9 დეკემბერი 2008
თბილისი, საქართველო - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის გასული კვირის, ომის შემდგომი რეორგანიზაციის ფარგლებში, გათავისუფლებული მინისტრების შემცვლელები დაასახელა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების თანამდებობიდან გადაყენება, რუსეთთან ხანმოკლე ომის ფონზე, დასავლეთის საქართველოსადმი მხარდაჭერით უკმაყოფილების გამოხატულებაა.
პრემიერ-მინისტრმა გრიგოლ მგალობლიშვილმა, სამშაბათს დავით სიხარულიძე, შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. კიდევ ერთი ყოფილი დიპლომატი, ლაშა ჟვანია ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დასახელდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის შემცვლელი გასულ კვირას გამოცხადდა. უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ლომაიას თანამდებობაზე, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა გადადგომის შესახებ, ჯერ არავინ დასახელებულა.
No comments:
Post a Comment