Friday, May 9, 2008

სიმონსი: ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანზიტი რუსეთის გავლით ნატოსთვის პრიორიტეტულია

kiiv

9 დეკემბერი 2008

მოსკოვი - ავღანეთში სამხედრო ტვირთების ტრანსპორტირება რუსეთის გავლით ნატოსთვის პრიორიტეტულია, განაცხადა ორშაბათს ინტერფაქსთან ინტერვიუში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმონსმა .

მას შემდეგ, რაც ნატო პაკისტანის მარშრუტს საკმაოდ დიდხანს იყენებდა, აქცენტი იმ მარშრუტზე გადავიდა, რომელთანაც დაკავშირებით რუსეთთან ბუქარესტის სამიტზე მოლაპარაკეს.

მოცემულ მომენტში ნატო იმავე საკითხზე მოლაპარაკებებს ყაზახეთთან, უზბეკეთთან, ბელორუსიასთან და უკრაინასთან აწარმოებს.

ეს საერთაშოსრისო უასფრთხოების ძალებს რუსეთის და ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების გავლით სატრანსპორტო მარშრუტებით უზრუნველყოფს, განაცხადა დიპლომატმა.

შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მედიაში გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ, შეერთებული შტატები რუსეთის გვერდზე ავლით, ავღანეთისკენ მიმავალი სხვა მარშრუტების მოძიების შესაძლებლობას განიხილავს, მაგალითად ქართული პორტის, ფოთის მეშვეობით, სიმონსმა განაცხადა, რომ ის ვერ ილაპარაკებს შეერთებული შტატების სახელით, ხოლო ნატოსთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, ზემოთ დასახელებული მარშრუტი პრიორიტეტულია.

შეაფასა რა რუსეთისა და ნატოს თანამშრომლობა ავღანეთთან დაკავშირებით, როგორც მთლიანობაში დადებითი, სიმონსმა თქვა, რომ ალიანსის მიერ რუსეთისგან მიღებული წინადადება ამ თანამშრომლობას შესაძლებელს ხდის.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ტრანსპორტირება მხოლოდ რუსეთის გავლით საკმარისი ვერ იქნება და ნატოს იმ ქვეყნებზე გამავალი მარშრუტიც სჭირდება, რომელიც მან ახსენა.

შეხვედრა ყველა ამ ქვეყანასთან უახლოეს მომავალში გაიმართება - განაცხადა სიმონსმა.

დიპლომატმა ყველა სახელმწიფოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ავღანეთში თანამშრომლობის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი ნარკოტრაფიკის პრობლემის გადაწყვეტაა, რაც სპეციალურად გაწვრთნილ პერსონალს მოითხოვს.

თავიდან ამ საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნელო პრობლემები არსებობდა, მაგრამ ახლა მიღწეულია შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ავღანელი სამხედროები მოსკოვთან ახლოს, დომოდედოვოს ცენტრში წვრთნებს გაივლიან, თქვა სიმონსმა.

ორიგინალი

No comments: