Monday, May 19, 2008

უფლებადმაცველები თავის კოლეგას გამოესარჩლნენ

excitenews

19 დეკემბერი 2008

თბილისი, საქართველო (AP) - უფლებადამცველებმა საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკიდან, საქართველოდან მხარი დაუჭირეს აქტივისტს სამხრეთ ოსეთიდან. მას საქართველომ ბრალი დასდო იმაში, რომ რუსულ სადაზვერვო სამსახურებთანაა დაკავშირებული.

უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ლირა ცხოვრებოვას წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები სხვა აქტივისტთა დაშინებას ისახავს მიზნად.

ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში მათ თქვეს, რომ ხელისუფლების მიზანია გააფრთხილოს არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ადამიანები - ისინიც მსგვასი ბრალდებების სამიზნედ შეიძლება იქცნენ.

ცხოვრებოვა ამ თვის დასაწყისში აშშ-ში ჩავიდა იმისთვის, რომ ყურადღება გაემახვილებინა ფაქტებზე, რომელსაც ის ქართველთა მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს უწოდებს. საუბარია აგვისტოს ომზე, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის სამხრეთ ოსეთის გამო გაიმართა.

საქართველოს ხელისუფლებამ გამოაქვეყნა ჩანაწერები, სადაც ცხოვრებოვა სამხრეთ ოსეთის საიდუმლო სამსახურების უფროსს ესაუბრებოდა.

ცხოვრებოვამ ბრალდებები უარყო.

ორიგინალი

No comments: