე განაგრძობს, ხოლო ოპოზიცია არჩევნების ნაცვლად სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს, მაშინ ისინი ერთად ჩაშლიან საქართველოს მშვიდობიან სვლას მღელვარე 2009-ში.

ორიგინალი

No comments: