
სოფია კიშკოვსკი
9 დეკემბერი 2008
მოსკოვი - რუსეთის ლიდერები და მაღალი რანგის საერთაშორისო საეკლესიო პირები მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში სამშაბათს რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქის ალექსი მეორის დაკრძალვაზე შეიკრიბნენ. იგი 5 დეკემბერს გარდაიცვალა.
ტაძარი 3 დღე-ღამის განმავლობაში ათობით ათასი მიმდევრისთვის ღია იყო, რათა მათ უკანასკნელად მიეგოთ პატივი პატრიარქისთვის, რომელიც რუსულ ეკლესიას კომუნიზმის დაცემის შედეგ ძალიან რთულ წლებში უძღვებოდა.
ეკლესიამ პოსტ-საბჭოთა ერა 70 წლიანი ათეისტური სახელმწიფო პოლიტიკის ნანგრევებში დაიწყო, მაგრამ ალექსი მეორემ ეკლესია ააღორძინა, ყოფილი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს კი კრემლთან ახლო კავშირები დაამყარა და რუსული ეკლესია ქვეყნის ერთ-ერთ ძლევამოსილ ინსტიტუტად აქცია.
ბატონი პუტინი, დღეს უკვე პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, ასევე ეპისკოპოსები, მღვდლები, ბერები, მონაზვნები, სხვა მაღალი რანგის პირები მათ შორის იყვნენ, ვინც რუსეთის პატრიარქთან გამოსათხოვებლად მივიდა.
ალექსი მეორე ქადაგებაში მოხსენიებულ იქნა როგორც გამაერთიანებელი და აღმშენებელი.
დმიტრი სმირნოვმა, მოსკოველმა მღვდელმა, რომელიც რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობას უძღვება, განაცხადა, რომ ალექსი მეორის მმართველობის პერიოდში 30 000 ეკლესიას და 700 მდე მონასტერს რესტავრაცია ჩაუტარდა და ბევრი ახალიც გაიხსნა, რაც რელიგიური ცხოვრების აღორძინებაზე მიუთითებს.
მან ისიც აღნიშნა, რომ ალექსი მეორეს უდიდესი დამსახუებაა ისიც, რომ რუსეთის საპატრიარქო ქვეყნის გარეთ რუსულ მართმადიდებელ ეკლესიასთან და ემიგრანტების იმ ჯგუფებთან გაერთიანდა, რომლებმაც მოსკოვი ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ დატოვეს.
ბატონები მედვედევი და პუტინი ტაძარში ლიტურგიის შემდეგ სულისმოსახსენიებელი პარაკლისის დროს მივიდნენ. დანარჩენ ჭირისუფლებს შორის იყვნენ მუსლიმები, იუდეველები და ვატიკანის წარმომადგენლები.
პოლიცია, სპეცრაზმელების ჩათვლით, ტაძრის პერიმეტრს აკონტროლებდა. ეს ტაძარი აქ ძველად არსებული მაცხოვრის ტაძრის ადგილას აღიმართა, რომელიც 1931 წელს სტალინის პერიოდში გაანადგურეს, რათა ამ ადგილას საბჭოების სასახლე აეშენებინათ, რაც ვერასდროს განხორციელდა. საბოლოოდ, ამ ტერიტორიაზე უზარმაზარი საცურაო აუზი აშენდა. ტაძარი კი ხელახლა 1990-ანებში ააგეს. ის რუსეთში რელიგიური აღორძინების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ გადაიქცა. კრემლის თვალთახედვის არეალში არსებული, და მოსკოვის გავლენიანი მერის ლუჟკოვის მხარდაჭერით აგებული ტაძარი, ასევე არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი იმის გამო, რომ ის კრემლსა და ეკლესიას შორის ახლო ურთიერთობების სიმბოლოდ იქცა.
სმოლენსკის და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილემ, რომელიც შაბათს დროებით პატრიარქად აირჩიეს და რომელიც ამ პოსტზე მანამ იქნება, ვიდრე საეკლესიო კრება ახალ პატრიარქს არ აირჩევს, საკუთარ ქადაგებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალექსი მეორე ”ყოველთვის მშვიდობის მხარდამჭერი იყო”.
აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს, პატრიარქმა ორ ქვეყანას მშვიდობისკენ მოუწოდა და შეახსენა მათ, რომ ისინი მართლმადიდებელი ქვეყნები იყვნენ. საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც კონფლიქტის დროს ანალოგიური მოწოდებები გააკეთა, ლიტურგიაში მონაწილობდა და ალექსი მეორეს ცხედართან სახარების ერთ-ერთი თავი ქართულად წაიკითხა. მისგან სულ რამდენიმე ნაბიჯში პუტინი და მედვედევი იდგნენ.
ორიგინალი
Friday, May 9, 2008
რუსი მართლმადიდებელი პატრიარქის სულისმოსახსენიებელი წირვა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment